საზღვარგარეთ სწავლის 10 უპირატესობა

0

გთავაზობთ 10 მიზეზს. თუ რატომ უნდა ისწავლოთ საზღვარგარეთ:

1. მსოფლიოს ნახვა

ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გაეცნოთ საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებს არის ის, რომ იხილოთ ახალი ქვეყანა. საზღვარგარეთ სწავლით, თქვენ გამოცდით უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, ახალ წესებს, საქმიანობას, გაეცნობით მასპინძელი ქვეყნის საინტერესო ადგილებს, ბუნების სასწაულებს, მუზეუმებსა და ღირსშესანიშნაობებს. გარდა ამისა, როდესაც თქვენ საზღვარგარეთ ხართ, არ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი ქვეყნით, თქვენ ასევე ნახავთ მეზობელ ქვეყნებსაც. მაგალითად თუკი თქვენ საფრანგეთში სწავლობთ, გაქვთ შესაძლებლობა იმოგზაუროთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: ლონდონში, ბარსელონასა და რომში.

2. განათლება

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უნდა გაეცნოთ საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებს, არის განათლების სხვადასხვა სისტემის გაცნობა. თქვენ შესაძლოა აღმოაჩინით საკუთარი უპირატესობა, რომელზეც სახლში საერთოდ არ გიფიქრიათ. მიხვდებით, რომ ძალიან საინტერესოა მასპინძელი ქვეყნის განათლების სიტემაში ჩართვა და საუკეთესო გზაა, რომ მიიღო უდიდესი გამოცდილება.

3. ახალი კულტურა

ხშირ შემთხვევაში, ვინც საზღვარგარეთ სწავლას გადაწყვეტს, საკუთარ ქვეყანას პირველად ტოვებს. როდესაც ისინი მასპინძელ ქვეყანაში ჩადიან, მოხიბლული რჩებიან. საზღვარგარეთ სწავლისას აღმოაჩენთ ახალ გემრიელ საკვებს, ჩვეულებებს, სოციალურ ატმოსფეროსა და ტრადიციებს.

ხვდებით, რომ უკეთ გესმით ამ ხალხის კულტურა და აფასებთ ხალხსა და ისტორიას. თქვენ ხდებით ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილის მონაწილე.

4. ენის სწავლა

თუკი საზღვარგარეთ სწავლას გეგმავთ, მთავარი რაც უნდა გააკეთოთ ეს ენის სწავლაა. საზღვარგარეთ სწავლა განიჭებთ თქვენ შესაძლებლობას, რომ ახალი ენით დაკავდეთ, და არ არსებობს უკეთესი გზა, რომ ისწავლოთ მისი სწორად გამოყენება.

გარდა ამისა, ენის პრაქტიკას თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიიღებთ, სავარაუდოდ უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ ენის კურსებს, უკეთესი განათლებისთვის. ჩაერთეთ ახალი ქვეყნის ცხოვრების რიტმში და მიიღეთ კარგი აკადემიური განათლება.

5. კარიერული შესაძლებლობები

როდესაც საზღვარგარეთ სწავლას ამთავრებთ და ბრუნდებით სახლში, ბრუნდებით ახალი პრესპექივებით, ახალი უნარებით, საუკეთესო განათლებითა და სწავლის სურვილით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველია მომავალი დამსაქმებლებისთვის.

ბევრ სტუდენტს იმდენად უყვარდება მასპინძელი ქვეყანა, რომ იქვე ცდილობს მუშაობას. თუ გამოცდით, ნახავთ, რომ ადგილობრივი განათლება უფრო ღირებულია ქვეყანაში სამსახურის ძებნისას.

6. ახალი ინტერესები

თუ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობებს, იცოდეთ, რომ სხვა ქვეყანაში სწავლა ძალიან ბევრ საქმიანობასა და ინტერესებს, რომლებზეც სახლში საერთოდაც არ გიფიქრიათ, გთავაზობთ. მაგალითად, შესაძლოა დაინტერესდეთ მოგზაურობით, წყლის სპორტით, გოლფით ან ისეთი სპორტით, რომელიც აქამდე არასდროს გიცდიათ.

თქვენ ასევე გაქვთ შანსი, აღმოაჩინოთ გართობის ახალი სტილი. თამაშები, ფილმები, ღამის კლუბები და კონცერტები, აქტივობები, რომლითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

7. ახალი მეგობრები

ერთ -ერთი უდიდესი სარგებელი რაც საზღვარგარეთ სწავლას მოაქვს, ეს არის შესაძლებლობა გაიჩინო ახალი მეგობრები. სწავლის პერიოდში ცხოვრობ სტუდენტებთან ერთად, რომელებიც შენს მასპინძელ ქვეყანაში ცხოვრობენ. ეს გაძლევს შესაძლებლობას კარგად გაიცნო და დაუმეგობრდე სტუდენტებს.

მას შემდეგ, რაც სასწავლო პროგრამა სრულდება, ცდილობთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა ახლადშეძენილ მეგობრებთან.

8. პიროვნული განვითარება

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საზღვარგარეთ სწავლება თქვენ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოგაყალიბებთ. ახალ ადგილას ცხოვრება შესაძლოა ერთი მხრივ, რთული და დაუძლეველი აღმოჩნდეს, სირთულე, რომელიც გცდით, რომ შეეგუოთ და მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას და ისწავლოთ პრობლემების მოგვარება.

9. სამაგისტრო სკოლა

სტუდენტები, რომლებიც მზად არიან ისწავლონ საზღვარგარეთ აჩვენებენ, რომ მათ არ ეშინიათ ახალი გამოწვევების და გაიტანენ საკუთარ თავს რთულ სიტუაციაში.

სამაგისტრო სკოლები რეგულარულად ეძებენ გკანდიდატებს, რომლებიც, ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტს. სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, იჩენენ ცნობისმოყვარეობასა და გამჭრიახობას, რომ იყვნენ ლიდერები სამაგისტრო სკოლაში.

10. ცხოვრებისეული გამოცდილება

რატომ საზღვარგარეთ სწავლა? სტუდენტების უმეტესობისთვის, ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგზაურობის შესაძლებლობა . საბოლოოდ, თქვენ იპოვით სამუშაოსა და კარიერას და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა აღარ გექნებათ.

გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. საზღვარგარეთ სწავლა ისეთი გამოცდილებაა, როგორსაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებთ.

ავტორი: ესტონეთის ბიზნეს-სკოლა

ესტონეთის ბიზნეს-სკოლა ქართველ სტუდენტებს უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. დაინტერესებული პირები შეგიძლიათ ინფორმაციას ამ ბმულის საშუალებით გაეცნოთ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply