რუკა გზა არაა – ანუ იგავი ტივის შესახებ

0
ბუდა თავის მოწაფეებს მოუთხრობს იგავს კაცის შესახებ,რომელიც მდინარის ერთ ნაპირზე დგას და საფრთხეს მოელის, მდინარის მეორე მხარეს კი არანაირი საშიშროება არაა. მდინარეზე ხიდი არაა გადებული, არც ბორანია სადმე და  კაცსაც არ შეუძლია ცურვა. როგორ შეიძლება კაცი მოიქცეს? იგი იქვე ტყეში აგროვებს ხის ტოტებს, ფოთლებს და წნელებს და მათგან ტივს კრავს.შემდეგ კი ტივი წყალში შეაქვს, წვება ზედ და დიდი გაჭირვებით უსაფრთხო მხარეს გადადის.
იგავის დასრულების შემდეგ ბუდა კითხვას უსვამს თავის მიმდევრებს.
– რას იფიქრებდით, მეორე ნაპირზე გადასულ კაცს თავის თავისთვის, რომ ეთქვა: “მე ამ ტივმა გადამარჩინა, ახლა კი ზურგზე შემოვიგდებ და თან წავიღებო?”
მოწაფეებმა უპასუხეს,რომ ეს არც ისე კარგი იდეა იქნებოდა, რადგან ტივი მძიმეა და კაცს გაუჭირდებოდა მისი სახლამდე მიტანა.
– მაშ, კარგით, განაგძო ბუდამ. რა მოხდებოდა, თუ მადლიერი კაცი ტივს ნაპირზე გამოიტანდა, თუმცა მისი შემდგომი უსარგებლობის გამო, იქვე ნაპირზე დატოვებდა?
მოწაფეებმა უპასუხეს, რომ ეს ბევრად უფრო ჭკვიანური საქციელი იქნებოდა.
– ჩემი რჩევებიც ტივის მსგავსია – დაასრულა ბუდამ. ისინი იმისთვისაა,რომ შესაბამის დროს და შესაბამის ადგილას გამოიყენოთ და იმისათვის,რომ მუდამ უსარგებლოდ ატაროთ თან.
გამოუყენებელი ცოდნა – ცოდნა არაა. იგავი მიგვითითებს, რომ ნამდვილი ადამიანური ბედნიერება მხოლოდ პრაქტიკული რეალიზაციით, შრომითა და მოქმედებით მიიღწევა. რუკა მხოლოდ სწორ გზას გვიჩვენებს, თუმცა იგი გზა არაა..
4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply