სიუზან ბოილი (,,ნიჭიერი"–ს ყველა დროის ეტალონი)

0
სოფელ ბლექბარნში დაბადებული და მცხოვრები შოტლანდიელი ქალბატონი სუზან ბოილი პირველად 47 წლის ასაკში გამოჩნდა ე. წ  გადაცემა ,,ნიჭიერი”–ის სცენაზე დიდ ბრიტანეთში.
სიმღერის დაწყებამდე სუზანმა განაცხადა, რომ ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი მომღერალი.
ამ ასაკის ქალბატონის სცენაზე გამოჩენას ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად შეხვდა ბრიტანული აუდიტორია და შეიძლება ითქვას, რომ ცინიკურად და დაცინვითაც კი უყურებდნენ ამ ქალბატონს,  სანამ იგი სიმღერას დაიწყებდა.
შეგიძლიათ ნახოთ მისი გამოსვლა და შემდეგ კი  ვიდეოს ქვემოთ წაიკითხოთ შემფასებელთა კომენტარები
ამ გადაცემის სამწლიან ისტორიაში ეს ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო,რაც კი მინახავს. სანამ სიმღერას დაიწყებდით ფაქტია, რომ ყველა იცინოდა თქვენზე. ახლა? ახლა კი აღარავინ იცინის ! ეს საოცრება იყო, მართლაც არაჩვეულებრივი შესრულება . . . უბრალოდ შოკში ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. ყველაზე დიდი დიახ, რაც კი ოდესმე მითქვამს – პირს მორგანი ( შემფასებელი 1 )
ჟრუანტელმა დამიარა. ვიცოდი, რომ ყველა შენს წინააღმდეგ იყო განწყობილი. სიმართლე ვთქვათ და ყველა ჩვენგანმა ცინიკური დამოკიდებულებაც კი გამოვიჩინეთ თქვენს მიმართ. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის უდიდესი პრივილეგია იყო  თქვენი  სიმღერის მოსმენა. დიახ, დიახ – ამანდა ოლდენი (შემფასებელი 2)
როგორც კი ფეხი შემოდგით დარბაზში და ხალხმა სიცილი დაიწყო მაშინვე მივხვდი, რომ დღეს რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომესმინა და მართალიც აღმოვჩნდი. სუზან ბოილ შეგიძლიათ ამაყად თავაწეული დაბრუნდეთ თქვენს სოფელში 3 დიახ– თან ერთად – საიმონ ქოუველი (შემფასებელი 3)
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply