რომანტიული იდეები,რომლითაც თქვენს პარტნიორს აღაფრთოვანებთ

0
 რომანტიული იდეები,რომლითაც თქვენს პარტნიორს განაცვიფრებთ.

1. იყიდეთ 12 ლამაზი ვარდი, რომელთაგანაც 11 იქნება ნამდვილი და 1 ხელოვნური. გაუგზავნეთ თქვენს პარტნიორს და თან ამგვარი წერილი დაურთეთ :

“მეყვარები, ვიდრე ყველა ვარდი არ დაჭკნება.”

2. უყიდეთ პარტნიორს პატარა, ლამაზი  სარკე და გაუგზავნეთ. თან დაურთეთ ბარათი, რომელშიც ეწერება :

“ამ სარკეში დაინახავ ყველაზე ლამაზ ქალს ამ ქვეყანაზე”.
3. შექმენით ბლოგი და თქვენი პარტნიორის სახელი დაარქვით. დაწერეთ მასზე რამოდენიმე ლექსი სიყვარულზე,რომანტიული ფრაზები და მიუთითეთ, ვის ეძღვნება. როდესაც თქვენს პარტნიორთან ერთად აღმოჩნდებით, სთხოვეთ მას, ჩაწეროს თავისი სახელი გუგლის საძიებო სისტემაში,იმ მიზეზით,რომ გსურთ გაარკვიოთ, თუ რაიმე ინფორმაცია არის მის შესახებ ინტერნეტში. შედეგებში აუცილებლად გამოჩნდება თქვენი სასურველი ბლოგი და პარტნიორიც აღრფთოვანდება, როდესაც ამ ყველაფერს ნახავს.
 
4. თუ თქვენი პარტნიორი რამოდენიმე დღით აპირებს სადმე წასვლას, უთხარით,რომ ღელავთ მასზე და გსურთ მის გვერდით იყოს ისეთი ვინმე ვინც მას დაიცავს. და ამ სიტყვების შემდეგ აჩუქეთ მას ლამაზი დათუნია. 
 5. იყიდეთ ლამაზი ვარდი და დადეთ სახლის შემოსასვლელ კარებში,ისე რომ თქვენი მეუღლე, როდესაც შემოვა აუცილებლად მოხვდეს თვალში. ვარდს თან პატარა ლამაზი ბარათიც დაურთეთ,სადაც ეწერება : 
“დიდი მადლობა,რომ მოხვედი ჩემს ცხოვრებაში.”
6. ვთქვათ, თქვენი პარტნიორი დროებით სადმე მიდის. დამშვიდობების ბოლო წამს სთხოვეთ,რომ თქვენი დროებითი განშორების საათი და წუთი დაიმახსოვროს, რადგან ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი დაემშვიდობებით დრო არ დაკარგოთ და იმეილზე მისწერეთ:
,,უკვე მენატრები.”
7. გამოკითხეთ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები და გაარკვიეთ, თუ იყო ისეთი რამ, რაც მას ძალიან სურდა ბავშვობაში. ჩაიწერეთ ეს ყველაფერი და შეუდექით მისი სურვილების ასრულებას.
 
8. იყიდეთ ვერცხლის ან ოქროს პატარა, ლამაზი გასაღები და გულის ფორმის ლამაზ პაკეტში მოათავსეთ. ჩადეთ იგი მალულად მის ხელჩანთაში ბარათთან ერთად, სადაც ეწერება:

“ხედავ? ჩემი გული და მისი გასაღები მხოლოდ შენ გაქვს.”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply