როცა ჩემში ბედნიერება დაიბადა

0

“ბედნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვას უზიარებ”

“ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ისე, რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.”

– გაუტამა ბუდა

ჰალილ ჯიბრანი: როცა ჩემი ბედნიერება დაიბადა

როცა ჩემი ბედნიერება დაიბადა, მაგრად ჩავკიდე ხელი, სახლის თავზე შემოვდექი და ვიყვირე: “ჩემო მეზობლებო, მოდით და ნახეთ, ჩემში ბედნიერება დაიბადა. მოდით და დააფასეთ ეს მშვენიერი რამ, რომელიც მზესავით ბრწყინავს.

საოცარია, მაგრამ არავინ მოვიდა ჩემი ბედნიერების სანახავად.

7 მთვარე მიილია,მე კი ყოველდღიურად ვთხოვდი ადამიანებს მოსულიყვნენ და ეხილათ ჩემი ბედნიერება, მაგრამ არავინ მეწვია. დავრჩით მე და ბედნიერება მარტო, სტუმრების გარეშე.

შემდეგ ბედნიერება გაფერმკრთალდა და დანაღვიანდა, რადგან სხვა ვერავინ დააფასა მისი სიტურფე, სხვა არავინ ეამბორა მის ლამაზ ტუჩებს.

ბედნიერება გაქრა მარტოობაში.

და ახლა მახსოვს მხოლოდ მიმქრალი ბედნიერება. თუმცა მეხსიერება ხომ შემოდგომის ფოთოლია, რომელიც ქარში გაიშრიალებს ხოლმე და შემდეგ მისი არავის ესმის.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply