საშუალებები,რომლებიც კეთილდღეობამდე მიგიყვანთ

0
მიზნების დასახვა. წარმატების მსურველი ადამიანი უნდა მუდმივად ესწრაფვოდეს მიზანს, ნათლად იცოდეს რას სურს და ცდილობდეს მის მიღებას. “მიზნებს მაგნიტის ძალა გააჩნიათ, ისინი თავისკენ გვიზიდავენ და სწორ მიმართულებებს გვიჩვენებენ. და რაც უფრო დიდია მაგნიტი მით უფრო დიდია ძალაც.”  გვეუბნება ჯიმ რონი  – ცნობილი მოტივაციური მრჩეველი, ლექტორი და ორატორი, პიროვნული განვითარებისა და გაყიდვების საკითხებში..
პიროვნული განვითარება. მარტივად რომ ვთქვათ, მუდმივი ინვესტირება საკუთარ თავში და ცოდნის გაღრმავება მთელი ცხოვრების მანძილზე დივიდენდების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ.
“გირჩევდით,რომ ყოველდღიურად წაგეკითხათ ახალი რამ, მოგესმინათ აუდიო ლექციები მასალები, დასწრებოდით საინტერესო სემინარს და თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა თქვენზე გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებთან გაგეტარებინათ დროის გარკვეული ნაწილი.საკუთარ თავში ინვესტირება საუკეთესო საჩუქარია,რომელიც შეიძლება თქვენს შვილებს, მეგობრებს, მშობლებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს გაუკეთოთ. რაც უფრო უკეთესი ადამიანი ხართ მით უფრო მეტი გაქვთ იმისათვის,რომ სხვა ადამიანებს შესთავაზოთ.” – ამბობს ჯიმ რონი თავის ერთ–ერთ ვიდეო–გაკვეთილში.
დროის მენეჯმენტი. დროის სწორი განაწილება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ძირითად პრობლემას წარმოადგენს. “რამდენი ღირს თქვენი კომპიუტერი? მისი რეალური ღირებულება ის ფასი კი არაა,რომელიც მასში გადაიხადეთ არამედ ის, რაც მისი შეძენის შედეგად მიიღეთ. თუ კომპიუტერთან ყოფნისას სწორად გაანაწილეთ საკუთარი დრო, წაიკითხეთ სასარგებლო ინფორმაცია, ისწავლეთ რაიმე ახალი, გაიცანით საინტერესო და სასარგებლო ადამიანები და შეიძინეთ ახალი თვისებები, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ დრო ტყუილად არ გაგიფლანგავთ და ამით თქვენი კომპიუტერის რეალური ღირებულებაც გაზარდეთ..”
ფინანსური დაგეგმვა: “მდიდარი კაცის ფილოსოფია ღარიბი კაცის ფილოსოფიისაგან იმით განსხვავდება, რომ მდიდარი აინვესტირებს თავის ფულს და ხარჯავს იმას, რაც დარჩება, ღარიბი ხარჯავს თავის ფულს და რაც დარჩება იმასაც ხარჯავს” – ამბობს ჯიმ რონი.
სწორი ფინანსური დაგეგმვა, დიდი ფულის ფლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.. იგი გვთავაზობს ფინანსური დაგეგმვის საკუთარ ვერსიას,რომელსაც 70/30 წესს უწოდებს. ამ წესის არსი შემდგომში მდგომარეობს: ყოველი 1 ლარიდან,რომელიც გვაქვს მხოლოდ 70 თეთრს ვხარჯავთ , 10 თეთრს ქველმოქმედებისათვის ვიყენებთ, შემდეგ 10 თეთრს ვაინვესტირებთ საკუთარ ბიზნესში ან ვინახავთ,როგორც დანაზოგს (აქტიური კაპიტალი), ბოლო 10 თეთრს კი ვაინვესტირებთ სხვათა ბიზნესში (ბირჟებზე, ფასიან ქაღალდებში, იმ ბიზნესში, რომელსაც პირადად არ ვფლობთ.)
“ცხოვრება,რომ მოიწყოთ ბედი უნდა განაგოთ” – გვეუბნება ჯიმ რონი. სწორი ფინანსური დაგეგმვა და ინვესტირება კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა..
ჯიმ რონი; თარგმანი და რედაქტირება: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply