” როდესაც ნამდვილი სიყვარულია სიტყვა დაგვიანება არ არსებობს “- გამონათქვამები ფილმიდან “წერილები ჯულიეტას”

0

 ჯულიეტას ვერონაში 

1. “მასთან არ წავსულვარ ჯულიეტა,ლორენცოსთან არ წავედი.არადა როგორ მენდობოდა,ამას მის თვალებში ვკითხულობდი.დავპირდი,რომ შევხვდებოდი და ერთად გავიპარებოდით,რადგან ჩვენი მშობლები ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგები იყვნენ.მე კი მივატოვე.ჩვენი ხის ქვეშ ალბათ მარტო მელოდებოდა.ახლა ვერონაში ვარ და დილით ლონდონში ვბრუნდები.ისეთი  შეშინებული ვარ.გთხოვ მირჩიე როგორ მოვიქცე.გული გატეხილი მაქვს და სხვა არავინ მყავს ვისაც რჩევას ვკითხავ.”

2. “ძვირფასო კლერ,სიტყვები თუ რა მოხდება ცალ-ცალკე სრულიად უვნებელია,მაგრამ მათ თუ ერთად წარმოვთქვამთ, მაშინ ისეთ ძალას შეიძენენ, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება არ მოგასვენონ. არ ვიცი როგორ დამთავრდა  შენი ისტორია,მაგრამ  თუ დარწმუნებული ხარ, რომ ის შენი ჭეშმარიტი სიყვარული იყო,მაშინ არასოდესაა გვიან მისი მოძებნა.თუ ის სიყვარული მაშინ ჭეშმარიტი იყო,ახლა რატომ არ იქნება?შენ მხოლოდ ძალა უნდა მოიკრიბო და გულის ძახილს გაჰყვე.შენ თუ  ასე არ მოიქეცი,იმედი მაქვს ერთ დღეს მაინც აისრულებ გულის წადილს. სიყვარულით ჯულიეტა.

3.  –  ჩემო ძვირფასო კლერ!   50  წლის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს.ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა.მისი მადლიერი ვარ . – მაგრამ მე  ვწუხვარ, რომ ასე დავაგვიანე. – არა, როცა საქმე სიყვარულს ეხება სიტყვა დაგვიანება არ არსებობს.

4. “ბავშობაში ძალიან მიყვარდა ვარსკვლავების ყურება. ეჭვი მეპარება,რომ ვარსკვლავები ცეცხლივით იწვის. ეჭვი მეპარება, რომ მზე არ მოძრაობს. ვეჭვობ,რომ სიმართლე სიცრუეა, მაგრამ სიყვარულში, არასოდეს შემპარვია ეჭვი.”

5. – საყვარელო  ჩემი გაზრდილი ხარ , ასე რომ არ მოგერიდები და  პირდაპირ გეტყვი იდიოტი ხარ. – შენს გულწრფელობას ვაფასებ ბებია.

6. -შენი აზრით რამდენი სოფი არსებობს ამქვეყნად? ჩემსავით ნახევარი საუკუნე ნუ დაელოდები ჭეშმარიტ სიყვარულს. ახლავე წადი.გაეკიდე. რას უყურებ!

7. “მე ლონდონში ვცხოვრობ. არაჩვეულებრივ ცოცხალ და ისტორიულ ქალაქში. შენ კი ნიუ-იორკში ცხოვრობ, რომლის ქება დიდებაც  მეტისმეტად გაზვიადებულია. ატლანტის ოკეანე ძალიან ვრცელია. მაგრამ ყოველ დღე,რომ მოგვიწიოს მისი გადალახვა ცურვით, ნავით, თვითმფრინავით მაინც მინდა ვცადო. თუ საცხოვრებელ ადგილზე ვერ შევთანხმდებით. ჩემთვის მაინც დიდი სიამოვნება იქნება, როცა მეცოდინება რომ ოკეანის მეორე ნაპირზე შენ მელოდები. იმიტომ რომ სიგიჟემდე, მთელი გულით შემიყვარდი.”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply