როგორ შეიძლება შეაცვლევინო ადამიანს გადაწყვეტილება?

0
ერთხელ ქარი და მზე წაიჩხუბნენ, რათა დაემტკიცებინათ ერთმანეთისათვის თავიანთი სიძლიერე. ქარმა თქვა:
მე დავამტკიცებ, რომ უფრო ძლიერი ვარ. ხედავ ქურთუკიან მოხუცს? ნიძლავს ვდებ, რომ ვაიძულებ მას გაიხადოს პალტო, რასაც შენ ვერ მოახერხებ . . .
მზე ღრუბლებს მოეფარა, ხოლო ქარმა ისე სწრაფად დაიწყო ქროლვა, რომ მტვერი ავარდა. მაგრამ რაც უფრო ძლიერად უბერავდა ქარი, მით უფრო ეხვეოდა ქურთუკში მოხუცი, რომ მისგან თავი დაეცვა.
ბოლოს ქარი დაცხრა და დანებდა.
და ამის შემდეგ მზე ამოვიდა და მოხუცს მხიარულად გაუღიმა.
მოხუცმა იმ წუთში გაიხადა ქურთუკი. და მაშინ მზე შეეკითხა ქარს:
როგორ ფიქრობ, სიკეთე და მეგობრობა უფრო ძლიერია, თუ ბოროტება და ძალდატანება?
შენიშვნა: იგავის ავტორია ეზოპე (ბერძენი ფილოსოფოსი) და იგავი აღებულია წიგნიდან :  როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვიმხროთ ადამიანები (დეილ კარნეგი)
დაფიქრდით ამ იგავზე და სცადეთ პრაქტიკაში გაატაროთ იგი.  რეალურ ცხოვრებაშიც ასეა: 
მეგობრულ მიდგომასა და თავაზიანობას უფრო შეუძლია შეაცვლევინოს ადამიანს გადაწყვეტილება, ვიდრე ჩხუბსა და ძალდატანებას . . .
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply