სახალისო ისტორიები: თევზაობა

0
ალექსს არც დღეს უმართლებდა.  დილით ადრიანად გამოსული ტბაზე თევზაობდა და ჯერ ერთი თევზიც კი ვერ დაეჭირა. ნაშუადღევს ალექსმა თევზაობა შეწყვიტა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
გზაზე ერთი ადგილი იცოდა,სადაც ახლადდაჭერილი თევზები იყიდებოდა და იქ გაჩერდა. გამყიდველს 4 მოზრდილი ქაშაყი შეუკვეთა და უთხრა:
– შეგიძლიათ ეს თევზები სათითაოდ მესროლოთ?
– ყოველი ყიდვის დროს ამას მთხოვთ და არასდროს მიკითხავს რატომ.. თუ საიდუმლო არაა, შეგიძლიათ მითხრათ რატომ გსურთ, რომ თევზები გესროლოთ? – ჰკითხა დაინტერესებულმა გამყიდველმა ალექსს.
– გაგეცინებათ, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება ვუთხრა ჩემს ცოლს, რომ ეს თევზები მე დავიჭირე…საშინლად არ მიყვარს ტყუილები – მცირე პაუზის შემდეგ აღიარა ლოყებშეწითლებულმა ალექსმა.
– ძალიან კარგი – ეშმაკურად გაეღიმა გამყიდველს, თუმცა გირჩევდით, რომ კალმახი გეყიდათ…
– რატომ კალმახი? – გაიკვირვა ალექსმა.
– დღეს დილით თქვენი მეუღლე იყო ჩემთან და მთხოვა,რომ იმ შემთხვევაში, თუ ისევ მოხვიდოდით თევზის საყიდლად, მერჩია კალმახი გეყიდათ. ალბათ დღეს ვახშმად კალმახი უნდა – უპასუხა გამყიდველმა თავშეკავებული ღიმილით.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply