საქმიანი “აღსარება”, ანუ 3 შეცდომა, რომელმაც ჩემი კარიერული ზრდა შეაფერხა

0

გამარჯობა! მე ილია ვარ, 28 წლის, დასაქმებული და თან არერთგან. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს.ოგი შემოსავლების მიხედვით აკეთებს ამ დასკვნას, ზოგი ჩემი ცნობადობი, ზგს კი, ალბათ, საქმიანი იმიჯ უბიძგებს ამისკენ. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა მაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ შემეძლო, უფრო მეტსთვის მიმეღწია. რამდენიმე თვეა, რაც პარტნიორებთან ერთად საკუთარი საქმე წამოვიწყე. რატომ გადავწვიტე მქონოდა ჩემი ბიზნესი? (არა, არ დავღლილვარ უფროსის ყოლით. უფრო მეტიც, კერძო ბიზნესში ყველა მომხმარებელი შენი უფროსია. ასე რომ, მენჯერებზე განაწყენებული ხალხისთვის არ არის კერძო ბიზნესი შექმნილი.) უფრო დიდი გამოწვევისკენ სწრაფვამ მიბიძგა, მეტი პასუხისგებლობის აღება მსურდა, ლერწამს ხედ გადაქცევის მინდოდა. დაქირავებულობის ჟამს, როდესაც ერთ კონკრეტულ საქმეს კარგად აკეთებ, თავი ყოვლიშემძლე გგონია. იქრობ, რომ ყველაფერი გამოგივა, შემდეგ დიდი წინააღდეგობებს აწყდები და იწყება ანალიზის ხანგძლივი პერიოდი. რატომ მოხდა ასე? შეიძლებოდა კი, უფრო ძლიერი და მომზადებული შევხვედროდი ახალ გამოწვევებს? აი, სწორედ ამ სტადიაში ვიმყოფები ხლა. ფიქრმა, ანალიზმა, გამოცდილი ადამინების რჩევებმა დამანახა ის ძირითადი შეცდომები, რამაც მნიშნელოვნად შეაფერხა ჩემი კარიერა. გეთანხმებით, ეს იყო აუცილებელი შეცდომები, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობენ!

1. დაკოპირება „კლავს“! იყავით კრეატიულები, შექმენით სიახლე!

დიახ კლავს, კლავს გამოგონებლობას, რომელიც ყოველგვარი წარმატების საწინდარია. თუ, შენ არ ქმნი არაფერ ახალს, ჩათვალე, რომ პროფესული ვალსაზრისით უკვე გვამი ხარ და მანამდე უნდა მიხედო ამ საქმეს, სანამ გარშემომყოფებს სუნი შეაწუხებთ. როდესაც ხედავ წარმატებული ბიზნეს, ან ძალინ კარგ თანამშრომელს, ნუ იფიქრებ იმაზე, როგორ გახდე მსავით წარტებული, რადგან სანამ მისნაირი გახდები, წარტებულობის საზომი კრიტერიუმი შეიცლება. წარუმატებლობა განიცადი ყველა იმ ჩემმა პროექტმა, რომელიც დავიწყე სხვა ნალოგიური პროექტით აღფრთოვანების ნიადაგზე. ეჰ, რამდენი დრო დამაკარგვინა ანალოგების შექმნამ. ყველაფერი იწყებოდა ჩამჭრელი შეკითხვ საკუთარ თავთან როგორ შეიძლება იყო განსაკუთრებული, როცა ერთი ჩვეულებრივი დავალების შესრულება გიწევს? კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით: როგორ შეიძლება იყო კრეატიული რა? სად? როდის? Facebookგვერდის ადმინისტრირებისას? ხედავ, რომ სხვა ტელეგადაცემის გვერდები აკეთებნ კონკურსებს და საკმდ მაღალი შედეგი აქვთ. იწყებ დაკოპირებას და ამას „წარმატებული გამოცდილების გაზიარებით“ ნიღბავ, შედეგი 0, და ისევ გაწვალებს ფიქრი. ამ გაცვეთილ თემაში შეუძლებელია, რაიმე ახალი მოიფიქრო. სინადვილეში, ეს არის პერიოდი, როცა ზუსტად ასეთ მდგომარობაში იმყოფები:

სულ ცოტა ფიქრი და გაიხსნება იდების საუნჯე. საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, როცა საკუთარ ბიზნესს ეხება. რატომ არის ინტერნეტ ჟურნალი 4motivi.com წარმატებული და განსაკუთრებული პროექტი? იმიტომ, რომ აკეთებს იმას, რისი კეთებაც აზრად არავის მოსვლია. გეთახმებით, მეც ხშირად მგონია, რომ ვერაფერ ახალს გამოვიგონებ 21-ე საუკუნეში. ხან გარემო პირობები მევლინება ხელის შემშლელად, ხანაც ბაზარია ზეეტად პატარა და გაჯერებული.თუ კიდევ არ გჯერათ, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება მოიძებნოს ისეთი რამ, რაც მოთხოვნადია, მაგრამ არავინ აკეთებს?! – მაშინ, ერთი კინოპერსონაჟის ისტორიას მოგიყვებით: ვიქტორ ნავორსკი აეროპორტშია გაჭედილი. მის სამშობლოში მომხდარი გადატრილების გამო, მისმა პასპორტმა ძალა დაკარგა. ვერ უკან ბრუნდება და ვერ აშშ-ს ტერიტორიაზე შედის. არ იცის ენა, ამასთან – ებრძვის აეროპორტის ხელმძღვანელობა.

აი, ასეთ რთულ პირობებში,ნავორსკი ახერხებს, იპოვოს შემოსავლის წყარო .

ნუ გაიმეორებ იდეას, ყოველთვის და ყველაგან შეიძლება მოიფიქრო რაღაც ახალი.

2. არ გაეკიდო ფულს, აკეთე სასარგებლო საქმე.

ფული ეს არის ჯილდო სასარგებლო საქმისთვის. ვინც ჯილდოზე იქნება ორიენტირებული, ვერასდროს გააბედნიერებს ამ ჯილდოს მოპოვება. საჭირო და სასარგებლო საქმის კეთებას კი, აუცილებლად მოყვება ფულიც და კმაყოფილების გაცდაც. „ფულის შეგროვებამ ადრე დაბერება იცისო“ – ანდერძა დაუბარ იპოლიტე ხვიიამ თავის შვილიშვილს და მართლაც ასე. მაგალითისთვის, ანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფიგურის, არისტოტელე ონასისის ისტორიაც კმარა მილიარდეის, რომელსაც მუდმივი მატერიალური ზრდის მიუხედავად, ქაოტური ცხოვრება ქონდა. არისტოტელეს ცხოვრებაში ბევრი იყო ძვირდღირებული ვისკი, ხარსხიანი სიგარა, ბოლო მოდის ტანსაცმელი და ცნობილი საყვარლები (მარია კალასისა და ჟაკლინ კენედის ხსენება საკმარისია). ონასისს ეს ყველაფერი სჭირდებოდა საკუთარი წარტების დასაჯერებლად, რადგან თავდაც გრძნობდა, რომ არასწორი გზით მიდიოდა. ამის საპირისპირო, შეგვიძლია მარკ ცუკერბერგი ავიღოთ უბრალო სამოსი, ჩველებრივი, არაცნობილი და არამოდელი ცოლი და პრინციპული პოზიცია, არანაირ თანხად არ გაყიდოს Facebook-ი. მისი მიზანი Facebookია და მიუხედავად იმისა, რამდენ მილიარდ მოიტანს, ამ საქმეში სულს დებს.

ძალიან მწყდება გული, რომ ამ ყველაფერს გვიან მივხდი. საქმიანობის დიდი ნაწილი მიუძღვენი სერიფიკატებისა და ცოდნის სხვა სადემონსტრაციო საშუალებების შეგროვება. შემდეგ, მივდიოდი ჩემზე წარტებულებთან და ვეუბნებოდი, აი,ხეთ, რამდენი რამ ვიცი მომეცით X ლარი და X ლარზე ბევრად დიდ სარგებელს მოგიტანთ. აქედან სტაბილური არაფერი გამოდიოდა. ასე იყო 2009 წლამდე, სანამ გუწფელად არ გავოცდი: როგორ შეიძლებოდა არ ქონოდა საკუთარი ფან-კლუბ Facebook-ზე ისეთ სასარგებლო და საჭირო

გადაცემ, როგორი არის რა? სად? როდის?“?! ეს იყო ჩემთვის პარადოქსი. დავიწყე ამ „სიცარიელის შევსება“ ისე, რომ არავისთვის არაფერი მომითხოვია. შედეგი იყო ფანტასტიურიწლების განმავლობაში, Facebook-ზე მედიაგადაცემებში ლიდერობა. ჯილდომ არ დააყოვნა და ეს საქმე გახდა მამოძრავებელი ყველა ჩემი კარიერული წარმატებისა. ყველა სხვა საქმე, რომელიც დავიწყე მაღალი ჰონორაით მოხიბლულმა, კრახით დასრულდა. ჯილდოთი მოტივირებულ ტვინს არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, პროცესით გატაცებულს კი – მწვერვალების დაპყრობა ძალუძს.

რამდენიმე წლის წინ, კლუბ „რა? სად? როდის?“ პრეზიდეტმა, გიორგი მოსიძემ მითხრა, რომ ის, ვინც ამ ინტელექტუალურ თამაშს „ბროლის ბუს“ მოსაგებად თამაშობს, ვერასოდეს იგებს მას.

22 თამაში მაქვს ნათამაშები (იგულისხმება რა? სად? როდის? სატელევიზიო ვერსია. – რედ.) ყველაზე მეტი კლუბში. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივარ, მაგრამ ზოგჯერ ყოფილა, მომიგია თამაში და უკმაყოფილო დავრჩენილვარ და ხან პირიქითაც არის, წააგებ და კმაყოფილი რჩები, იმიტომ, რომ მთლიანად დაიხარჯე და შენგან რაც იყო საჭირო, ყველაფერი დადე მაგიდაზე.“ – ამბობს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნ და წარმტებული მენეჯერი დავით რაფავა, საკუთარ ინტერვიუში.

მივუბრუნდეთ ზემოთხსენებულ ვიქტორ ნავსორკის. წინა ვიდეოდან გახსოვთ , თუ როგორ დაკარგა, გარეფაქტორების გავლენით, ფილმის პერსონაჟმა სამსახური. სწორი მიდგომების წყალობით, ის ისევ შოულობ შემოსავლის წყაროს, ამჯერად უკეთესი პირობებით.

https://www.youtube.com/watch?v=p_hbf2yB7Uk&feature=youtu.be

დიახ, ასე, ჩემო მეგობროაკეთეთ სასარგებლო საქმე, იყავით ბედნიერები პროცესით და გადაახტები იმ ორმოს, რომელშიც მე, სამწუხაროდ, დიდი ხანი დავყავი.

3. იმერლები მორიდებამ გაგწყვიტა, თორემ ჩინელებზე მეტნი ვიქნებოდით.

ვაი, რომ მეც იმერელი ვარ და დიდი დოზით. ჩემს კარიერულ ცხოვრებაში იყო ერთი მნიშნლეოვანი ეპიზოდი. მომივიდა იდეა, შემექნა საავტორო ტელეპროექტი, რომელიც ჩამოვაყალიბე და გაუგზავნე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუსერს. მას მოეწონა პროექტი და მითხრა, რომ შემეძლო ამის განხორციელა მის გადაცემაში. თითქოს, წარმოუდგენელი იყო, მანამდე ხომ პროდუსერობისა და ტელეწამყვანობის გამოცდილება საერთოდ არ მქონდა და უცებ, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ლაივგადაცემას მანდობდნენ. ალბათ, ფიქრობთ, რომ ის პროუსერი ჩემი ნათესავი, ბავშვობის მეგობარია, ერთ სკოლში ვსწავლობდით, ან მეზობლად ცხრობს ვაკის რომელიმე პრესტიჟულ კორპუსში. სულაც არა, ეს ადამინი იუსტიცის სახლის რიგში გავიცანი. დიახ, დიახ იუსტიცის სახლის რიგში. ეს ის იშვიათი შემთხევა იყო, როდესაც Facebook-მეგობარი ვიცანი და მასთან გასაუბრება გავბედე. ეს იყო გამნაკლისი, 1 000-დან ერთი, დანაჩენის 999 შემთხევაში იმერლობამ იმძლავრა ჩემში. წარმოგიდგენიათ, ჩემი მორიდებულობის გამო, რამხელა შესაძლებლობა მაქვს ხელიდან გაშვებული?! რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარს დავესწარი, რომელიც წამატების თემატიკას ეხებოდა. ბატონმა ალექსანდრემ საინტერესო რამ მოყვა: „HRმენჯერად მუშაობის დროს, ხშირად ვაწყებოდი ადამიანებს, რომლებსაც თხოვნაზე, მოგვიყევით თქვენ შესახებ, უცნაური უხერხულობა ეუფლებოდათ. აბა, მე როგორ მოგიყვეთო, – პასუხობდნენ. რაზეც ვეუბნებოდი: აქ მე და ქვენ ვართ და აბა, ვინ უნდა გაგვაგებინოს, რა შეგძლიათ?

ძალინ მიყვარს ქართული მხატვრული ფილმი „რაჭა ჩემი სიყვარული“. ფილმში ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდია მთავარ პერსონაჟს გოგონა ეუბნება: არ გცხვენია, ამხელა კაცი თავს რომ იქებო? რაზეც ის პასუხობ ვინმე ხომ უნდა გითხრათ ჩემ შესახებ სიმართლე?!

რაჭველებიც კი მიხვდნენ, რომ საჭიროა გამბედაობა, სითამამე ისაუბრო საკუთარ წარმატებაზე, საკუთარ გეგმებზე, იდეებზე, უპირატესობებზე. ვერავინ მიხვდება, რა მაგარი ხარ, თუ ამას ავად არ დაანახებ. დამერწმუნეთ, ეს ყველაზე ახლო ადამინებთანაც კი საჭიროა. გამოაჩინეთ საკუთარი ღირსებები მთელი თავისი უნიკალურობით. ეს ხომ ძალინ მარტივია. მაგალითად, ასე: გამარჯობა, მე ვარ ილია ნიკაჭაძე, სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი 4MOTIVI.COM-ის აღმასრულებელი დირექტორი და თქვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, გაძლევ უნიკალურ საშუალებას, გააცნო თქვენი შესაძლებლობები 100 000-კაციან აუდიტორიას. წარმოგიდგენიათ, მათ შორის რამდენი შეიძლება იყო ისეთი, ვინც თქვენთან პარტნიორულ ურთიერთობას მოისურვებს?! ეს თქვენი შანსია, ნუ შეგეშინდება იმის, რომ არ გამოგივა, ჩვენ დაგეხმრებით, 4MOTIVI.COM ხომ გუნდია, ადამინების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთის ნაკლს უპირატესობად აქცევენ. იმისთვის, რომ ამ გუნდის წევრი გახდე, ერთადერთი რამა საჭირო გამოიჩინო სითამამე. 4MOTIVI.COM მზად არის თქვენი უნიკალური შესაძლებლობები მთელ სამყაროს გააცნოს.

შენც შეგიძლია, ასე თამამად მიმართო პარტნიორებს, მეგობრეს, ან უცხო ადამინებს.

უთხრა: მე გიორგი ვარ, თქვენი სტატუსი ვნახე Facebook-ზე, მართალი ხართ, ძალინ მნიშნელოვანი პრობლემა და გადაჭრის გზაში გეთახმებით. ჩემს გამოცდილებაში იყო მსგავსი პრაქტიკა, როდესაც თიბისი ბანკის გაყიდვებში ვმუშაობდი … ან უბრალოაღფრთოვანება გამოხატო ოველგვარი საქმიანი გაგრძელების გარეშე. მესმის, ძნელია, ჩემთვისაც ძნელია. აი, ხლაც კი, იმდენი ადამიანი, რომელსაც მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მაგარია, რომ გაოცებული ვარ მისი მიღწევებით ა.შ. ხან ვახერხებ, ხან იმერლობა იმარჯვებს.

ცოტა გამიგრძელდა საუბარი, რაღაც დიდი „აღსარება გამოვიდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან მინდა, იმ შეცდომებს აცდეთ, რამაც შემაფერხა. ცხორება ხომ საკმაოდ ხანმოკლე საიმისოდ, რომ სხვისი შეცდომები გაიმეორო.

წარტებას გისურვებ!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

"ოთხი მოტივი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

Leave A Reply