სამმაგი ფილტრი ანუ სოკრატეს ტესტი ჭორების მოყვარულთათვის

0
ერთხელ სოკრატესთან ერთი კაცი მივიდა და უთხრა:
– გინდა გითხრა რა გავიგე შენი მეგობრის შესახებ?
– ერთი წუთით მოითმინე – უთხრა მას სოკრატემ. სანამ რამეს მეტყოდე ერთი პატარა ტესტი უნდა გაგატარო.
-ტესტს სამმაგი ფილტრაცია ჰქვია.
-სამმაგი ფილტრაცია?
-დიახ, დიახ სამმაგი – უპასუხა სოკრატემ.
-თუ შენ ჩემი მეგობრის შესახებ გინდა მომაწოდო რაიმე ინფორმაცია ურიგო არ იქნებოდა გაგვეფილტრა იგი.
– პირველ ფილტრს სიმართლე ჰქვია. დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლეა ის რისი თქმაც შენ გსურს?
-არა, ახლახანს გავიგე და… თქვა კაცმა.
-კარგი. დავადგინეთ, რომ არ იცი შენი სათქმელი სიმართლეა თუ არა. მაშინ შემდეგ ფილტრზე გადავიდეთ,მას ავკარგიანობის ფილტრი ჰქვია. ის რაც უნდა მითხრა ჩემი მეგობრის შესახებ კარგია?
-არა, პირიქით – უპასუხა კაცმა
-კარგი. გამოდის, რომ შენ ჩემს მეგობარზე უნდა მითხრა ცუდი რამ, რომლის სიმართლეში დარწმუნებული არ ხარ.. თუმცა კიდეც დაგვრჩა გასავლელი ერთი ფილტრი, რომლის წარმატებით გავლის შემთხევევაში უფლებას მოგცემ მითხრა ის, რისი თქმაც გსურდა.
– შემდეგ ფილტრს ინფორმაციის სარგებლიანობის ფილტრი ჰქვია. ის რაც გსურს მითხრა თვლი, რომ ვარგისიანი და სასარგებლო ინფორმაციაა და მისი ცოდნა მე რამეს შემმატებს?
-არა, არა მგონია ეგრე იყოს – უპასუხა კაცმა.
-კარგი – დაასრულა სოკრატემ და ღიმილით შეეკითხა კაცს:
-თუ შენ ისეთი რამის თქმა გსურს, რაც არც მართალია, არც კარგი და არც რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია ჩემთვის, მაშინ როგორ ფიქრობ ღირს კი, რომ მითხრა საერთოდ?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply