სიტყვების შერჩევის ხელოვნება

2
ერთხელ, აღმოსავლეთის ერთ მბრძანებელს დაესიზმრა, რომ ყველა კბილი ერთიმეორის მიყოლებით დასცვივდა. შეშინებულმა, სასწრაფოდ, სიზმრების ამხსნელი მოიხმო სასახლეში. კაცმა მწუხარე სახით მოისმინა სიზმარი და მბრძანებელს უთხრა:
“ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ: ერთი მეორის მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავთო.”
მბრძანებელი საშინლად გაბრაზდა კაცის სიტყვებზე, ბრძანა დილეგში ჩაეგდოთ იგი და სხვა სიზმრების განმმარტებელი მოეყვანათ მასთან. მეორე სიზმრების ამხსნელმა,როდესაც სიზმარი მოისმინა, თქვა:
“ძალიან სასიხარულო ამბავი უნდა გაცნობოთ: თქვენ ისეთი დღეგრძელი იქნებით,რომ ყველა თქვენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებთო.”
მბრძანებელი სიხარულისაგან ცას ეწია და უხვად დააჯილდოვა ეს კაცი.
ეს ფაქტი ყველა გარშემომყოფს გაუკვირდა:
“მანაც ზუსტად იგივე უთხრა მბრძანებელს, რაც მისმა წინამორბედმა. ის დასაჯეს , ეს კი უხვად დაგაჯილდოვესო” – გაოცებული კითხულობდა ყველა.
“მართალია, სიზმარი ორივემ ერთნაირად განვმარტეთ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ “როგორ იტყვი” და არა იმაზე, თუ “რას იტყვიო” – ღიმილით უთხრა ხალხს დაჯილდოებულმა სიზმრების ამხსნელმა.
თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply