რჩევები თუ როგორ ავარიდოთ თავი კითხვაზე პასუხის გაცემას?

0

პასუხისთვის თავის არიდება არის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ხერხი ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის სწორად გაკეთებისას შესაძლებელია, ღირსეულად გამოხვიდეთ არასასიამოვნო სიტუაციიდან და გადაიტანოთ ყურადღება კითხვის დამსმელზე. მაგალითად: მიაქციეთ ყურადღება პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და ზოგადად, საჯარო ხალხს, და შენიშნავთ, თუ როგორ მარტივად არიდებენ თავს პასუხებს, ყველაზე უხერხულ სიტუაციაშიც ყოფნის დროს.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კონკრეტულად პასუხობთ კითხვას, მით მეტად ასრულებს ის მანიპულაციის როლს და კითხვის დამსმელს უფრო მეტი ზეგავლენა აქვს თქვენზე. ზოგადად, ნებისმიერი კომუნიკაცია ადამიანებს შორის აგებულია ერთმანეთისთვის კითხვების დასმაზე. კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლაა, ხოლო კითხვები ყოველთვის დამაკონკრეტებელი ან მაპროვოცირებელი ფაქტორებია. ისინი შეიძლება იყოს მარტივი, უწყინარი და გულისხმობდეს მარტივ პასუხებს. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კომუნიკაცია იღებს სხვა სახეს, კითხვები უფრო კონკრეტულია, ხოლო პასუხებზე დამოკიდებულია არა მარტო საუბრის დასასრული, არამედ ადამიანის რეპუტაციაც.

პასუხებისთვის თავის არიდების ხერხები

გულგრილობა კითხვის მიმართ
ამ მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია, როდესაც თქვენდამი ამჟღავნებენ პროვოკაციას, ან აგრესიას; როდესაც ცდილობენ, დაგაყენონ თქვენთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში, სჯობს, საერთოდ არ გამოამჟღავნოთ არანაირი ემოცია, თუნდაც, შინაგანად მზად იყოთ „აფეთქებისთვის“. პასუხისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზოგადი ფრაზები, ან საერთოდ დუმილი. მთავარია, არ აჩვენოთ მოსაუბრეს, რომ შედეგს მიაღწია. ამ მეთოდის გამოყენებისას, ნებისმიერი ადამიანის სულელურ სიტუაციაში ჩაგდებაა შესაძლებელი. თუნდაც დაგცინონ, ან გაგაკრიტიკონ, შინაგანად სრულ მარცხს განიცდიან, რადგან თქვენგან სხვა რეაქციას ელოდნენ.

ძირითადი პასუხის იგნორირება
ხშირად, ამ მეთოდს გამოიყენებენ ბევრი კითხვის დასმის შემთხვევაში. კითხვებიდან უნდა აირჩიოთ ნაკლებად მავნე და შემდეგ, ემოციურად გამოთქვათ თქვენი აზრი მასთან მიმართებაში, ყველა შესაძლო დეტალის ჩართვით. უბრალოდ, საჭიროა, დანარჩენი კითხვების უკანა ფონზე დატოვება.

კითხვაზე კითხვით პასუხი
მოცემული მეთოდი საკმაოდ გავრცელებულია და მისი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაშია შესაძლებელი: როდესაც მიმდინარეობს პროვოცირება; როდესაც ისმის უხერხული კითხვები; როდესაც საჭიროა მეტი ინფორმაციის გაგება კითხვის დამსმელზე. კითხვის დამსმელზე გადადის მოპასუხის იარლიყი – მხოლოდ მისი რეაქციის ლოდინიღა გვრჩება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ეფექტურია, თავისი გავრცელებულობის გამო, გარშემომყოფებში გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, თუ გსურთ მოსაუბრესთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა, უფრო მარტივი იქნება, კითხვაზე კითხვით კი არ უპასუხოთ, არამედ პასუხი ნეიტრალურ ფორმაში გასცეთ და შემდეგ დასვათ თქვენი შეკითხვა.

პასუხი საკუთარ კითხვაზე
აქ იგულისხმება, რომ პასუხს სცემთ არა იმ კითხვას, რომელიც დაგისვეს, არამედ ამ კითხვის თქვენებურ ინტერპრეტაციას. ანუ თქვენი პასუხი ანარეკლია სტრატეგიისა, რომელსაც მიჰყვებით. თუმცა, აქ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიცაა. მართალია, შესაძლებელია უხერხული კითხვებისთვის თავის არიდება, თუმცა, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება მოსაუბრესა და გარეშომო მყოფებში. გარდა ამისა, შესაძლებელია საკუთარი თავის ჩაყენება უხერხულ მდგომარეობაში და იმ ადამიანად წარმოჩენა, რომელიც ვერ ხვდება, რა სურთ მისგან.

თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც კითხვა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, შეიძლება აირჩიოთ რომელიმე ცალკეული ნაწილი და ზუსტად მას უპასუხოთ .

ამ მეთოდების გარდა, არებობს სხვა, ბევრად მარტივი ხერხები:

• თუ გაქვთ ორატორული უნარები, მაშინ, უბრალოდ, ბევრი ილაპარაკეთ: თქვით უამრავი სიტყვა, რომელიც არაფერს გავალდებულებთ; უპასუხეთ ისე, რომ დააბნიოთ კითხვის დამსმელი; „ასახეთ“ შეკითხვა ისე, რომ დააყენოთ მოსაუბრე თქვენს ადგილას.

• თუ კითხვა არაა დასმული კონკრეტულად, შეგიძლიათ, უბრალოდ, არ უპასუხოთ მას. თავი მოაჩვენეთ, რომ ვერ მიხვდით, საერთოდ რაზეა საუბარი, ან ვერ გაიგეთ შეკითხვა.

• გაიგეთ მოსაუბრისგან, თუ რატომ სვამს ამ შეკითხვას – რა მიზნის მიღწევა, რისი გაგება სურს კონკრეტულად. იმის გათვალისწინებით, რომ მიზნები შეიძლება იყოს, როგორც ღირსეული, ასევე – პირიქით, მთელი ყურადღება გადავა თქვენს მოსაუბრეზე.

• თუ შეკითხვა არაკორექტულია და მოსაუბრე იწყებს ზღვარს გადასვლას, ტონის აწევით უნდა აუხსნათ, გამოხატოთ უკმაყოფილება, ან შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია. თუმცა, უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს ამად ღირს.

ყველა ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია. ყველაზე მთავარია, დაიწყოთ მათი გამოყენება.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply