სასკოლო განათლების ოთხი მიზანი

0
კენ რობინსონი არის მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ორატორი. მისი საუბრები TED-TALK -ზე ყველაზე ყურებად ვიდეობს შორის ხვდება  და მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი. 1989- 2001 ის იყო ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი არის რამდენიმე წიგნის ავტორი, კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და კერძო ორგანიზაციებს განათლების მიმართულებით.
წარმოგიდგენთ კენ რობინსონის გამოსვლას სამეფო საზოგადობის ინსტიტუტში, სადაც ის ჩამოთვლის სასკოლო განათლების 4 მიზანს.
რატომ ხარჯავენ სახელმწიფოები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს განათლებაზე? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ამ კითხვებზე საპასუხოდ საჭიროა, ჩამოვაყალიბოთ განათლების მიზები, რომელიც ძალიან ვრცელია, თუმცა მე მოკლედ ასე შევაჯამებდი:
განათლებას აქვს 4 მთავარი მიზანი:
პირველი ეს არის ეკონომიკური: ჩვენ ვახდენთ ინვესტიციას მომავალი თაობების განათლებაში, რადგანაც გვსურს მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და სტაბილურობას, როდესაც მშობლები შვილების განათლებაში ფულს დებენ მათი უმთავრესი მოტივაცია არის, რომ მიღებული განათლება მისცემს მათ შვილებს საშუალებას, რომ იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას? 11 თვის წინ ”IBM”- მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მათ გაანალიზეს ინტერვიუ 80 ქვეყნის 800 სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. რეპორტიორებმა ორგანიზაციის მეთაურებს ჰკითხეს თუ რა იყო მათი მთავარი გამოწვევა, საფიქრალი. პირველი, რაც მათმა უმრავლესობამ დაასახელა ეს იყო ადაპტაცია, ანუ როგორ უპასუხებდნენ კომპანიები ცვილებებს ( ტექნოლოგიურ და სხვა) იმიტომ რომ თუ სწრაფად არ უპასუხებ ცვლილებას დიდი შანსია გაკოტრების. ამის ნათელი მაგალითია კოდაკი, რომელიც ახლა გაკოტრების რეჯიმშია. კოდაკმა მე-20 საუკუნეში გამოიგონა ციფრული ფოტოგრაფია და მიზეზი იმის რომ ის გაკოტრდა არის არა ის, რომ ხალხი სურათებს აღარ იღებს, არამედ ის რომ მათ ვერ უპასუხეს ცვლილებებს და ვერ განიცადეს ადაპტაცია . მეორე მთავარი გამოწვევა კომპანიების მეთაურებისთვის არის კრეატიულობა. მათ აღინიშნეს, რომ იმისთვის რომ წარმატებული იყვნენ საჭიროა მათი კომპანიები სისტემატურად იყვნენ ინოვატორები და კრეატიულები, რისთვისაც მათ სჭირდებათ კადრები, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად და აქვთ ორიგინალური იდეები. მათი თქმით, ასეთი თანამშრომლების პოვნა არც თუ ისე ადვილია, რადგან თანამდროვე განათლების სისტემა ხელს არ უწყობს ორიგინალურობას: (სტანდარტული ტესტები და ასე შემდეგ) ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე ჩვენ გჭირდება განთლების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა კრეატიულობას და უვითარებს ადაპტაციის უნარს.
განათლების მეორე მიზანი არის კულტურული: სასკოლო განათლება არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება რითაც ჩვენ თაობებს გადავცემთ ტრადიციას, ღირებულებებს და ასე შემდეგ. რაც ნაკლებად ვიცით ჩვენი წარსული მით ნაკლებად ვართ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. ამაში ჰუმანიტარული საგნების როლი ძალიან დიდია, თუმცა კულტურული გაგება უნდა იყოს გლობალური და არა ლოკალური. უამრავ კონფლიქტს მსოფლიოში სწორედ კულტურული საფუძველი აქვს.  ამის ნათელი მაგალითია ახლო აღმოსავლეთი: ეს არის კონფლიქტი იმის გამო, რომ ყველა დაპირისპირებული მხარე თავისებურად ხედავს მსოფლიოს და არ სცემენ პატივს ერთმანეთის შეხედულებებს, იდეოლოგიებს და კულტურას. ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას გააცნობიერონ, რატომ არიან ადამიანები განსხვავებულნი, რატომ არის სხვისი ღირებულებები ის რაც არის, ამიტომ ჩვენ სკოლაში გვჭირდება ჰუნიტარული საგნებიც და არა მარტო ტექნიკური.
მესამე არის სოციალური მიზანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გჭირდება განათლების სისტემა, რომელიც მოქალაქებს მისცემს საშუაალებას გააცნობიერონ,  თუ როგორ არის ჩვენი გარემო მოწყობილი და მართული . ჯონ დიუ ამბობდა: „ყველა ახალმა თაობამ თავიდან უნდა აღმოაჩინოს დემოკრატია“ დღეს უამრავი მაგალითია იმის, რომ ხალხი შორს არის პოლიტიკური ჩართულობისგან. გასულ წელს მერის არჩევნები იყო ლოს- ანჯელესში უამრავი ფული დაიხარჯა კამპანიაზე. საბოლოოდ არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტი გამოცხადდა, არადა ზუსტად 1 საუკუნის წინ საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად ემილი დევისონმა თავი გაწირა. სკოლებმა უნდა ჩამოუყალიბონ აქტიური მოქალაქეობის კულტურა მოსწავლეებს .
მეოთხე მიზანი არის პერსონალური: განათლება ეს არ არის კომპონენტები და მექანიზმები. ეს არის ადამიანები ყველა მათგანი არის განსხვავებული, მათ აქვთ სხვადასხვა ინტერესები, გატაცებები, ამიტომ სასკოლო კურიკულუმი უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო, რომ დაეხმაროს ყველა მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი თავი და იპოვნოს საკუთარი ტალანტი. სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ადამიანთა მრავალფეროვნებას მალევე აღმოაჩენს რომ უამრავი ადამიანი არ არის ჩართული მასში ან განსხვავდება მისგან. ამის კარგი მაგალითია ამერიკა, სადაც მოსწავლეთა 30% ვერ ამთავრებს საშუალო სკოლას.
გამომგზავნი/ავტორი: სასკოლო კვლევების ცენტრი rcs.ge

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply