სიყვარულით სავსე საჩუქრის ყუთი (შთამაგონებელი ისტორია)

0
ისტორია მოგვითხრობს ერთ ვაჭარ კაცზე, რომელმაც თავისი 3 წლის გოგონა დასაჯა იმის გამო, რომ მან გასაყიდად გამზადებული საჩუქრის შესაფუთი ოქროსფერი ქაღალდის რგოლი გააფუჭა.

მათ იმ პერიოდში ძალიან უჭირდათ ფინანსურად და კაცი ძალიან გააბრაზა ბავშვის დაუფიქრებელმა საქციელმა.

მას გაბრაზება სრულიად გაუქრა, როდესაც მეორე დღეს გოგონამ მას ოქროსფერი ქაღალდისაგან გაკეთებული საჩუქრის ყუთი მოუტანა და გაბრწყინებული თვალებით უთხრა:

– ეს შენთვისაა მამიკო.

თუმცა კაცის სიბრაზის გაორმაგება მაშინ უნდა გენახათ, როდესაც მან ყუთი გახსნა და იგი ცარიელი აღმოჩნდა.

– შვილო საერთოდ რომ იცოდე, როდესაც ვინმეს საჩუქრის ყუთს აძლევენ იქ რაიმე საჩუქარი დევს – გაბრაზებული ხმით უთხრა მან გოგონას.

გოგონას ცრემლები წასკდა თვალებიდან, ცრემლიანი თვალებით მიუბრუნდა მამას და უთხრა:

– არა, მამა ! ეს ყუთი ცარიელი არ არის. მე შიგნით უამრავი კოცნა ჩავდე… უამრავი კოცნა, მამა და ყველა მათგანი შენ გეკუთვნოდა…

მამა გაფითრდა და სინანულის ცრემლები წასკდა თვალებიდან. შემდეგ გოგონას ხელები მაგრად მოხვია,გულში ჩაიხუტა და პატიება სთხოვა…:)

ამ შემთხვევის შემდეგ არც ისე დიდი დრო გასულა, რომ პატარა გოგონა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა . . .

ამბობენ, რომ მამას სიცოცხლის ბოლომდე თავის საწოლის გვერდით ედო ბავშვის მიერ ნაჩუქარი ოქროსფერი ყუთი და როდესაც თავს მარტოსულად იგრძნობდა ხსნიდა მას და  ტკბებოდა იმ სიყვარულით, რომელიც მისმა შვილმა ამ საჩუქრის ყუთში ჩააქსოვა . . .

მორალი

სამწუხაროა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად არის პერიოდი, როდესაც ცხოვრებისეული პრობლემებისაგან დაბრმავებულები ვერ ვამჩნევთ, არ ვაფასებთ ანდა იგნორირებას ვუკეთებთ იმ ადამიანების მიერ ჩვენს მიმართ გამოხატულ სიყვარულს , რომელთაც  გულწრფელად ვუყვარვართ. და შემდეგ . . . შემდეგ კი ხშირად ვნანობთ ამას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია..

განა რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ძვირფასი საჩუქარი, რასაც საყვარელი ადამიანების მიერ ჩვენს მიმართ გამოხატული სიყვარული ჰქვია !?
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply