„სიკვდილიც წარმავალია, მხოლოდ სამოთხეა მარადიული“

0

დღეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, თანამედროვე მწერლის, კრიტიკოსის, პიარ სპეციალისტისა და გლამურული ტელე-წამყვანის, ფრედერიკ ბეგბედერის დაბადების დღეა.

„99 ფრანკი“, რომანი რომელიც 2000 წელს გამოიცა, ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორს.

აი, რას წერს ის რომანში სიყვარულსა და სიცოცხლეზე.

„სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული, პირველ რიგში , ფილტვებს ემტერება. ამიტომ, გული მტკივა სიყვარულის გამო,- ამას კი არ უნდა ვამბობდეთ, არამედ უნდა ვთქვათ, ფილტვები დამეხშოო. ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიულია. ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებული. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალნენ: ჩეხოვი, ლოურენსი, ფრედერიკ შოპენი, ჯორჯ ორუელი. ხოლო რაც შეეხება კამიუს, მორავიას, ბუდარას, მარია მაშკინცევას და კატრინ მენსფილდს, განა შეძლებდნენ ზუსტად ისეთი წიგნების დაწერას ამ ავადმყოფობის გარეშე?! სხვათაშორის არც ქალი კამელიებით გარდაცვლილა მიოკარდიუმის ინფაქტით. ეს სასჯელი მხოლოდ დეპრესიული კარიერისტებისთვისაა განკუთვნილი და არა უნუგეშო შეყვარებულებისთვის.“

„როდესაც ტვინს ჰგონია,რომ ყველაფერს აკონტროლებს, გული ამბოხებულია, ფილტვებს ჰაერი არ ჰყოფნის. ყოველი ადამიანი ვინც თავი თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.“

„როდესაც ადამიანებს დაჟინებით ვუმეორებთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი არა აქვს, რაღაც მომენტში ისინი მიდიან, აქეთ-იქით აწყდებიან და ცოფაინებივით იღრინებიან. არაფრით არ უნდათ იმის დაჯერება, რომ მათი არსებობა სრულიად უაზროა. როდესაც ამაზე დაფიქრდები, მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არაფრისთვის დაბადებულხარ, დაიბადე მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტნაკლებად შერეკილია“.

„არ შეიძლება სამყაროს თან ემორჩილებოდე და თან ცვლიდე. ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს, ალბათ სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ გაინადგურა თავი დემოკრატიამ.“

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply