„სანდო მიჯაჭვულობა“ როგორც სანდო ურთიერთობის გარანტი

0

კვლევების თანახმად, წყვილები, რომლებიც ჩხუბის შემდეგ მალე რიგდებიან, ისე თითქოს არაფერი მომხდარა, დიდი ალბათობით სამუდამოდ ერთად რჩებიან. ამ უნარის სათავე  უფრო ღრმა ბავშობაში უნდა ვეძებოთ. კონკრეტულად კი, ვისაც  “სანდო მიჯაჭვულობის” შინაგანი მოდელი ახასიათებდა,  მოზრდილობისას უკეთესად აკონტროლებს ემოციებს და თავის ხელში აყვანაც  გამოსდის.

სანდო მიჯაჭვულობის ამ მოდელის თანახმად, ბავშები გრძნობენ მზრუნველობას მშობლებისაგან და აღმზრდელებისგან და ენდობიან მათ. ასევე, ისინი გამოირჩევიან გამძლეობის მაღალი უნარით.

იგივე მართლდება მოზრდილობაშიც: ადამიანები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ და ენდობიან პარტნიორებს, მეტად აკონტროლებენ ემოციებს ყოველ სიტუაციაში, მათ შორის კამათშიდაც.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, ადამიანები, ვინც არასანდო მიჯაჭვულობით  ხასიათდებოდნენ ბავშვობაში, მაგრამ ვისი მოზრდილობის რომანტიულ პარტნიორსაც შეეძლო კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობის სწრაფად აღდგენა, დიდი ალბათობით ერთად რჩებოდნენ.

თუ ერთ პარტნიორს შეუძლია  კონფლიქტის აღდგენის პროცესის მართვა,  ეს შეიძლება იქცეს დამცავი ზონა მეორე პარტნიორისათვის და საერთოდ ურთიერთობისთვის.” – წერს კვლევის ავტორი, პროფესორი, ჯესიკა სალვატორი.

კლვევის პროცესში 73 ადამიანი მონაწილეობდა.

თითოეულ ადამიანს შეუქმნეს ისეთი სიტუაცია, რაც პარტნიორთან კამათს გამოიწვევდა. შემდგომ, დააკვირდნენ, როგორ გაუმკლავდებოდა თითოეული მათგანი ამ გამოწვევას.

პროფესორი სალვატორი შენიშნავს, რომ ზოგიერთმა წყვილმა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,  შეძლო ძალიან მწვავე დისკუსია უცებ სასიამოვნო საუბრად გადაექცია. მაშინ, როდესაც სხვა წყვილები უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდნენ კამათში.

როდესაც გადახედეს კვლევაში მონაწილე პირების ბავშვობას გაანალიზეს, სანდო მიჯაჭვულობის ადამიანები უკეთ ახდენდნენ ემოციების მართვას ურთიერთობებში.

 აგრეთვე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილში მხოლოდ ერთ პარტნიორს სჭირდება დამამშვიდებელი გავლენის თვისების ქონა და  ურთიერთობის სწრაფად აღდგენის უნარი.

“ეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო.“ –  წერს მკვლევარი.

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply