საფულე – შთამაგონებელი ამბავი

0

ერთ სუსხიან საღამოს სახლში ვბრუნდებოდი, რომ ქუჩაში დაგდებულ საფულეს წავაწყდი. ავიღე და შიგნით ჩავიხედე, მინდოდა პატრონის ვინაობა გამეგო და დამებრუნებინა. თუმცა საფულეში მხოლოდ 3 დოლარი და დაჭმუჭნული, ძველი წერილი იდო.

დახეულ კონვერტზე გარკვევით მხოლოდ მისამართი ჩანდა. წერილი გავხსენი, იმ იმედით, რომ რაიმეს გავიგებდი. თარიღს მივაგენი, ეს – 1924  წელი იყო. წერილი თითქმის 60 წლის წინ დაუწერიათ.

ხელწერა იმდენად ლამაზი იყო, რომ უთუოდ ქალს ეკუთვნოდა. მარცხენა კუთხეში პატარა ყვავილი იყო გამოსახული. ადრესატის სახელი, როგორც წერილიდან გაირკვა, მაიკლი იყო. წერილის ავტორისთვის მასთან შეხვედრა დედას აეკრძალა, თუმცა მას მაიკლი ძალიან უყვარდა. ფურცლის ბოლოში ჰანას ხელმოწერა იყო.

როგორ დავკავშირებოდი ვინმეს, სახელის მეტი არაფერი ვიცოდი. თუკი საინფორმაციო ცენტრში დავრეკავდი, ოპერატორი იპოვიდა სატელეფონო ცნობარს ამ კონვერტზე მოცემული მისამართის მიხედვით. დავრეკე და ოპერატორს უჩვეულო თხოვნით მივმართე. ვუთხარი, რომ მისამართის მიხედვით წერილის პატრონის პოვნა მსურდა.

მან ხელმძღვანელთან დაკავშირება შემომთავაზა, რომელიც თავიდან ყოყმანობდა, თუმცა შემდეგ დამთანხმა და მითხრა, რომ სატელეფონო ცნობარით საფულის პატრონს მივაგნებდით, თუმცა ნომრის მიცემა არ შეეძლო. დამპირდა, რომ დარეკავდა , უამბობდა ჩემს შესახებ და თანხმობის შემთხვევაში დამაკავშირებდა.

პირველ ნომერზე გვითხრეს, რომ ეს სახლი 30 წლის წინ იყიდეს ოჯახისგან, რომელშიც პატარა გოგონა სახელად ჰანა ცხოვრობდა.

– ხომ არ იცით სად შეიძლება ცხოვრობდეს ეს ოჯახი ახლა?’ – ვიკითხე მე.

– მახსოვს რომ ჰანას დედა წლების წინ მოხუცთა თავშესაფარში მიიყვანეს. ვფიქრობ, თუკი მათ დაუკავშირდებით გოგონას პოვნას შეძლებთ – მიპასუხა ქალმა და თავშესაფარის ნომერიც მომცა.

დავრეკე და მითხრეს, რომ ეს ქალი წლების წინ გარდაცვლილა, თუმცა მათ შესაძლოა მისი ოჯახის წევრების ნომერი შემორჩენოდათ. როგორც იქნა ეს ნომერი მოვიპოვე და კვლავ დავრეკე. ყურმილის მეორე მხრიდან მიპასუხეს, რომ ჰანა ახლა თავად ცხოვრობდა მოხუცთა თავშესაფარში.

ეს ყველაფერი სულელურად ჟღერდა, დავფიქრდი, რატომ ვინდომებდი ასე საფულის პატრონის პოვნას?!

მიუხედავად ამისა, მაინც დავრეკე ჰანას სავარაუდო ადგილსამყოფელში და როგორც იქნა მივაგენი.

საღამოს 10 საათი იყო, მაგრამ სანახავად მაინც მივედი. მესამე სართულზე ავედი. მომვლელმა მოხუცი ქალის ოთახში გამაცილა, სადაც ჰანა მშვიდად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ეს იყო საყვარელი, ჭაღარა ქალი, რომელსაც საოცრად თბილი ღიმილი და ნაოჭებით დაღარული სახე ჰქონდა. მე მაშინვე ვუამბე საფულის ამბავი და ვაჩვენე კიდეც. მოხუცმა ღრმად ამოისუნთქა და მითხრა: „იცით? ეს ბოლო წერილია, რომელიც მაიკლს მივწერე. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი მსმენია“.

რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო: ,,ძალიან მიყვარდა… მაშინ ძალიან პატარა, 16 წლისა ვიყავი… ამიტომაც დედამ მისი ნახვა ამიკრძალა. მაიკლი საოცრად სიმპატიური იყო. მსახიობ შონ კონერს ჰგავდა…

,,დიახ’’ – განაგრძო – ,,მაიკლ გოლდენსტეინი შესანიშნავი პიროვნება იყო. თუკი იპოვი, უთხარი, რომ მასზე ხშირად ვფიქრობდი. უთხარი, რომ კვლავ მიყვარს.’’- ბოლოს კი თვალცრემლიანმა ღიმილით თქვა: ,,არასდროს გავთხოვილვარ, რადგანაც მაიკლის მსგავსი არასოდეს შემხვედრია…’’

საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. მოხუცს მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და წამოვედი. უკვე შენობიდან გავდიოდი, რომ მოულოდნელად დარაჯმა შემაჩერა. ყავისფერი საფულე ხელში მეჭირა და შევნიშნე, რომ მამაკაცი დაჟინებით სწორედ მას უყურებდა. დარაჯმა უცებ მომიგო: – „ ჰეი, ეს მისტერ გოლდენსტეინის საფულეა.  წითელი თასმით ვიცანი. ხშირად კარგავს. სამჯერ ვიპოვე.’’

–        ,,ვინ? მისტერ გოლდენსტეინი?’’ – ვკითხე თუ არა ხელი ამიკანკალდა.

–        ,,დიახ, ის მერვე სართულზე ცხოვრობს, ჩვენი ყველაზე მოხუცებული ბინადარია. ეს მაიკლის საფულეა, დარწმუნებული ვარ  სეირნობისას დაკარგავდა’’.

მადლობა გადავუხადე დაცვას და მომვლელების ოფისსში შევვარდი. ვუთხარი რაც მითხრა დაცვამ. ვლოცულობდი, რომ მისტერ გოლდენსტეინი იქ ყოფილიყო.

შევედით განათებულ ოთახში, სადაც მოხუცი წიგნს კითხულობდა. მომვლლემა ჰკითხა საფულე ხომ არ დაჰკარგვოდა. გოლდენსტეინმა გაკვირვებით ახედა, ჯიბე შეამოწმა და დაეთანხმა.

,, ამ კეთილმა კაცმა საფულე იპოვა. ვფიქრობთ, თქვენი უნდა იყოს.’’ – უთხრა მომვლელმა.

საფულე მაიკლს გადავეცი. შვებით ამოისუნთქა და თქვა – ,,დიახ, ეს არის! ვფიქრობ, ნაშუადღევს ამომივარდა ჯიბიდან. მინდა, მადლობის ნიშნად დაგაჯილდოვოთ.’’

,,არა, მადლობა,’’ – ვუთხარი. ,, მე უბრალოდ რაღაცის თქმა მინდა. თქვენი წერილი წავიკითხე.’’

უცებ სახეზე ფერი შეეცვალა. ,,წერილი წაიკითხეთ?’’- მკითხა.

,,დიახ წავიკითხე და ისიც ვიცი, სად არის ჰანა.’’ – ვუპასუხე.

,,ჰანა? იცი სად არის? როგორ არის? ისევ ისეთი მშვენიერია? გთხოვ, მითხარი.’’ -მთხოვდა გოლდსტეინი.

,,ის ისეთივე მშვენიერია, როგორსაც იცნობდით. ’’ – მშვიდად ვუპასუხე.

კაცმა გაიღიმა და თქვა – ,,შეგიძლია მითხრა სად არის? მინდა დავურეკო. ,,მე ძალიან მიყვარდა და ამ წერილის შემდეგ ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად დამთავრდა. მე არ დავწქორწინებულვარ, ყოველთვის მიყვარდა.’’

,,წამომყევით!’’ – ვუთხარი მე. მოხუცი ფეხაკრებით მომყვებოდა დერეფანში. ჰანას ოთახშიც ჩუმად შევედით. ერთხანს უსიტყვოდ უყურებდა სავარჯელში ჩამჯდარ და ტელევიზორს მიჩერებულ ქალს. თითქოს თვალით ამოწმებდა, ნამდვილად ის იყო თუ არა. უცებ, მისი სახელი წამოალამუნა დაბნეულად:

–         ჰანა… ეს მე ვარ… გახსოვარ?

–        მაიკლ, არ მჯერა! მაიკლ! ეს შენ ხარ! ჩემი მაიკლი! – გაისმა პასუხი.

მე და მომვლელმა აღელვებულებმა დავტოვეთ ოთახი. ,,ხედავ? აი, რა შეუძლია ღმერთს. ისინი უთუოდ ერთად უნდა ყოფილიყვნენ.’’

3 კვირის შემდეგ ჩემს ოფისში მოხუცთა თავშესაფრიდან ზარი შემოვიდა, ჰანას და მაიკლის ქორწილში მეპატიჟებოდნენ.

ეს იყო მშვენიერი დღე. ყველა სადღესასწაულოდ იყო გამოწყობილი; ჰანა რუხი ფერის კაბა ეცვა, მაიკლს კი მუქი ლურჯი კოსტიუმი. ისინი ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ეს სიყვარულის საუკეთესო ისტორიაა, რომელსაც კი ოდესმე შევსწრებივარ ან გამიგონია.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply