სამახსოვრო გამონათქვამები ფილმებიდან (Notebook 2004, უბის წიგნაკი)

0
 ელლი: და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ?
 
დიუკი: დიახ, შეუყვარდათ.
 
 
 
 
ისინი ძალიან ბევრ რამეში ვერ თანხმდებოდნენ. ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი და კამათი.
 
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ —  სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.
 
 
 
 
ელლი: რატომ არ მწერდი? რატომ? ჩემთვის უკვე ყველაფერი დასრულდა. 7 წელი გელოდი და ახლა უკვე ძალიან გვიანია . . .
 
ნოა: 365 წერილი მოგწერე . . .  ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე გწერდი. არაფერიც არ დასრულებულა . . . და ახლაც არაფერია გვიან.
 
 
 
 
დიუკი: სადაც ის არის, ჩემი სახლიც იქაა.
 
 
 
 
ნოა: რა უნდა ვაკეთო ნიუ-იორკში?
ელლი: უბრალოდ, იყო ჩემთან ერთად.
 
 
 
 
ელლი: და შენ ფიქრობ, რომ ჩვენს სიყვარულს სასწაულის მოხდენა შეუძლია?
 
დიუკი: ვფიქრობ, რომ ასეა.
 
 
 
 
აზრად მოუვიდა, რომ თუ ელლის საოცნებო სახლს ააშენებდა, იგი აუცილებლად დაუბრუნდებოდა მას. ზოგი ამას ძლიერი სიყვარულის ძალას ეძახდა, ზოგიც კი სხვა რამეს  . . . თუმცა ერთი რამე ცხადი იყო, რომ ნოა ცოტათი მაინც შეიშალა ჭკუიდან.
 
 
 
 
დიუკი: ჩემთვის ძეგლი არავის დაუდგამს და ჩემი სახელიც მალე დავიწყებას მიეცემა. მაგრამ ერთი რამ რის გამოც ცხოვრებაში წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ თავს არის ის, რომ მიყვარდა . . . მიყვარდა მთელი გულით და სულით. და ჩემთვის ეს ყოველთვის საკმარისი იყო
 
 
 
 
ნოა: შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ რა სურს სხვას, რა მსურს მე და რა სურთ შენს მშობლებს ! შენ თვითონ რა გსურს ? 
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply