რჩევები მათ,ვისთვისაც მოგზაურობა სანატრელი მაგრამ წარმოუდგენელი ოცნებაა

0

ადამიანებს ხიბლავთ ოცნება მოზგაურობის შესახებ. სურთ, იმოგზაურონ ქვეყნის გარშემო,მაგრამ არაფერს აკეთებენ ოცნების ასასრულებლად.არ სწავლობენ, არ ეუფლებიან უცხო ენებს და  არ მუშაობენ საკმარისად ბევრს, ოცნება რომ აისრულონ და ახალი ქვეყნების მონახულებით დატკბნენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,რომელიც დაგეხმარებათ ოცნება აისრულოთ და გადადგათ თამამი ნაბიჯები მოგზაურობის დასაწყებად. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ იმოგზაურო,ეს ხომ განსაკუთრებული ოცნებაა  შენთვის !

  1. იკითხეთ წიგნები

სანამ უცხო ქვეყნებში მოგზაურობით დატკბები,შეგიძლია პირველი ნაბიჯები გადადგა მიზნისკენ მიმავალ გზაზე  და  წაიკითხო წიგნები იმ ქვეყნების შესახებ,რომელთა ნახვას მომავალში აპირებ. თუ მოგზაურობამდე წიგნების კითხვას დაიწყებ ამ გზით შენ არასდროს  დაივიწყებ   შენს ოცნებას და ერთ დღესაც აუცილებლად შეძლებ  მოგზაურობას დედამიწის გარშემო.

2.დაიწყე მოგზაურობა შენს ქვეყანაში

ადამიანები ფიქრობენ, მოგზაურობა ყველაზე დიდი ფუფუნებაა და რომ  ვერასდროს შესძლებენ დააგროვონ ამისათვის საჭირო თანხა. ასეთი მიდგომა არ არის სწორი, რადგან მოგზაურობა შეგიძლია დაიწყო შენი ქვეყნის მონახულებით,რაც არც ისე დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.ვფიქრობ, შენს ქვეყანაში მოგზაურობა   ნამდვილი მოგზაურობის დასაწყისია.

3.ისარგებლეთ შიდა ტურებით

ასე რომ ისარგებლეთ სხვადასხვა ტურისტული კომპანიების მომსახურეობით,რომლებიც ხელსაყრელ ფასად ახორციელებენ ჯგუფურ ტურებს საქართველოს სხვადასხვა, რეგიონის მიმართულებით.მოინახულე ხევსურეთი,შატილი,მუცო, აბუდელაურის ტბები,თუშეთი,სვანეთი,მესტია,მარტვილის კანიონი და სხვა არა ერთი ღირშესანიშნავი ადგილი და დატკბი შენი ქვეყნის მშვენიერებით.მომავალში კი,როდესაც ქვეყნის გარშემო დაიწყებ მოგზაურობას, შესძლებ შეადარო შენი სამშობლოს კულტურა სხვა ქვეყნის ცივილიზაციებს და იქნები მეტად ინფორმირებული.

4.დაეუფლეთ უცხო ენებს

ამჯერად ეს რჩევა უშუალოდ სტუდენტებს ეხებათ. ისინი ვალდებულები არიან  კარგად დაეუფლო უცხო ენებს.ქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება და შესაბამისად ადვილად შესძლებენ მოიპოვონ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ან მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში. აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი  ვალდებულია  ფლობდეს უცხო ენებს საფუძვლიანად,რათა გაუადვილდეს გზა ნებისმიერი წარმატების მისაღწევად.

 5.ისარგებლეთ საიტებით მოგზაურობის შესახებ

არსებობს საიტები სადაც თავმოყრილია მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი  თავიანთ ქვეყნებში გმასპინძლობენ უფასოდ.სანაცვლოდ,როდესაც ისინი ჩამოდიან შენს ქვეყანაში თავად მასპინძლობ მათ. შეგიძლია რეფერენსების სისტემით ისარგებლო და წაიკითხო ის დადებითი და უარყოფითი შეფასებები,რომლებიც კონკრეტულ მასპინძელს დაუტოვეს ვიზიტორებმა და შესაბამისად თავიც დაიზღვიო.

 6. იმუშავე მეტი

თუ მოგზაურობაზე ოცნებობ ვალდებული ხარ იმუშაო გაცილებით მეტი,მიიღო დამატებითი შემოსავალი და ოცნებასაც აუცილებლად აისრულებ. შეიძლება ოცნების ასრულებას დიდი დრო დასჭირდეს,მაგრამ  გექნება უკეთესად მუშაობის მოტივაცია,  მეტი სტიმული და თავგადასავლები, რომელიც  გელოდება მოგზაურობისას მომავალში.

 7.გახსენი შეგროვებადი ანაბარი „მოგზაურებისთვის“

    შეგიძლია  გააკეთო  ყოველთვიური დანაზოგი,გახსნა ბანკში შეგროვებადი ანაბარი შენთვის სასურველი ვადით და თანხის დამატებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოცულობით შეძლებ. ვადაზე ადრე კი  არ დაარღვევ ანაბარს და უფრო მეტი შანსი გექნება  წლის ბოლოს   აღებული თანხით აისრულო ოცნება და იმოგზაურო შენთვის სასურველ  ქალაქში.

 8.ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ,მას შემდეგ,რაც შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს.ევროკავშირის საბჭომ კი ვიზალიბერალიზაციას მხარი აუჭირა. ასე,რომ მოგზაურობის მოყვარულთა ოცნებების ასრულება გაცილებით გამარტივდა და  ვფიქრობ ამ ფაქტს ოცნებების ასახდენად აუცილებლად გამოიყენებენ ადამიანები.

გისურვებთ წარმატებებს !

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply