საზღაური ჩადენილი ბოროტებისთვის

0

ძველად ერთ გავლენიან კაცს სიკვდილი მიუსაჯეს და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცეს. მან ხუთი სიტყვა წარმოთქვა: დანაშაული, პრინციპი, კანონი, ძალაუფლება, განგება.

გაკვირვებულმა ზედამხედველმა ჰკითხა,ამით რისი თქმა გინდაო. კაცმა დიდი სინანულით აღიარა:

მთელი ცხოვრება მიმართლებდა. ბევრ უკანონობას ჩავდიოდი, მეგონა ძალაუფლებისა და ფულის საშუალებით შევძლებდი უსამართლობისა და პრინციპების უგულებელყოფას. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ იმავე სამართლიანობისა და პრინციპების საშუალებით დამამარცხებდნენ? რაღაც-რაღაცები სამართლიანად მიმაჩნდა, მაგრამ კანონი სამართლიანობაზე მაღლა დგას და უსამართლობას ვერ ეგუება. ზოგჯერ კანონი არაფერია ძალაუფლების წინაშე და მანკიერი მმართველები ერთობიან, მანიპულირებენ და თვითნებურად ცვლიან მას.

მაგრამ არსთა გამრიგე მომევლინა , რომელსაც ვერსად გაექცევი. სწორედ ამიტომ ვეთხოვები სიცოცხლეს – საზღაური რომ მომეზღოს დათესილი ბოროტების გამო. დიახ, ესაა საზღაური.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply