Connect with us
სიღარიბე

ფსიქოლოგია

სიღარიბის გენეტიკური კოდის ,,კანონი”

ბავშვობაში ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვანაირად აღიქმება ბავშვის და მოზრდილის მხრიდან. ხშირად ბავშვი სრულიად სხვანაირად ხედავს იმ რეალობას რომელშიც იმყოფება და ხშირად ბავშვურ გონებაში ყველა ნივთი თუ მოვლენა ხანაც მეტად სახალისოდ და ხანაც მეტად ტრაგიკულად აღიქმება ხოლმე ვიდრე მოზრდილის თვალით დანახული იგივე მოვლენები და საგნები. თუმცა არავინ რჩება მუდმივ ბავშვად და არც ერთი ზრდასრული ადამიანი არ არსებობს ბავშვობის მოგონებების გარეშე. ბავშვის თვალით დანახულ სამყაროში ყველაფერი ახალია და რაღაცით საინტერესო, მოზარდი აღიქვამს და ყურადღებას აქცევს, იმახსოვრებს ყველა დეტალს თუ წვრილმანს, ყველაფერს იმას, რასაც მისი თვალსაწიერი სწვდება.

მოვლენები თუ საგნები სურათებივით იბეჭდება ბავშვის გონებაში და მომავალში უკვე ზრდასრული ადამიანის მთელი ცხოვრების სქემა ბავშვობის დროინდელი სურათების გავლენით ლაგდება. ხდება ადამიანის გონების ,,პროგრამირება”, რომელიც საფუძველი ხდება შემდგომში გარკვეული ტიპის ქმედებების. წარმატების, სიმდიდრის , წარუმატებლობის ან თუნდაც სიღატაკის. როდესაც ჩვენთან სიღარიბის თემაზე იწყებენ საუბარს, პასუხი თითქოსდა მზად გვაქვს ყველას, უმუშევრობა, დაკარგული ტერიტორიები,დანგრეული ეკონომიკა და ბოლოს მსჯელობის დასასრულს, გარდაუვალი უცილობელი ვერდიქტი ,, ჩვენ ქვეყანას არასდროს არაფერი ეშველება “.

ვისაც უმოგზაურია ევროპის ქვეყნებში, აუცილებლად შეამჩნევდა უფსკრულივით დიდ განსხვავებას ევროპული ცხოვრების წესად ქცეულ მოწესრიგებულობის , ლაპლაპა სისუფთავის, დარგული ყვავილების, დაწკრიალებული სადარბაზოების და ჩვენებურ შერჩევით სისუფთავეს შორის. შერჩევითობაში არა მხოლოდ მდიდრული სასტუმრობის, სათამაშო სახლების ან რესტორნების გარშემო მოგვარებული ყოფა , დარგული ყვავილნარები, მოწესრიგებული ნაგვის ურნები ან მორეცხილი ქვაფენილები იგულისხმება, არამედ ერთის მხრივ დასუფთავებულ, მოკირწყლულ, მოვარაყებული და მეორეს მხრივ დაბინძურებულ მონაკვეთებად ჭადრაკის დაფასავით დაყოფილი ქალაქი. ჩვენ გონებაში სიმდიდრე და წარმატება მჭიდროდ დაკავშირებულ ორ მოვლენად აღიქმება სისუფთავესათან და მოწესრიგებულობასთან აუცილებელ კავშირში.

თუ ვხედავთ მოკირწლულ, ყვავილებით გაწყობილ შესასვლელს, მექანიკურად მოველით დავინახოთ მდიდრული სასტუმრო ან რესტორანი. და პირიქით, მდიდრული შენობა უმალვე გვიჩენს სისუფთავის და მოწესრიგებულობის მოლოდინს. თუმცა, თუ ოდნავ მაინც ჩავუღრმავდებით ჩვენ ფიქრებს, აღმოვაჩენთ რომ, ეს მხოლოდ ჩვენი წინასწარი მოლოდინებია და სინამდვილეში არანაირი კავშირი არც სისუფთავეს და სიმდიდრეს და არც სიღატაკესა და სიბინძურეს შორის არ არსებობს .ეს მხოლოდ ჩვენი ბავშვობის ილუზიაა, ეს ის ჩაბეჭდილი სურათებია, რასაც ბავშვობიდან მიჩვეული ვართ. იქ, სადაც სიმდიდრეა აუცილებლად სისუფთავეა და პირიქით, იქ, სადაც სიბინძურეა აუცილებლად სიღატაკეა.

მოუწესრიგებელი ყოფა და სიბინძურე კი თავისებური მენტალიტეტია, რომელსაც ადამიანი თავისით ირჩევს და გამოდის, მაშინ სიღარიბეც მენტალიტეტი ყოფილა და რაღაც დონეზე ჩვენი არჩევანი. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაში, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს ერთის მხრივ სისუფთავეს და სიმდიდრეს, მეორეს მხრივ კი სიბინძურეს და სიღატაკეს შორის, ამით ჩვენ, ჩვენ თავს პირველ რიგში და შემდგომ, და ჩვენს ბავშვებს მივცემთ საშუალებას შევცვალოთ წინასწარ დაპროგრამირებული სქემა გონებაში . და მიუხედავად იმისა, ჩვენ მდიდრული სასტუმროს მფლობელები ვართ თუ ჩვეულებრივი სახლის მაცხოვრებლები , სუფთად ცხოვრების, მოწესრიგებული სადარბაზოს, ყვავილნარის და ესტეტიური ატრიბუტიკის შესაძლებლობა ყველას თანაბრად გაგვაჩნია. და თუ მოვახერხებთ თითოეული ჩვენთაგანი თავი წილი სისუფთავის დაცვას თუნდაც სახლის წინ ან აივანზე დარგული ყვავილების გახარებას, საკუთარ ეზო კარზე ზრუნვას და, არსებული შერჩევითი წესრიგს საყოველთაოთი შევცვლას,

იქნებ სამერმისოდ ყოველდღიურ საუბრებში, უიმედობის, სიღატაკის დაპროგრამირებული კოდის შეცვლაც მოგვეხერხებინა და უპერსპექტივოდ სამომავლოდ გადადებული ევროპული კეთილდღებაც უფრო სწრაფად გამხდარიყო ჩვეულებრივი ყოველდღიური ყოფითი რეალობა.

გაზიარება:

ფსიქოლოგი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ფსიქოლოგია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ