საკვები, რომელიც გონებას ასტიმულირებს

0
ცნობილია, რომ კვების დროს მიღებული კალორიების ოც პროცენტს ტვინი მოიხმარს. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ გონების ნორმალური ფუნქციონირება აუცილებელია, ვიკვებოთ ნორმირებულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვტოვოთ საუზმე, რადგან ეს იწვევს შაქრის მომატებას ორგანიზმში, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე. მეცნიერები გამოყოფენ რამდენიმე სახის საკვებს, რომელიც იწვევს გონების სტიმულირებას.
თევზი
თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, სარდინიები შეიცავენ გონებისთვის საჭირო დოკოზაჰექსაენის მჟავას. აღნიშნულ მჟავას ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, მხოლოდ თევზი შეიცავს მზა სახით. მჟავის დაბალი დონე ორგანიზმში ზრდის ალსჰაიმერის დაავადების რისკს.
პომიდორი
პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ზიანდება ალსჰაიმერით დაავადების შემთხვევაში.
თხილი
თხილი შეიცავს ვიტამინ E- ს, რომელიც ახდენს გონებრივი დაქვეითების პრევენციას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
შოკოლადი
შოკოლადი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომრლიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ასევე შეიცავს კოფეინს, რომელიც იწვევს გონების სტიმულირებას. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტის მისაღებად შოკოლადის მხოლოდ მესამედი უნციაც კი საკმარაისია.
ვაშლი
ვაშლი შეიცავს ანტიოქსიდანტ ქვერცეტინს, რომელიც იცავს ტვინს ანთებითი პროცესებისგან. არ გათალოთ ვაშლი, რადგან სწორედ კანი შეიცავს ყველაზე მეტ ქვერცეტინს. კარგია, თუ შუადღისას მიირთმევთ, ჭამის შემდეგ. ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო კონცენტრირებული, ასევე ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას.
კვერცხი
კვერცხის გული შეიცავს ხოლინს, რომელიც ასოცირდება სხარტ აზროვნებასთან რეკომენდირებულია კვერცხის მიღება მნიშვნელოვანი გამოცდის წინ.
გამომგზავნი/ავტორი: სასწავლო კვლევების ცენტრი rcs.ge

კომენტარები

შეთავაზებები

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply