როგორ მივაღწიოთ სტაბილურობას ურთიერთობებში?

0

საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებობს წესები , რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა შორის ურთიერთობებს. ალბათ ხშირად შეამჩნევდით რომ ხანდახან ახლოს ხართ საზოგადოებასთან ხან კი ძლიერ შორდებით . ეს ყოველივე ამ ურთიერთობათა შორის არსებული წესების დამსახურებაა.

არ არის ადვილი დღევანდელ ცხოვრებაში შეინარჩუნო სტაბილური დამოკიდებულება , ვინაიდან განსხვავებული მოსაზრებების გავლენის წყალობით, ჩვენ არც თუ ისე იშვიათად შევდივართ კონფლიქტში იმ დანარჩენებთან, რომლებიც ცდილობენ უარყონ ჩვენი მოსაზრებები და თავიანთი დაგვაჯერონ.

ურთიერთობათა სტაბილურობა ძირითად შემთხვევაში მოთმინებით , დიპლომატიური მიდგომითა და პატარ-პატარა ტყუილებით მიიღწევა. ნუთუ ამ უსასრულო სამყაროში სადაც ამოუწურავი ბაზაა იმისათვის რათა ადამიანმა იგი შეიმეცნოს ამ თვისებებისა თუ საქციელების გარეშე ვერ შევძლებთ მივაღწიოთ სტაბილურ ურთიერთდამოკიდებულებას გარშემომყოფებთან? ჩემი პასუხია- რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია! შევეცდები მარტივად და მოკლედ აგიხსნათ სქემა სტაბილური ურთირთობის დასამყარებლად თუნდაც უკვე იმ ეტაპიდან როცა ძლიერი დაძაბულობაა და თქვენი გადმოსახედიდან შეუძლებელია წესრიგის დამყარება :

1) შეიცანით საკუთარი თავი და შეიცნობთ ყველა სხვა დანარჩენს.

2) იყავით ფრთხილი და გამოიჩინეთ კეთილგონიერება .

3) ნუ იფიქრებთ რომ ადამიანებისგან მოდის საფრთხე (ღალატის, მოტყუების და ასე შემდეგ ).

4) მიუდექით თითოეულ ადამიანს ბუნებრივად და ნუ ეცდებით ვინმეს თავი ისეთად მოაჩვენოთ როგორიც თქვენ გგონიათ რომ მისთვის მისაღებია .

5) გამოუვალი მდგომარეობისას უბრალოდ აცადეთ ისაუბრონ , უსმინეთ დაკვირვებით ( ეს ეხმარება ადამიანს განტვირთვაში და იცლება იგი ).

6) გჯეროდეთ საკუთარი გონიერების , ეცადეთ დაინახოთ რა ხდება იმის იქით , ანუ ადამიანების მიღმა ნუ დააკვირდებით ყოველთვის დეტალებს ,მიმიკებს საქციელებს თუ მათ დამოკიდებულებებს.

7) სტაბილურობას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ როცა ეცდებით გაიგოთ ის რაც თითქმის გაუგებარია . ამას კი ზემოთ მოცემული ინსტრუქციის საშუალებით მოახერხებთ .

გამოგზავნი/ავტორი: ქეთევან ქართველიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply