როცა ისე ძლიერ გსურს წარმატების მიღწევა, როგორც სუნთქვა, მაშინ მიაღწევ მას

1
უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი მდიდარი გურუ, რომელიც წარმატების მიღწევის საიდუმლოს ფლობდა. ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ძალიან უნდოდა წარმატების მიღწევა, სთხოვა გურუს ესწავლებინა მისთვის წარმატების მიღწევის ხელოვნება. გურუ დასთანხმდა მას და მომდევნო დილის 5 საათისთვის პლაჟზე დაიბარა. გოგონას ეუცნაურა გურუს გადაწყვეტილება და უთხრა მას: “მე ცურვის სწავლა კი არ მსურდა, მინდოდა გამეგო, როგორ შეიძლებოდა გავხდარიყავი წარმატებული.” გურუს გაეღიმა გოგონას სიტყვებზე და კვლავ სთხოვა მას,რომ მეორე დილით შეხვედროდა პლაჟზე. დილით როდესაც პლაჟზე შეხვდნენ გურუ ზღვაში შევიდა და გოგონასაც სთხოვა გაჰყოლოდა მას. მიუხედავად იმისა,რომ გურუ განთქმული იყო თავისი ჭკუითა და ქონებით, გოგონას ახლა ეჭვიც კი შეეპარა მასში და გაიფიქრა: “მთლად სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოსო”. გურუ კვლავ აგრძელებდა სიღრმეში შესვლას და გოგონასაც იგივესკენ მოუწოდებდა – უკვე წელამდე წყალში იყვნენ,იგი კი კვლავ სიღრმისკენ მიიწევდა და როცა ორივენი კისრამდე წყალში შევიდნენ, გურუმ  გოგონას ხელი თმებში ჩაავლო და ჩააყვინთინა. გოგონა უმწეოდ იქნევდა ხელებს აქეთ–იქით, მაგრამ გურუ მას წყლიდან თავის ამოყოფის საშუალებას არ აძლევდა. როდესაც გურუმ იგრძნო, რომ გოგოს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო, ამოაყოფინა თავი წყლიდან და გონწასული  პლაჟზე დააწვინა. როდესაც გოგო ცოტა გონს მოეგო, მაშინ გურუმ ჰკითხა: “რა გინდოდა ყველაზე მეტად, როდესაც წყალში ჩაგაყვინთინე და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდი?”  “მინდოდა მესუნთქა” – უპასუხა გოგონამ.

“როდესაც წლის სიღრმეში იყავი და სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდი, შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ხდებოდა დანარჩენ სამყაროში და ვინ იყვნენ ყველაზე წარმატებული ადამიანები. არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ როგორი ტანსაცმლით იქნებოდი შემოსილი ან რა გექნებოდა საუზმისათვის საჭმელად. ერთადერთი რაც გსურდა იყო ის,რომ გესუნთქა და შენი გონებაც მხოლოდ სუნთქვის მოპოვების შესაძლებლობებს ეძებდა. და როდესაც ისე ძლიერ მოგინდება წარმატების მიღწევა, როგორც წყალში ყოფნისას გსურდა გესუნთქა, სწორედ მაშინ მიაღწევ დასახულ მიზანს” – უპასუხა გოგონას გურუმ.

 
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. ძალიან მარტივი და აღქმადია. ბრავო, რეალურად მაგალითი ძალიან ბევრ მომენტს გაგახსენებთ ცხოვრებაში. <3

Leave A Reply