როცა ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარ ნიჭს პოულობენ არაჩვეულებრივი მოვლენები ხდება

0

„იპოვნე საქმე, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“-კონფუცი.

„თუ არ იცი რა აკეთო, არც ის გეცოდინება ვინ იყო“ – სერ კენ რობინსონი.

“The Element” ასე ჰქვია სერ კენ რობინსონის წიგნს, რომელიც 2009 წელს გამოიცა. ავტორს სჯერა, რომ ყველა ადამიანში არის რაიმე სახის ბუნებრივი ნიჭი, უნარი ეს შეიძლება იყოს ცეკვა, მუსიკა, გიტარაზე დაკვრა, მასწავლებლობა და ასე შემდეგ. თუმცა, ადამიანური ტალანტი, ისევე როგორც, ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ ) ღრმად არის დამარხული, ამიტომ ის უნდა ვეძებოთ. ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა შეიძლება იყოს მისი ბუნებრივი მისწრაფება. ასეთი ადამიანები სამსახურს არ ეკიდებიან გულმოდგინედ და მოუთმენლად ელოდებიან შაბათ -კვირას. თუმცა არიან გამონაკლისები, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ვერც კი წარმოუდგენიათ, როდესმე სხვა რამ როგორ უნდა აკეთონ. წიგნის მოიცავს ინტერვიუების სერიას წრმატებულ ადამიანებთან და გადმოსცემას მათ ბიოგრაფიებს, აღწერს თუ როგორ იპოვეს მათ საკუთარი ტალანტი (ელემენტი). იყო შენს ელემენტში ნიშნავს გიყვარდეს, რასაც აკეთებ, თავს გრძნობდე კომფორტულად. ზოგჯერ ადამიანებს, რაღაც საქმე კარგად გამოსდით, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ იყო შენს ელემენტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იპოვნო შენი ელემენტი?

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის პერსონალური: საკუთარი ნიჭის პოვნა მნიშველოვანია, რომ გაიგო ვინ ხარ და მიაღწიო თვითკმაყოფილებას.

მეორე მიზეზი სოციალურია: ადამიანებს, ვისაც ცხოვრების მიზანი არ აქვთ ხდებიან პოტენციური ალკოგოლიკები, მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ და ასე შემდეგ, ამის მაგალითები ჩვენს ირგვლივ უამრავია.
ასევე, ავტორი ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რაც ხელს უშლით ადამიანებს, საკუთარი ბუნებრივი ნიჭის პოვნაში.
პირველი ეს არის თვითეჭვი: ზოგიერთი ფიქრობს: „რომ ვცადო შეილება არ გამომივიდეს და დროსაც ტყულად დავკარგავ“.

მეორე ეს არის სხვა ადამიანთა დამოკიდებულება. აქ ავტორს მოჰყავს პაოლო კოელიოს მაგალათი: მას ბავშვობიდან მწერლობა უნდოდა, თუმცა მისი მშობლები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ მოზარდი ფსიქიატრულ კლინიკაშიც კი მიიყვანეს, რათა აზრი შეეცვლევინებინათ მისთვის. კოელიოსგან განსხვავებით, ზოგიერთისთვის მეგობრის ან მშობლის ზემოთ აწეული წარბიც კი საკმარისია, რომ საკუთარი აზრი შეიცვალოს.

მესამე ფაქტორი, რასაც ავტორი ასახელებს ეს არის დღევანდელი განთლების სისტემა (არა რომელიმე პედაგოგი), რომლის სწორხაზოვნებაც ადამიანებს ამისამართებს საკუთარი ბუნებრივი უნარებიდან და ხდის სტანდარტიზებულს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, როცა აკადემიურ განათლებას ენიჭება დიდი უპირატესობა პროფესიულთან შედარებით: „თუ ამ უმაღლესს დაამთავრებ აუცილებლად კარგ სამსახურში მოეწყობი“. ავტორის აზრით, ამ კუთხით არსებული “სასტუს ქვო” გარკვეული მასების კომერციულ ინტერესებს ემსახურება. თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემა ასევე ახდეს მოსწავლეთა სტიგმატიზაციას: „თუ მათემატიკას ვერ სწავლობ, არაფერი სხვა კარგად არ გამოგივა“. ავტორის აზრით, ადამიანის ტალანტი შესაძლოა სულაც არ იყოს იმ რომელიმე საგანში, რომელიც სკოლებში ან უმაღლესში ისწავლება.

აქ ავტორს მოჰყავს მეხანძრის ისტორია. მეხანძრე იხსენებს, რომ მას ბავშვობიდან სურდა მეხანძრეობა, ამის გამო კი პედაგოგი დასცინოდა და შტერს ეძახდა. რამდენიმე კვირს წინ, როგორც მეხანძრე იხსენებს კენ რობინსონთან ინტერვიუს დროს, მან ამ პედაგოგისა და მისი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინა. სერ კენ რობინსონის თქმით, სკოლის კურიკულუმი უნდა იყოს ძალიან ფართო, რათა მოსწავლეთა ფართო ინტერესებს უპასუხოს. „როცა ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარ ნიჭს პოულობენ არაჩვეულებრივი მოვლენები ხდება” – გვეუბნება სერ კენ რობინსონი.

გამომგზავნი/ავტორი: სასწავლო კვლევების ცენტრი rcs.ge

გაზიარება:

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply