“საუკეთესო მამა” წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

0

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და კარგ ხასიათზე იყოს), რაც ხუთი წლის გავხდი, მას მერე ჩემი არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია (ახლა 17 წლის ვარ) და ჩვენს ოჯახს უზრუნველყოფს ყველაფრით – სახელოსნოში მუშაობს.

…ამ დილით, როცა მამის ინსტრუმენტების ყუთში პატარა ჩაქუჩს ვეძებდი, ყუთის ფსკერზე კარგად დაკეცილი სიძველისგან გაყვითლებული ქაღალდი ვიპოვე. აღმოჩნდა ფურცელი მამას ძველი დღიურიდან და მასზე აღნიშნული იყო თარიღი – ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე. ფურცელზე ეწერა:

“19 წლის ვარ, ლოთი, ინსტიტუტიდან გამოძევებული, უიღბლო თვითმკვლელი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და ყოფილი მძარცველი. შემდეგ თვეში კი ამ ყველაფერს კიდევ დაემატება “ახალგაზრდა მამა”… მაგრამ ვფიცავარ, ძალას არ დავიშურებ, რომ ჩემს პატარას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. მისთვის ისეთი მამა გავხდები, როგორიც მე არასოდეს მყოლია”.

და… არ ვიცი, როგორ, მაგრამ მას ეს გამოუვიდა.

წყარო: mshoblebi.ge

გაზიარება:

საიტი მშობლებისათვის

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply