საბოლოო განაჩენი

1
ყოველთვის არსებობდა ზიზღი ნაციებს შორის. თუნდაც გერმანულ-ებრაული ავიღოთ. ესეც უტყუარი საბუთია იმისა, რომ აწ ხსენებული უაზროდ დაბადებული აზრი არ არის. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, როგორ არაადამიანურად ექცეოდნენ ფაშისტები, ებრაელებს. არაადამიანურიც, კი მოკრძალებული სიტყვაა ამ შემთხვევაში. წვავდნენ ებრაელ ბავშვებს და არამარტო! აწამებდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამონებდნენ, ჰქონდათ სპეციალური ბანაკები, რომელიც მხოლოდ ებრაელებისათვის იყო განკუთვნილი. მძიმე საქმიანობას აკისრებდნენ და როცა, ე.წ. “ახალ ებრაელთა პარტიას” მიიღებდნენ “ძველ პარტიას” ბოლოს უღებდნენ. მაშინ ხშირად შეხვდებოდით, ნაცისტური ქალაქების ქუჩებში წარწერებს ” აქ ებრაელთა გავლა აკრძალულია!”. ცივსისხლიანები, ებრაელთა ერს ერჩოდა ისე, როგორც არავის! თვით “დიდი რუსეთის იმპერიასაც” კი. საქმე არ ეხებოდა რაიმე დანაშაულს, რომელიც წარსულში იყო ჩადენილი. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ადამინური ზიზღისგან! რომელიც თითქოს და არაფრისგან იყო წარმოქმნილი. გერმანელები, ფიქრობდნენ, რომ ისინი გაცილებით მაღლა იდგნენ ვიდრე ებრაელები.(არამარტო ებრაელები) ისინი ვერ იტანდნენ მათ, მაგრამ თავად არ იცოდნენ მიზეზი იმიტომ რომ არ გააჩნდათ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ბავშვებს და მომავალ თაობებს უსახავდნენ, მათდამი ზიზღს. ბავშვს ეზიზღებოდა… ვერ იტანდა იმიტომ, რომ მასე ასე ასწავლეს. მას ასე ჩაუნერგეს! თუმცა ძალიან საინტერესოა, ნუთუ არასდროს არ გასჩენიათ კითხვა რატომ?! რა თქმა უნდა არასდროს! ეს იყო ერთი “დაბრმავებული ნაცია”, რომელიც აყოლილი იყო პოლიტიკურ მდგომარეობასა და ეგოისტურ ახირებებს. ნაცია, რომელსაც ეგონა, რომ “ზიზღით” დაიპყრობდა მსოფლიოს და ყველა ერზე მაღლა იდგებოდა. და თუნდაც გერმანიას, დაეპყრო მსოფლიო! ის ვერასდროს ვერ იდგებოდა, რომელიმე ერზე მაღლა! რადგან იმ დროინდელი გერმანია ერი არ იყო! ისინი , იყვნენ შეუქმნელი და უარყოფითი თვისებებით გაჟღენთილი არსებები! ვიმეორებ ადამიანები არა არსებები და ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ფაშისტებზე მაქვს საუბარი. ნაცია თუ არა დღესაც დაიარებიან, იმავე ზიზღის მატარებელი ადამიანები. ცივსისხლიანებამდეც ყოფილან და ახლაც არიან. პრობლემა, თვითონ პიროვნებაშია, უფრო ღრმადაა ყველაფერი გაცუდებული. უფრო ღრმადაა ყველაფერი დაშლილი, უმოქმედო, მარტოსული და ამ ყველაფრისაგან გაბოროტებული, გულ-აცრუებული. როცა იზრდები სითბოს გარეშე, როცა ყოველდღიური რეალობა იმდენად რთულია შენთვის, რომ გამოსავალს სიკვდილში ხედავ. ფიქრობ, რომ მეტს იმსახურებ! ფიქრობ, რომ ვინმეზე მეტი ხარ! გგონია , ღმერთმა მიგატოვა და ბილწ-სიტყვაობით შეურაცყოფას აყენებ მას! არ გწამს მისი, არ გჯერა მომავლის. გჯერა მხოლოდ საკუთარი თავის და სხვისი ტკივილი გიხარია. როცა ვინმეს წვავენ, აწამებენ, კლავენ და შენ გულიანად გეცინება. იმას კი ვერ აცნობიერებ, რომ აქ წუთიერად ვართ.საბოლოოდ ყველა მიიღებს თავის წილ ნამდვილ ბედნიერებას “სამოთხეს” და ზოგისთვის განკუთვნილ ტანჯვას “ჯოჯოხეთს”. თუმცა, ამაზე ახლა არ ფიქრობენ. ეს ახსენდებათ მაშინ, როცა მომაკვდავებს, უბედურებს, მშიერებს, არავინ აღარ დარჩენიათ, როცა გადახედავენ მათ ცხოვრებას და ბოროტების მეტს ვერაფერს ხედავენ. მაშინ ამოქექავენ გულის კუნჭულში მიგდებულ რწმენას და იტყვიან “უფალო შემინდე”. ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ტანჯვის, ტკივილის, დასჯის ეშინიათ. მთელი ცხოვრება, ცუდის კეთებისა და წინდაუხედავობის შემდეგ ახსენდებათ ეს ყველაფერი და ლაჩრულად ეშინიათ! და ბოლოს… არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს, ასაკს, ნაციას, ჩაცმულობას, ეკონომიურ მდგომარეობას! მნიშვნელობა აქვს რწმენას, იმას, თუ რა ხდება შიგნით, უფრო ღრმად ადამიანში, მის სულში. არსებობენ “არსებები” და “ადამიანები”. ნუ ვიქნებით არსებები, ვიყოთ ადამიანები. როცა დავკარგავთ ჯანმრთელობას, როცა მოვა იმ ქვეყნად წასვლის დრო, არ დავკარგოთ რწმენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ამის რწმენას არ დაკარგავენ. არც ლაჩრულად შეეშინდებათ სიკვდილის და საბოლოო განაჩენის! ცხოვრებას ღიმილით გადააავლებენ კიდევ ერთხელ თვალს და მთელი სულიერი რწმენით იტყვიან “ჩვენთან არს უფალი”.
გამომგზავნი/ავტორი: თამუნა პაპავა

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply