რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა?

0
რომელი ასაკია ყველაზე ოპტიმალური, რომ დავიწყოთ უხო ენის შესწავლა? ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
ზოგიერთი ამ საკითხის მკვლევარი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ უცხო ენის შესწავლას, მით უფრო კარგია, რადგან უფრო მეტი დრო გაქვს დაუფლო ენას კარგად. თეორეტიკოს Lenneberg- ის ჰიპოთეზის თანახმად, ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს ბიოლოგიურად განსაზღვრული კრიტიკული პერიოდი, როდესაც გონებას ძალიან სწრაფად შეუძლია ახალი თვისებების, მათ შორის, ენის შესწავლა.
კრიტიკული პერიოდი იწყება 2 წლიდან და მთავრდება პუბერტულ ასაკში, მეცნიერების თქმით, ვინც ახალი ენის შესწავლას დაიწყებს პუბერტულ ასაკამდე, უფრო დიდი შანსი აქვს დაეუფლონ ენას სრულყოფილად. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულები და მოზარდები უცხო ენის შესწავლისას ერთსა და იმავე განვითარების სტადიებს გადიან, თუმცა განსხვავება არის ნერვოლოგიურ ფაქტორში: ბავშვის ტვინი არის პლასტიური, ივითარებს რეფლექსს, რომელიც საშუალებას აძლევს გადაერთოს ერთი ენიდან მეორეზე ყოველგვარი დაბნეულობისა და აქცენტის გარეშე. 15 -17 წლის ასაკში ადამიანის ტვინის ნახავარსფეროები ასრულებენ ფუნქციების გაყოფას (ლატერალიზიაციას) რის შემდეგაც ადამიანებს უკვე უჭირთ შეიძინონ სრულყოფილი პრონანსი, თუმცა ზრდასრულები მოზარდებთან შედარებით, უფრო კარგად ითვისებენ გრამატიკულ წესებს და ლექსიკონს.
Krashen’s Monitor Theory- ის თანახმად, არსებობს უცხო ენის შესწავლის ორი გზა: შეძენა და სწავლა. შეძენა ხდება მაშინ, როცა ბავშვი იზრდება ორ ან მეტ ენოვან ოჯახში და მშობლიურთან ერთად, არაფორმალურ გარემოში სწავლობს უცხო ენებს. რაც შეეხება სწავლას, ეს ხდება ფორმალურ გარემოში პედაგოგის ინსტრუქციით, ამ შემთხვევაში მოზარდს მოეთხოვება გარკვეული გონებრივი სიმწიფე, რათა კარგად აღიქვას გრამატიკული თუ ლინგვისტური პროცესები, აქედან გამოდინარე ევროპის ქვეყნების უმრავლესობში უცხო ენის შესწავლა 8 წლის ასაკიდან იწყება, დიდ ბრიტანეთში კი 7 წლიდან. ზოგადად უცხო ენის შესწავლის დაწყების საუკეთესო ასაკად 10-12 წელს მიიჩნევენ.
გამომგზავნი/ავტორი: rcs.ge – სასწავლო კვლევების ცენტრი
გაზიარება:

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply