როგორ იწყება ჩემი დღე: რობინ შარმა

0

ნამდვილი ბრძოლა, ეს დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბევრი რამეა მისაღწევი, დრო კი ძალიან ცოტაა. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და თუ კი დილას დაიწყებ მზესთან ერთად უთუოდ შეძლებ დაგეგმილი საქმეების მოგვარებას. ადრე ადგომა საუკეთესო საჩუქარია, რომელიც საკუთარ თავს შეგიძლია გაუკეთო.

მიყვარს დილის საათებში ვარჯიში. ეს საგრძნობლად მავსებს ენერგიით და შთაგონებით. ყოველ კვირას მასაჟს ვიკეთებ, რაც პროდუქტიულობასაც ზრდის და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან. გამოყავი 60 წუთი დილის 5 საათიდან და იყავი შთაგონებული. ადექი, იკითხე, იფიქრე საკუთარ მიზნებზე, წერე ოცნებებზე, სპორტ დარბაზს მიმართე. თავს უკეთ იგრძნობთ. ენერგიით აღივსებით.

მე მედიტაციით ვარ გატაცებული. ეს ჩემზე დადებითად მოქმედებს და უკეთ მძინავს.

დაიმახასოვრე, რომ ყველა ახალი პრაქტიკა და გამოცდილება სტრესის მომგვრელია, სანამ შეეჩვევი. მოიკრიბე ძალა და ადექი 5 საათზე. ამ უნარს გამოიმუშავებ. 40 დღის შემდეგ მიხვდები, რომ ეს ცხოვრების ყველა სფეროზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

ოთხი მოტივის გუნდის წევრი და პუბლიცისტი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply