როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს?!

0

როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს?!

გინდა მიაღწიო შენს მიზნებს?!

დიდხანს აღარ იოცნებო, არამედ ისინი რეალობად აქციო?!

ხო?!

მაშინ ამ გვერდზე სწორად მოხვდი.

ამ სტატიაში გაჩვენებ:

როგორ გაიგო,საერთოდ რა მიზნები გაქვს.

როგორ მიაღწიო შენს მიზნებს მარტივად.

როგორ გადალახო ეჭვები და შიშები, რომლებიც შენს მიზანს მოაქვს.

და გააკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა.

კარგად ჟღერს?!მაშინ დავიწყეთ:

საუკეთესო ჩემს სტატიაში ისაა, რომ სტატიის ჩაკითხვისთანავე შეგიძლია დაიწყო მოქმედება…სანამ გავაგრძელებ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა….საბოლოო ჯამში შენი წარმატება იმით ისაზღვრება, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

მიზნები-წარმატებული ადამიანების საიდუმლო

რა არის ყველა წარმატებული ადამიანის საიდუმლო?!

პასუხი:მათ აქვთ მიზნები.

ახლა მკითხავ, მიზნები, რომ არ მქონდეს და არც მათი მიღწევა მინდოდეს, არ წავიკითხავდი სტატიას სათაურით:როგორ მივაღწიოთ მიზნებსო?!აქ მართალი ხარ, მაგრამ მე რაღაც მიზნებს არ ვგულისხმობ, არამედ იმ მიზნებს, რომლებიც შენ გააზრებულად ამოირჩიე,იცი, რატომ გინდა მათი მიღწევა და ისინი ყოველდღიურად ძალას გაძლევენ და მოტივაციას, რომ მათზე იმუშაო.
კითხე შენს თავს:

როცა შვებულებას გეგმავ შენს საყვარელ ადგილზე, ხომ ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებ?!
რა თქმა უნდა.რატომაა ასე?!

რადგან შენი შვებულების მიზანი სიამოვნებას განიჭებს.

და აქ არის მთავარი ხრიკი:

შენი მიზანი ისეთი მაგარი უნდა იყოს შენთვის,როგორც შენი შვებულება, რომელიც ასე გიზიდავს.მაგალითად, ჩემი მიზანია:ბლოგერი გავხდე.ყოველ დილით ენთუზიაზმით ვარ ხოლმე სავსე,სანამ რამე ახალს დავწერ.არც დილით ადრე ადგომა მიჭირს, რადგან ჩემი მიზანი მიზიდავს.აღფრთოვანებში მაგდებს ის ფაქტი, რომ შემიძლია ისეთ რაღაცეებზე ვწერო, რაც მომწონს და ამით ვიცხოვრო კიდეც…ვიჯდე სადმე ლამაზ კაფეში ყავით ხელში და სტატიები ვწერო…

და თუ შენ ეს გაქვს, ეს ენთუზიაზმი, რომელიც შენს მიზანს მოაქვს,გარანტიას გაძლევ, რომ დანარჩენი თავისით მოვა….

და თუ როგორ უნდა დაისახო მსგავსი მიზნები, გაჩვენებ მალე.

ახლა კი, მინდა მოკლედ ვისაუბრო იმ მიზეზებზე, რატომ ვერ აღწევს ადამიანთა დიდი უმრავლესობა თავიანთ მიზნებს და შემდეგ გაჩვენებ ჩემი მიზნების მიღწევის 5 პუნქტიან გეგმას, რომლის განხორციელების შემთხვევაში გარანტიას გაძლევ, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დასახულ ნებისმიერ მიზანს მიაღწევ.

5 მიზეზი,რატომ ვერ აღწევ შენს მიზნებს:

1.შენი მიზანი უნდა იყოს დიდი.უზარმაზარი.

რატომ?! ძალიან უბრალო პასუხია:თუ შენი მიზანი დიდია, ის მოტივაციასაც გაძლევს შესაბამისად…

წარმოიდგინე:რა გაგდებს მეტ ენთუზიაზმში:შვებულება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში კანარის კუნძულებზე, თუ ბათუმში 3 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება?!

პატარა მიზნები მართალია ადვილად მისაღწევია, თუმცა ისინი ჩვენში ენთუზიაზმს არ იწვევენ.
და თუ რამე არ გვაგდებს ენთუზიაზმში, ჩვენი სხეულიც არ გვაძლევს ენერგიას მათზე სამუშაოდ…გინდა აქვე შეამოწმო ჩემი სიტყვების სისწორე?!მაშინ, წარმოიდგინე შენი საოცნებო სიტუაცია.

წარმოიდგინე?!ძალიან კარგი, ხომ რაღაც უჩვეულო სიხარულს გრძნობ გულში, თითქოს ფრენა შეგიძლია, აი ამ გრძნობას ვგულისხმობ.

ამიტომ:

დაისახე დიდი მიზანი.გახადე ის უზარმაზარი, ისეთი დიდი, რომ მან ყოველდღიურად ენერგია და ძალა მოქცეს მისთვის საბრძოლველად.

2.შენს მიზანს შენვე მიუღწევლად მიიჩნევ.

თუ შენ შენს თავშივე გამორიცხავ , რომ შენ ამ მიზნის მიღწევა შეგიძლია, როგორ გინდა, რომ მიაღწიო მას?!იცი, რომ წარმატება შენს თავში იწყება და შიში, რომ არაფერი არ გამოგივა,მოტივაციის ნომერ პირველი მკვლელია….აი, შენვე დაფიქრდი თუ რაღაცა არ გამოვა და ეს თავიდანვე იცი, ტყუილად, ხომ არ იშრომებ.იფიქრებ, რომ თავის შეწუხება არ ღირს(მაინც არ გამოვა, არარეალურია ან კიდევ შენ არ გაქვს საკმარისი მონაცემი, ეს მიზანი, რომ განახორციელო.)
აქედან გამომდინარე, პირველი წესია, დაისახო შენთვის „რეალური მიზნები“, რომლებზეც ფიქრობ, რომ მათი მიღწევა შეგიძლია.

ყურადღება:არ მისცე სხვა ადამიანებს იმის უფლება, გითხრან, რომ რამის გაკეთება არ შეგიძლია.წარმატებული ადამიანების ცხოვრებამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რაც ადამიანის გონებამ შეიძლება წარმოიდგინოს.(შეხედე რა სისწრაფით ვითარდება მსოფლიო და თავადვე მიხვდები).

ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ, დონალდ ტრამპი კი პრეზიდენტი გახდა….მართლაც ვინ იფიქრებდა?!

ასე, რომ გაკვეთილი აქედან:

დაისახე რეალური მიზნები, მიყევი შენს შინაგან ხმას და ნუ მოუსმენ ნურავის.შენ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.

3.არ ხარ დარწმუნებული იმაში, არის თუ არა შენი მიზანი, ის რაც მართლა გინდა.

ხანდახან არასწორ მიზნებს ვახარჯავთ ხოლმე დიდ დროს.თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ ისინი ბედნიერს გაგვხდიან, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ვამჩნევთ, რომ ჩვენი მიზანი მოტივაციას არ გვაძლევს და ყოველდღე მოქმედება მის მისაღწევად უფრო და უფრო რთულდება.
მოდით, კვლავ შვებულების თემას დავუბრუნდეთ:

სტრესული იყო შენი შვებულების დაგეგმვა თუ პირიქით სიამოვნებას განიჭებდა?!
დიდი ალბათობით, სიამოვნებას განიჭებდა ყველა დეტალზე ზრუნვა და სასიამოვნო დაღლილობას გრძნობდი.

და აქაა მთავარი ხრიკი:შენი მიზანი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს.თუ სწორად დაისახავ მიზანს, აუცილებლად მოგცემს შენი სხეული ენერგიას მასზე იმუშაო.

4.შიში გაქვს, რომ ვერ შეძლებ ამ მიზნის მიღწევას:

შემდეგი დიდი პრობლემა:

შენ გაქვს მიზანი, ხარ ტოპ მოტივირებული, მაგრამ შენს თავში წამში ათასმა იდეამ გაირბინა, თუ რატომ არ შეგიძლია ამ მიზნის მიღწევა…კი, მაგრამ…

თავში მოგდის ათასი ვარიანტი, რომელიც შეიძლება არ გამოვიდეს.მაგალითად, გინდა დიდი ხნის ნაფიქრი ბიზნესის დაწყება.ამბობ:ახლა კი დროა მართლა დავიწყო, ენთუზიაზმით უყვები შენს ნათესავებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს შენს იდეას….იწყებ გეგმის მოფიქრებას და ამ დროს, მოდიან ე.გ რეალური პრობლემები და შენც ნებდები.მსგავს სიტუაციას „კეთილმოსურნეთა რჩევებიც“ ემატება, რომ ასეთი ადვილი, რომ იყოს ყველა გააკეთებდა.შენც ამ ყველაფერს რეალურად იღებ და წყვეტ როგორც ოცნებას, ასევე მოქმედებას.

გეცნო სიტუაცია?!დარწმუნებული ვარ, თუ ოცნება ან მიზანი გქონია, ერთხელ მაინც ცხოვრებაში მსგავსი რამ განგიცდია.

მე თითქმის 90%ით ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანთა უმრავლესობა აი,სწორედ დამარცხების შიშის გამო ვერ აღწევს დასახულ მიზნებს.

მაგრამ კარგი ისაა, რომ შენ შეგიძლია ამ ყველაფერს შეებრძოლო და შენს შიშებს და შენს თავში არსებულ დაბრკოლებებს არ მისცე შენი შეჩერების უფლება.რადგან ბარიერები მხოლოდ შენს გონებაშია.და ამას პირადი გამოცდილებიდან ვსაუბრობ:ის რისიც მეშინოდა, ის სცენარები, რასაც თავში ვხატავდი, რეალობა არასოდეს გამხდარა, რადგან ჩვენი მოლოდინები რეალობასთან არავითარ კავშირშია…გაიხსენე შენი რომელიმე შიში, რომელიც უკვე გადალახე და მანამდე მასზე რასაც ფიქრობდი.აგიხდა ნაფიქრი?!90%ის შემთხვევაში ნაფიქრი რეალობასთან არავითარ კავშირშია.

ამიტომ:დატოვე შენი შიშები და ეჭვები უკან და იბრძოლე შენი ოცნებების ასახდენად.შენ თვითონ ნახავ, რომ როგორც კი პირველ ნაბიჯს გადადგამ, დანარჩენი თავისით მოვა.

5.სხვა შიშები ბლოკავენ შენს მოქმედებას.

ჩვენ ადამიანებს სხვადასხვა შიშები გვაქვს.ზოგი მათგან დიდია, ზოგიც პატარა:

ცვლილებების შიში.

შიში, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები ჩემზე ან ჩემს მიზანზე

შიში, საკუთარ თავს და სხვებს იმედი გაუცროო.

ჯერ კიდევ ამოუცნობის შიში(რა გელოდება წინ, რომ არ იცი).

არასწორი გადაწყვეტილებების შიში.

და ასე შემდეგ.

ყველა ამ შიშს შეუძლია შენ შეგაჩეროს შენი მიზნისკენ სავალ გზაზე.ამიტომ, იყავი გაბედული, ვიცი სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად რთული.ჩემ თავზე გამოვცადე, მაგრამ ამ ცდაში ისიც ვისწავლე, რომ შესაძლებელია ამ შიშების გადალახვა.

ასე, რომ ნუ მისცემ შენს შიშს შენი შეჩერების უფლებას.საერთოდ, სინანული უფრო მძიმე ასატანია, რომ რაღაცა არ გააკეთე, ვიდრე ის, რომ გააკეთე და დამარცხდი.როგორც დიდმა მარკ ტვენმა თქვა:

“ ოცი წლის შემდეგ,მეტად იმედგაცრუებული იქნებით იმით, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმის გამო, რაც გიკეთებიათ.ასე, რომ გვერდზე მოისროლეთ საზღვრები, მოშორდით უსაფრთხო ნაპირს, მომართეთ აფრები, გამოიკვლიეთ, იოცნებეთ,აღმოაჩინეთ.“

ხოდა, ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო დამარცხებაზე აქ გაჩვენებ ჩემს 5 პუნქტიან გეგმას მიზნების მისაღწევად:

მზად ხარ?!

მაშინ, დავიწყეთ.

1.დაისახე დიდი, უზარმაზარი მიზანი.

გაბედე ოცნება!იოცნებე, რაც შეიძლება დიდად.ვიცი, თავიდან ძალიან რთულია, შენს თავს გიჟად მიიჩნევ და გგონია, გააფრინე, მაგრამ ნუ მოუსმენ ამ ხმას.ეცადე, დღითი დღე უფრო და უფრო დიდად იოცნებო.იმის მაგივრად, რომ იოცნებო პატარა სახლზე ან ოთახზე, იოცნებე დიდ საკუთარ სახლზე დიდი ვერანდით.

მოშორდი ცოტა ხნით რეალობას და გაფრინდი.მიეცი, შენს თავს უფლება იფრინო, ფრთები გაგეზარდოს.ყველა წარმატებული ადამიანის საიდუმლო ისაა, რომ მათ არარეალურის სჯეროდათ, მტკიცედ სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ წამს ეს ყველაფერი კოსმოსში გაფრენას გავდა.ყველა წარმატებულ ადამიანს ვისაც ვიცნობ, ან ვისი ცხოვრებაც წამიკითხია, ყველასთან ეს მხვდება, ეს რწმენა არარეალურის მიღწევის.და ესაა, ის მთავარი პუნქტი, რომელიც შენ გჭირდება, ირწმუნე, რომ სასწაული მოხდება და სასწაული მართლაც მოხდება.
ის, რაც 5 წლის წინ არარეალური მეგონა, დღეს ჩემი ყოველდღიურობაა.როცა საქართველოში სტუდენტი ვიყავი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარიზში ახალ წელს 4 ვარკსვლავიან სასტუმროში შამპანიურით ხელში შევხვდებოდი.ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ ვოცნებობდი მაინც და ეს ახდა.

ასე, რომ შენც გაქვს უფლება არარეალური იოცნებო.მიეცი შენს ფანტაზიას ფართო გასაქანი.და ფიქრი:ეს მაინც არ გამოვა, ამ პროცესში მკაცრად აკრძალულია.

2.წარმოიდგინე შენი მიზანი ყოველ დღე და იგრძენი, რა გრძნობაა ამ მიზნის მიღწევა.

იგრძენი შენი მიზანი, ეცადე ძალიან დეტალურად წარმოიდგინო.დაინახე შენი მიზანი კონკრეტულად:მაგალითად, შენი საოცნებო სახლი, მანქანა, პარტნიორი, სამსახური და ა.შ.
ამ პროცესში ძალიან დაგეხმარება, თუ სურათებს ამობეჭდავ ინტერნეტიდან და გააკრავ ისეთ ადგილას, სადაც ყოველ დღე დაინახავ.მაგალითად, მე ჩემი მიზნები რვეულში ჩავაკარი, რომელსაც ყოველდღიურად დაგეგმისთვის ვიყენებ.შესაბამისად, ჩემს მიზნებს ყოველდღე ვხედავ.
ახლა კი აიღე ხელში პასტა და ფურცელი და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

რამდენი გინდა რომ გამოიმუშაო თვეში?!დაწერე კონკრეტული ციფრი.(მაგ. 1000ლ, 2000ლ)
სად გინდა დღეიდან 5 წელში იცხოვრო, სად გინდა 5 წელში შენი თავი დაინახო?!(რომელ ქალაქში, ვისთან ერთად…)

როგორია შენთვის საოცნებო სასიყვარულო ურთიერთობა, ქორწინება?!

რომელი მანქანა გინდა გყავდეს?!(ფერი, მარკა…)

და ასე შემდეგ.

ეცადე ამ კითხვებზე რაც შეიძლება დეტალურად უპასუხო.მაგალითად, გინდა სახლი.როგორი სახლი?!საკუთარი სახლი თუ კორპუსის ბინა?!რამდენოთახიანი?!რომელ უბანში?!
დაწერე შენი პასუხები აწმყოში, თითქოს ეს უკვე შენ გეკუთვნის:მაგალითად, არა მე მინდა 5 ოთახიანი ბინა ვაკეში.არამედ, 5 წელში(შეგიძლია თარიღიც აირჩიო) ვცხოვრობ მე 5 ოთახიან ბინაში ვაკეში.

გიჟურად ჟღერს?!ვიცი!მაგრამ ხდება და შენ არაფერი გაქვს დასაკარგი, უბრალოდ ცადე და შედეგიც შენ თვითონ გაკვირვებული დარჩები.

დაწერე ყველაფერი?!ძალიან კარგი.ახლა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე შენი მიზანი.ისევ ბინას რომ დავუბრუნდეთ, წარმოიდგინე შენი 5ოთახიანი ბინა.როგორ დადიხარ ოთახებში, როგორ მოაწყობ მას, რა ავეჯს დადგამ.როგორც უკვე გითხარი, ეცადე წარმოიდგინო, რაც შეიძლება დეტალურად.ამასთანავე, იგრძენი, რა გრძნობაა ამ ბინის ქონა:იწვევს შენში სიხარულს,რაღაც ეიფორიას?!მაშინ, ეს შენი მიზანია.გააკეთე ეს სავარჯიშო ყოველ დღე 10 წუთის განმავლობაში.საუკეთესო შემთვევაში, დილაობით.

3.დაყავი შენი მიზანი პატარა მიზნებად:

რადგან დიდი მიზანი ხშირად მიუღწევლად გვეჩვენება ხოლმე, კარგია, თუ ჩვენს მიზანს პატარა მიზნებად დავყოფთ და ე.გ გეგმას გავაკეთებთ.მაგალითად, თუ მე მინდა 5 ოთახიანი ბინა ვაკეში, ვკითხავ ჩემ თავს და მოვიძიებ ინფორმაციას რა მჭირდება ამ მიზნის მისაღწევად.და მოვიფიქრებთ გეგმას, რა უნდა გავაკეთოთ წლიურად, რომ 5 წელში ამ ბინის შეძენა შევძლოთ.რა წინაპირობებია ამისთვის საჭირო და შევადგენთ გეგმას.მაგალითად, რა უნდა გავაკეთო ერთ წელში, რა შემიძლია გავაკეთო თვიურად ან ყოველდღიურად, რომ შევძლო ამ მიზნის მიღწევა.მაგალითად, თუ ჩემი შემოსავალია ახლა 800ლარი, მოვიფიქრებ, რა საშუალებით შემიძლია მეტის გამომუშავება, რომ 5 ოთახიანი ბინის შეძენა შევძლო ან კიდევ ბიზნესი დავიწყო, რომელიც 5 წელიწადში იმხელა მოგებას მომიტანს, რომ ბინა შევიძინო.იმედი მაქვს, რომ პრინციპს მიხვდი.ასე შეგიძლია, ყველა შენს მიზანზე მოქმედების გეგმა შეადგინო.

4.დაამარცხე შიშები და ეჭვები მარტივად.

არასოდეს დაიწყებ ბიზნესს, თუ გაქვს გაკოტრების შიში.ამიტომ, მიზნის მისაღწევად, უნდა გავთავისუფლდეთ ეჭვებისგან და შიშებისგან.

პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ ეჭვების და შიშის ქონა ნორმალური პროცესია და ეცადე მათ კი არ შეებრძოლო, არამედ ისინი შენი პიროვნების ნაწილად მიიღო.

ჩემი ხრიკი:როცა წარმოიდგენ სიტუაციას, როგორ მარცხდები, კი არ გაბრაზდე შენს თავზე.არამედ, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ახლა სიტუაცია, როგორ იმარჯვებ.ჩაანაცვლე შენი ნეგატიური ფიქრები პოზიტიურით.დროთა განმავლობაში, გაქრებიან შენი ეჭვები და შიშები და შენს თავში ოპტიმიზმი დაიდებს ბინას.

5.დაიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ შენი მიზნისკენ სვლა -ახლავე!

ახლა აიღე შენი ფურცელი, წაიკითხე პირველი ნაბიჯი და დაიწყე ამ წამსვე მოქმედება.ამ წამსვე!ასე გააკეთე ყოველ დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიხვალ საბოლოოდ შენს მიზნამდე.შენს ტემპში.
კი მაგრამ ახლა?!

კი, მაგრამ ესაა მიზნის მიღწევის საიდუმლო?!ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდე ჩემს მიზნამდე?!კი მეგობარო!სხვანაირად, როგორ გინდა შენი მიზნის მიღწევა?!სწორედ ესაა საიდუმლო:ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღე მოქმედებაში მოსვლა.მარტო ოცნებით, ჯერ არავინ არ გაფრენილა.დარწმუნებული ვარ, შენი ოთახი თავისით არ დალაგებულა, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე დიდხანს გიოცნებია.ადექი და დაიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ დალაგება და დალაგდა.

ასე, რომ მოდი მოქმედებაში!შენ ყველაფერი გაქვს უკვე მიზნის მისაღწევად.

რაღას უცდი?!დაიწყე!მე ჩემი პრაქტიკული რჩევებით შენს გვერდზე ვარ.

ავტორი: ანი არეშიძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply