სექსუალურობა და მანიპულაცია

0

მშობლისა და შვილის ურთიერთობაში არც ისე პატარა ადგილი უკავია მანიპულაციას
რა არის მანიპულაცია?
რაში ვიყენებთ მას და რა კავშირშია სექსუალურობასთან?

  • 20 წუთში უნდა გავიდე, თორემ სახლში დამაგვიანდება და მშობლები ინერვიულებენ. დედაჩემს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ნერვიულობა არ შეიძლება. მერე ცუდად ხდება ხოლმე. – ამბობს 28 წლის ახალგაზრდა.

მშობლის ფუნქციიდან გამომდინარე იგი დარდობს და განიცდის შვილთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს. მშობელი ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, განათლეაზე, კვებაზე და სხვ. იგი ზრუნავს და უვლის ისე, როგორც შეუძლია. შვილიც ისე პასუხობს მშობელს, როგორც შეუძლია. ჩვენი შესაძლებლობების ერთ-ერთ გზას კი მანიპულაცია წარმოადგენს.

მანიპულაცია – გაიძულო გააკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იყოს უწყინარი, სასარგებლო და სასიამოვნოც კი.

ინფანტილური სექსუალურობით ხშირად გაგვპრანჭვია ბავშვი, რომ მიეღო ჩვენგან ის, რისი მიღებაც სურდა. ჩვენ ამ დროს ვრჩებით მოჯადოვებულები, ვიღიმით, ვიცინით და ბავშვი კი სწავლობს, რომ ამ გზით შეუძლია მიზნის მიღწევა.

მანიპულაციას ბავშვი სწავლობს მშობლისგან. იგი აკოპირებს ქცევას, შემდეგ ხვეწავს მას და საუკეთესო ვარიანტს იყენებს ცხოვრებაში.

ფლირტი მანიპულაციის ყველაზე სასიამოვნო ფორმაა და პირდაპირ კავშირშია ოჯახში არსებულ მანიპულაციის ფორმებთან. თავს გაწონებ და კეთილად განგაწყობ ჩემს მიმართ. ვცდილობ მოვიპოვო იმაზე მეტი სიმპატია, ვიდრე არის ჩვენს შორის. ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ამ ქცევას სისტემატურად ვახორციელებთ. ვახორციელებთ როგორც საპირისპირო, ასევე ჩვენივე სქესის წარმომადგენლებთან.

როგორ დავძლიოთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანის არც ისე სასიამოვნო მანიპულაცია?

პირველ რიგში, გავაცნობიეროთ საკუთარ თავთან ამ ადამიანის ქცევა და დავარქვათ ქცევას სახელი. შემდეგ გავმიჯნოთ საკუთარი თავი და ამ ადამიანის ქცევა ერთმანეთისგან.

“შენს გამო ცუდად ვარ”,
“რამე თუ დამემართება შენ თავს დააბრალე”
და ა.შ.

მანიპულაციის დროს ხდება საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის სხვა ადამიანზე გადატანა. გაცნობიერების დროს ხდება საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება და სხვისი ქცევისგან საკუთარი თავის გამიჯვნა.

მაშინ, როდესაც მე შემიძლია ავიღო საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა მე ვიძლევი ცოცხალ მაგალითს, თუ როგორ დავძლიო მანიპულაცია – ავიღოთ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა.

მანიპულაცია ზღუდავს მეორე ადამიანის თავისუფალ ნებას და აღვიძებს აგრესიას, შიშს, დანაშაულის განცდას და ა.შ.

  • შეიძლება ფიქრობ, რომ შენს ცუდად ყოფნაში ვიღაცეები ან რაღაცეები არიან დამნაშავენი, მაგრამ იქნებ დაფიქრდე ამ ფაქტორების მიმართ დამოკიდებულებაზე?! ერთია ჩვენ რა გვგონია, მეორეა – რეალურად რა არის.

გაცნობიერების შედეგად იკვეთება ჩვენი ცუდად ყოფნის რეალური მიზეზები. მაგ: შიში, სიმარტოვის განცდა, სიფრთხილე და სხვა. ამ მიზეზების გაცნობიერების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მათი მოგვარების ეფექტურ გზებს მივაგნოთ.

 

პრაქტიკული სავარჯიშო ტრენინგიდან
სექსუალურობა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში
(27-28 იანვარი. ტრენინგი განკუთვნილია ზრდასრულთათვის):

იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად ხშირად მიმართავთ მანიპულაციის ფორმას, და/ან რამდენად ხშირად ხდების სხვისი მანიპულაციის ობიექტი: ჩამოწერეთ ფრაზები, რომლებსაც იყენებთ, და/ან იყენებენ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გსმენიათ და თვლით, რომ ეს იყო მანიპულაციის ფორმა.

 

ანასტასია ნათია მარღანია
ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი
პიროვნული ზრდის ხელოვნება “მიზანი”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply