საუკეთესო წერილი სამსახურიდან წასვლის შესახებ

0
გამოჩენილი ნოველისტი შერვუდ ანდერსონი, ვიდრე 41 წლის ასაკში წარმატებას მიაღწევდა, სარეკლამო აგენტად მუშაობდა ერთ-ერთ დიდ კორპორაციაში. მან 1918 წელს დაწერა წერილი სამსახურიდან წასვლის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო წერილად, რაც კი ოდესმე დაწერილა სამსახურიდან წასვლის შესახებ.
ბატონო ბარტონ,
თქვენთან მუშაობს ადამიანი, რომელიც ვფიქრობ დიდი ხანია უნდა გაგეგდოთ სამსახურიდან. ვგულისხმობ, შერვუდ ანდერსონს. ამ თანამშრომელს საქმის კეთების კარგად განვითარებული უნარები აქვს, მაგრამ დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ მისი გული არ არის სამსახურში.
უდავოა, რომ ეს კაცი ძვირფასი ადამიანია ორგანიზაციისთვის. გრძელი და არეული თმა მის პიროვნებას მსახიობურ გამომეტყველებას ანიჭებს, ეს კი რასაკვირველია, სასიამოვნოა ისეთი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ფრენკ ლოიდ ვაითი და მისტერ კურტინეზ კარამაზო.
თუმცა ანდერსონი არ არის პროდუქტიული. როგორც უკვე ვთქვი, მისი გული  სამსახურში არაა. ვფიქრობ, უნდა დაითხოვოთ სამსახურიდან და თუ თქვენ არ გააკეთებთ ამას, მაშინ გთხოვთ მომცეთ უფლება თავად დავითხოვო. გირჩევთ, რომ სთხოვოთ ანდერსონს გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი კომპანიასთან, მომავალი კვირიდან. ის კარგი თანამშრომელია და  მივცეთ მას ამის გაკეთების საშუალება. 

 

პატივისცემით, 

შერვუდ ანდერსონი”    

                                                          თარგმანი: 4motivi.com                                            

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply