სამი ძმის იგავი

0
ერთხელ სამი ძმა სამოგზაუროდ წავიდა.ძლიერი ქარი იყო და ბნელი ღამე, როდესაც ერთ ღრმა მდინარეს მიადგნენ,რომლის გადაცურვა სიკვდილის ტოლფასი იყო. ძმებს ჯადოქრობა შეეძლოთ და ძალიან მალე მათ წყალზე გადასასვლელი ხიდი გააჩინეს. ხიდის დიდი ნაწილი ჰქონდათ გავლილი ,როდესაც მათ წინ უზარმაზარი ფიგურა აღიმართა. ძმებს სიკვდილი ესაუბრებოდათ. იგი ძალიან გაბრაზებული იყო იმ იშვიათი შემთხვევით,რომ მისმა მსხვერპლებმა მოახერხეს და შეძლეს მისი კლანჭებიდან დასხლტომა, თუმცა ამჯერად სიკვდილმა ძმებს თავი მოაჩვენა თითქოსდა ულოცავდა მათ ამ წარმატებას და უთხრათ, რომ ამისთვის თითო სურვილის ასრულება დაიმსახურეს.
ყველაზე უფროსი ძმა მებრძოლი ადამიანი იყო და სთხოვა სიკდილს, რომ მისთვის ისეთი იარაღი მიეცა, რომელიც ყველა ბრძოლაში გაამარჯვებინებდა – იარაღი, რომელსაც შეეძლო სიკვდილი დაემარცხებინა და სიცოცხლე შეენარჩუნებინა მისთვის. სიკვდილმა მისცა მას ასეთი იარაღი.
მეორე ძმა ქედმაღალი ადამიანი იყო და გადაწყვიტა სიკვდილი დაემცირებინა და სთხოვა მას, რომ მიეცა ძალა, რომლის საშუალებითაც გარდაცვლილ ადამიანებთან შეძლებდა კონტაქტს. სიკვდილმა ერთი ქვა აიღო მდინარიდან და უთხრა, რომ ამ ქვის საშუალებით შეძლებდა ამას.
უმცროსი ძმა ყველაზე ჭკვიანი იყო ძმებს შორის. იგი არ ენდო სიკვდილს და სთხოვა გაეშვა ისე, რომ თან არ გაჰყოლოდა . სიკვდილს ძალიან არ სურდა, მაგრამ იძულებული გახდა პირობა შეესრულებინა და ბიჭს თავისი მოსასხამი აჩუქა. ბიჭი სიკვდილისათვის უჩინარი გახდა.

ამის შემდეგ სიკვდილი განზე გადგა და მისცა ნება ძმებს, რომ გზა გაეგრძელებინათ. ძმები სხვადასხვა გზებით წავიდნენ.

პირველ ძმას, რამოდენიმე კვირის მოგზაურობის შემდეგ, ერთ შორეულ სოფელში, ახალგზრდა მებრძოლი შეხვდა, რომელთანაც წარსული უთანხმოება აკავშირებდა. უფროსმა ძმამ გამოიყენა სიკვდილის ნაჩუქარი იარაღი და მტერი მოკლა. შემდეგ ერთ–ერთ სახლში შევიდა და მშვიდად დაიძინა იმაზე ფიქრით, რომ ხელში იარაღი ეჭირა, რომელიც მას უძლეველს ხდიდა.

შუაღამისას, როდესაც ჩვენს გმირს, ღვინით გაბრუებულს ეძინა მის ოთახში ერთ–ერთი მისი მტერი შეიპარა,იარაღი მოჰპარა და უფროს ძმას ყელი გამოსჭრა. სიკვდილმა პირველი ძმა თავისთან წაიყვანა.

მეორე ძმა სახლში დაბრუნდა. სიკვდილის ქვა აიღო და გარდაცვლილებს უხმო, მისდა გასაოცრად მას თვალწინ გოგონა წარმოუდგა, რომელიც უყვარდა და ნაადრევად წავიდა იმქვეყნად.

გოგონა ძალიან ცივი და მოწყენილი ჩანდა. იგი თითქოსდა ცოცხალთა სამყაროს დაუბრუნდა, მაგრამ იტანჯებოდა იმაზე ფიქრით, რომ მაინც არ ეკუთვნოდა მას. საბოლოოდ, უიმედო მწუხარებით შეწუხებულმა მეორე ძმამ თავი მოიკლა და თავის სატრფოს ქვეყანაში გაემგზავრა. მეორე ძმის სულიც მიიბარა სიკვდილმა.
მესამე ძმას დიდხანს ეძებდა სიკვდილი, მაგრამ ვერსად იპოვა. ის ერთადერთი იყო ძმებს შორის, რომელმაც ღრმა ასაკამდე მიაღწია. შემდეგ კი თავისი მოსასხამი შვილს გადაულოცა, შემდეგ სიკვდილს, როგორც ძველ მეგობარს ისე მიესალმა და ღიმილით გაჰყვა თან…
სიცოცხლე ბობოქარი მდინარეა, სიკვდილი კი მისი თავმდევი მოვლენა.
პირველი ძმა მაგალითია ადამიანთათვის, რომლებიც თავიანთი ჯანრმთელობით და საღი სხეულით გათამამებულნი არ უფთხილდებიან ამ საჩუქარს და ცხოვრებას ნაადრევად ასრულებენ – ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვა ცხოვრებისეული ცთუნებების გამოკიდებით.
მეორე ძმა მელანქოლიური ადამიანების მეტაფორაა – ადამიანების რომელთაც დარდი, მწუხარება და არაპოზიტიური ფიქრები უსწრაფებთ სიცოცხლეს.
მესამე ძმა კი იმ ადამიანების კატეგორია, რომელთაც იციან სიცოცხლის ფასი, უფთხილდებიან მას, იღებენ გონივრულ გადაწყვეტილებებს და მშვიდად, ღიმილით გადასცემენ მომავალ თაობას საკუთარ გამოცდილებას…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply