სამი სურვილი

0
ერთ სოფელში ერთმანეთის მეზობლად  ორი კაცი ცხოვრობდა.საოცრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.ერთი კეთილი იყო,მოწყალე,სათნო,მოყვარული

მეორე შურიანი,ბოღმიანი,გულღრძო,ბოროტი..

მოკლედ ვთქვათ ასე–კეთილი და ბოროტი.

კეთილს უყვარდა ბოროტი,ებრალებოდა მისი ავყია ხასიათის გამო,ცდილობდა სიკეთისკენ შემოებრუნებინა,სითბო და სიყვარული დაენახვებინა მისთვის,თუმცა არაფერი გამოსდიოდა.

ბოროტს კი სძულდა კეთილი.სულ გესლავდა,ლანძღავდა.შურდა მისი,თუმცა რა შურდა რომ გეკითხათ,ვერ გეტყოდათ,არაფერი გააჩნდა ისედაც კეთილი გულის გარდა.სულ იმის ცდაში იყო რითი გაემწარებინა და გაებოროტებინა,თუმცა არც მას  გამოსდიოდა არაფერი.

ერთხელაც გამოეცხადა ორივეს უფლის ანგელოზი და უთხრა:–ნებას გაძლევთ სამ–სამი სურვილი გამოთქვათ და აგისრულებთ,ოღონდ მესამე სურვილი  განსხვავებული იქნება და ერთი პირობა ექნება,რომელსაც სურვილის შემდეგ გამოგიცხადებთ.წადით იფიქრეთ და ორივესთან სათითაოდ მოვალო
გაიხარეს ორივემ დადაიწყეს ფიქრი,რა ეთხოვათ ანგელოზისათვის

პირველად კეთილს ეწვია ანგელოზი და სურვილი მოჰკითხა

ჩემი პირველი სურვილია,მიუგო კეთილმა კაცმა,რომ დედამიწაზე სიკეთე და სიყვარული გამრავლდეს,რომ ადამიანები უფრო ბედნიერები გახდნენ,ერთმანეთი შეიყვარონ და ყოველგვარი სიძულივილი გაუქრეთო;

ბოროტმა პირველ სურვილად სიმდიდრე და აურაცხელი ქონება ინატრა.

ჩემი მეორე სურვილია,ქვეყნად თუ ვინმე სნეული და უძლურია,ყველა გამოჯანმრთელდეს და არასოდეს არავინ აღარ დასნეულდეს,ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი გახდესო–მიუგო ისევ კეთილმა.

ბოროტმა ბევრი ფიქრის შემდეგ უკვდავება აირჩია.სიმდიდრე ხომ მიიღო და ახლა სამარადისო სიცოცხლე ისურვა.ანგელოზმა თავი დაუკრა და კეთილი კაცისკენ გაეშურა.

სანამ სურვილს მეტყვი,მიმართა ანგელოზმა ჯერ კეთილს,მერე კი ბოროტსაც იგივე სიტყვებით,უნდა იცოდე,რომ ეს სურვილი განსხვავებული იქნება და თან ის შენს მეზობელს უნდა შეეხებოდეს.ხოლო რატომ იქნება განსხვავებული,ამას როგორც გითხარით,სურვილის მერე გეტყვიო.

კეთილს გაუხარდა ასეთი სურვილის უფლება რომ მიეცა და სთხოვა:გევედრები,ანგელოზო,ჩემს მეზობელს ხასიათი გამოუსწორე,ყველაზე თბილ და მოსიყვარულე ადამიანად აქციე.ისეთი კეთილი და სათნო გახადე,ჯერ რომ არავინ ყოფილა დედამიწის ზურგზე.ჯანმრთელობა და დიდი ხნის სოცოცხლე მიეციო

ანგელოზმა თავი დაუკრა და ბოროტისკენ გაეშურა.

ბოროტი მოიღუშა,შემდეგ ანგელოზს ჯიქური მზერა მიაპყრო და მიმართა

მინდა ჩემს მეზობელს რა სურვილებიც შეუსრულე,უკან წაართვაყველაფერი.მერე დაასნეულო და ტკივილებისაგან აწამო.ბოლოს კიმიწასთან გაასწორო დაგაანადგურო.ასე მნებავს მეო.

ანგელოზმა მასაც თავი დაუკრა, შემდეგ ორივე ერთად შეჰყარა და უთხრა: ახლა კი დროა მესამე სურვილის დაფარული პირობა გამოგიცხადოთ:–რაც თქვენ ერთმანეთისთვის ითხოვეთ,ის თავად აგისრულდებათ.ასეთია ნება უფლისაო,თქვა და  გაუჩინარდა

ორივე დადარდიანდა

კეთილი იმიტომ,რომ მისმა სიკეთის და სიყვარულის სურვილმა ნაყოფი ვერ გამოიღო;

ბოროტი კი იმიტომ,რომ თავისი ბოროტებით ყველაფერი დაკარგა და თავიც დაიღუპა.

შეგონება:ნურასოდეს უსურვებ სხვას იმას,რაც შენთვის არ გემეტება.შესაძლოა სწორედ ის მიიღო უფლისგან,რაც ყველაზე ნაკლებად გსურს.

გამომგზავნი: დავით იმერელი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply