როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე

0
როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე – ილია ჭავჭავაძის მიერ მგზავრის წერილებში დაწერილი ეს სიტყვები იყო  13 აპრილს, ტარტუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მიერ, ქალაქ ტარტუში ორგანიზებული „ქართული ლიტერატურის საღამოს“  ერთ-ერთი მთავარი მოტივი.
ქართველმა სტუდენტებმა გაიხსენეს ისეთი დიდი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვები. მათ ასევე ისაუბრეს თანამედროვე ქართულ მწერლობაზე და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიმდიდრეს, უნიკალურობასა და ქართული მწერლობის დიდ მნიშვნელობას, როგორც საქართველოს შემდგომი განვითარების აუცილებელ კომპონენტს. 

როგორც  „ქართული ლიტერატურის საღამოს“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გივი კუპატაძემ,  4მოტივთან საუბარში განაცხადა, იგი ამაყია ტარტუს უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველების  მონდომებით, სწავლის ხარისხითა და საკუთარ სამშობლოზე გულანთებული, მდიდარი ტრადიციების სათანადოდ დამფასებელი ქართველი ახალგაზრდებით. 

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply