Connect with us

ცხოვრება

სამყაროში ადამიანებს ყველაფერი ერთმანეთისთვის გვინდა

სამყაროში ადამიანებს ყველაფერი ერთმანეთისთვის გვინდა

1.გათხოვილი დაქალი მყავდა სტუმრად.მეც, სამი შვილი მყავს.ყველა თემაზე ვისაუბრეთ ჩქარ-ჩქარა.ბავშვებზე,მათ კვებაზე,მოულოდნელ ალერგიებზე პატარებში,დაღლილობაზე.საოჯახო საქმეებზე,დროის არ ქონაზე. პატარები კი  გამალებით დარბოდნენ ჩვენს გარშემო.ნამდვილი ორთაბრძოლა იყო გაჩაღებული.ჩვენ კი ძლივს მოვასწარით ყავის მოსმა და  კრუასანის მოკბეჩა,ძლივს მოვასწარი მეორე ქალაქიდან დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის საიდუმლო გამენდო და მეთქვა,რომ ჩემი ქმარი კვლავ  ძველებურად  მიყვარს.

2.მუსიკა ხელოვნების ერთადერთი დარგია,როდესაც სიტყვები შეიძლება არ გესმოდეს,მაგრამ მაინც ატირდე..

3.წერა ეს იყო ერთადერთი გზა, შემეცნო ჩემი სამყარო,რომელიც ყოველთვის იდუმალებით იყო სავსე.

4.ერთ წელს სტამბოლში ვიყავი სამოგზაუროდ.ოქტომრის ცივი დღე იყო. დავეხეტებოდი უცხო ქალაქში და მოულოდნელად  საოცარი სითბო ვიგრძენი,ტანში ჟრუანტელმა დამიარა ბედნიერებისგან,რადგან აია- სოფიას ტაძარში, ქრისტეს ფრესკასთან ვიდექი და მივხვდი,  შეიძლება შენს ღმერთს ყველგან შეხვდე,რადგან შენი ღმერთი მთელი სამყაროს ჰაერს სუნთქავს.

5.მეკითხებოდნენ ჩემს მოთხრობებში  აღწერილი გმირები იყვნენ თუ არა რეალური პერსონაჟები. მე ვპასუხობდი –  დიახ.ისინი  ჩემს გულში და გონებაში ცხოვრობენ – მათ, ვისაც შევხვედრილვარ ცხოვრების გზაზე,ვინც შემოვინახე გულში და ისინი, ვინც  შემეძლო, ვყოფილიყავი თავად.

6.ღმერთმა იცის, როგორ ვუყურებდი სევდიანი თვალებით თვითმფრინავებს,რომლებიც ყოველ საღამოს ჩემს ფანჯრებში იყურებოდნენ და საოცარ მიზიდულობას ვგრძნობდი.

7.სამყაროში ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით არის მოწყობილი და პლანეტებიც საოცარი სიზუსტით მოძრაობენ მზის გარშემო,თუმცა,როდესაც საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებთ, ყველაფერი  რომანტიული გვეჩვენება მხოლოდ.

8.ამბობენ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა,მე კი მგონია, ყველაფერი დიდი სიყვარულის გარეშე არ  დაიწყებოდა.

9.ყველაფერი ერთმანეთისთვის გვინდა –  ხელოვნება,მუსიკა,სიყვარული,სიკეთე.ჩვენ ყველაფერს ერთმანეთისთვის ვქმნით,ზოგჯერ უანგაროდაც კი.

10.წიგნები ? –  წიგნების გარეშე არაფერი იქნებოდა ამ ქვეყნად..არც სითბო და სიყვარული,არც სიკეთე და ოცნება..ადამიანები წიგნების გარეშე ვერასდროს შესძლებდნენ გადმოეცათ თავიანთი სულიერი სილამაზე. დაიკარგებოდა სამყაროში ყველაზე მთავარი – ადამიანი.ეს რომ არ მომხდარიყო, ღმერთმა ადამიანებს, წერის უნარი მისცა..წინააღმდეგ შემთხვევაში ვივლიდით მოწყენილები,მივიღებდით საზრდოს,დავლევდით წყალს და არ გვეცოდინებოდა რომ ჩვენ ადამიანებს ერთანირი სულიერი განცდები და ტკივილები გვაქვს.ბედნიერებას,სიხარულს და ცხოვრებას, წიგნებში ვპოულობთ და კმაყოფილები ვართ,რადგან ადამიანს ყოველთვის სჭირდება სულიერი საზრდო,ამის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი ცხოვრება.

11.ერთხელ იკითხეს – ნეტავ სამოთხეში თუ იქნება წიგნები? იქნება,აუცილებლად იქნება წიგნები და ყველაფერი ის, რაც ბედნიერებას გვანიჭებდა დედამიწაზე.

12.როდესაც დიასახლისი ხარ თავად წყვეტ წაისვა პომადა და  ფრჩხილებზე ლაქი გაიკეთო,თუ საოჯახო საქმეები აკეთო მხოლოდ.ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად იღებ და თუ თავს არ უვლი,ამაში არ უნდა დაადანაშაულო სხვები.დროის სწორი გადანაწილებით შეგიძლია ყველაფერს გაართვა თავი !

13.ერთხელ გადავწყვიტე დამესვენა და დავლოდებოდი სასწაულს,მაინტერესებდა, მოხდებოდა რამე დიდებული თავისით და გავხდებოდი თუ არა სასწაულის ძალით, წარმატებული.ექსპერიმენტის ჩასატარებლად საყვარელი საქმის კეთებას, რამდენიმე დღით დავანებე თავი.მადლობა ღმერთს,ძალიან მალე მივხვდი,რომ ასე, უბრალოდ, თავისით არაფერი ხდება.მხოლოდ, მუხლჩახრული შრომა გაქცევს, წარმატებულ ადამიანად.

14.მართლაც რომ დიდი საიდუმლოა სამყაროში, სხვადასხვა ენების არსებობა.ის რომ, ერთი საერთო წინაპარი გვყავს,ერთი მშობლიური ენა გვქონდა,მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია და ადამიანებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი. ეს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა და მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ არის, ასეთი საიდუმლოს ამოხსნა შესაძლებელი.

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცხოვრება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ