სამოტივაციო ფილმები Online (ეს მშვენიერი ცხოვრება (1946) )

0

it’s a wonderful life (ეს მშვენიერი ცხოვრება)

,,ყოველთვის, როდესაც ზარი რეკავს,ანგელოზებიც ისხამენ ფრთებს”.

ადამიანები ვერ ხვდებიან თუ რა დიდი დანიშნულება აქვთ მათ ამ ცხოვრებაში და რომ მათ სიცოცხლეზე მარტო ,,მათი სიცოცხლე” არ არის დამოკიდებული.  ხშირად გვესმის ამგვარი ფრაზები : ნეტავ,რატომ გავჩნდი, რატომ ვცოცხლობ, რატომ ვამძიმებ ამ დედამიწას და ა.შ ხშირად ვინც ამგვარად აზროვნებს,თვითმკვლელობითაც კი ასრულებს თავის ცხოვრებას, მაგრამ . . .
როგორია ცხოვრება თქვენთან ერთად და რა იქნებოდა იგი თქვენს გარეშე? ,,ეს მშვენიერი ცხოვრება” წარმოგვიდგენს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის არაჩვეულებრივ ცხოვრებას და მისი სიცოცხლის გავლენას საზოგადოებაზე. 
ფილმი გვახსენებს,რომ თითოეული  ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამყაროს ისტორიაში და რომ ყოველთვის არსებობს მიზეზი იმისა,რომ ბედნიერად იგრძნო თავი და თქვა, თუ რა  მშვენიერია ეს ცხოვრება! ფილმი გვეუბნება,რომ სიმდიდრე იმით კი არ განისაზღვრება, თუ რას ვფლობთ, არამედ იმით,თუ რისი გაცემა შეგვიძლია და რომ   ყოველი ადამიანი მდიდარია , ვისაც მეგობრები ჰყავს.
უყურეთ It’s a wonderful life (ეს მშვენიერი ცხოვრება)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply