სამოთხე და ჯოჯოხეთი

0

კაცი ღმერთს მიეახლა და ჰკითხა, თუ როგორი იყო სამოთხე და ჯოჯოხეთი.

“წამომყევი და ჯოჯოხეთს გაჩვენებ” – უთხრა კაცს ღმერთმა.

ისინი შევიდნენ ოთახში, სადაც დიდი მაგიდა იყო გაშლილი და მის გარშემო, თოკით დაბმული ადამიანები ისხდნენ. მაგიდა გემრიელი კერძებით იყო სავსე. თითოეულ ადამიანს წინ სავსე თეფში ედგა და ხელში გრძელი კოვზი ეჭირა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ  თოკი საშუალებას არ აძლევდათ, რომ საკუთარ პირამდე კოვზი მიეტანათ. ადამიანები ძალიან იტანჯებოდნენ.

“კარგი ახლა სამოთხეში წავიდეთ” – უთხრა ღმერთმა კაცს.

ისინი სხვა ოთახში შევიდნენ,რომელიც ძალიან ჰგავდა პირველს. ნაირ–ნაირი კერძებით სავსე დიდი მაგიდა, იგივე პრინციპით დაბმული ადამიანები,რომელთაც ხელში მსგავსი კოვზები ეჭირათ, თუმცა მაინც ერთი განსხვავება იყო თვალშისაცემი – აქ ყველა ბედნიერი და დანაყრებული ჩანდა.

“ვერაფერს მივხვდი” – გაიკვირვა კაცმა.”მიუხედავად იმისა,რომ სიტუაციები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამ ოთახში ყველა ბედნიერია,იქ კი ყველა უბედური.”

“აქ ადამიანებმა ერთმანეთის გამოკვება ისწავლეს” – უპასუხა ღმერთმა კაცს.

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply