როგორ ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები?! – ინიციატივა და ლიდერობა

0

შესაძლებლობა, ჩვეულებრივ, არ იმალება იმ სკივრში, რომელიც ხუთასი წლის წინ მთვრალმა მეკობრემ დამარხა საიდუმლო კუნძულზე, არც წარსულში, არც საწოლის ქვეშ და არც სადმე სხვაგან. შესაძლებლობას, საერთოდ არ უყვარს ჩვენგან გაქცევა, ეს ჩვენ გვიყვარს მასთან დამალობანას თამაში. ან ზოგჯერ, ისე ავუქნევთ ხოლმე ხელს, აბეზარ კოღოს ან ბუზს არ გაიმეტებენ ასე… :)))) ის, ერთგული ძაღლივით, ხან აქ ამოყოფს თავს, ხან იქ, გვეთამაშება, გვეძახის, რომ დავინახოთ, მაშ, რა ხდება?! ვინ არის დამნაშავე?! შესაძლებლობა თუ ჩვენ?!

რათქმაუნდა, შესაძლებლობა!!! 🙂 რას მეთამაშება? თუ მოსვლა უნდა მოვიდეს, ამდენი ხანია ველოდები!!!

რას ელოდები?! რატომ ელოდები?! იქნებ, ის გეძებს? იქნებ, შენც მოგეძებნა იგი? იქნებ, დროა, შევეშვათ რაღაცის მოლოდინს და დავიჭიროთ ხელში ლუპა, რათა უკეთ მოვძებნოთ? მე 3D სათვალეს გირჩევდით და იცით რატომ? ჩვენ მივეჩვიეთ ყველაფრის მშრალად აღქმას, ავტომატურად წაკითხვას, დაუკვირვებელ ყურებას…

ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მაქვს კონსულტაცია, კითხვა-პასუხი ან მეგობრული საუბარი “შესაძლებლობების პოვნის” შესახებ… კითხვის ავტორთა უმეტესობა მწვავედ განიცდის უფუნქციობას, აქვს მიტოვებულობის განცდა და ჩემი ფუნქციაა დაგეხმარო სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში!

ადამიანი, ალბათ, ორივე თვალს უფრო ადვილად ამოითხრის, ვიდრე სიმართლეს გაუსწორებს და აღიარებს, რომ თავად არის ყველა მის ბედნიერებასა და უბედურებაში დამნაშავე!

სანამ შენ ცხვირი უიმედოდ ჩამოგიშვია შენს გარშემო შესაძლებლობები პეპლებივით დაფარფატებენ… რასაკვირველია, შენ შემედავები: “შენ არ იცი, მე სულ სხვა სიტუაცია მაქვს!” შემედავე, რამდენიც გინდა, ვისაუბროთ, რამდენიც გინდა, მაგრამ ფაქტი არ იცვლება: – ვისაც თვალები სწორად აქვს გახელილი, 100%-ით ახერხებს შესაძლებლობის პოვნას!

ზოგი ხედავს დაბრკოლებებს, ზოგიც – შესაძლებლობებს, ხოლო ნამდვილი ვირტუოზი ყველა დარკოლებას შესაძლებლობად აქცევს!

შეიძლება, შენთვის ყოველივე ზემოთ ნათქვამი უბრალოდ, განხილვის საგანია და როდესაც “დააLIKEბ” და “დააკომენტარებ” ამ პოსტს, წახვალ, სხვა პოსტს “ჩასქროლავ” და დაგავიწყდება, რომ ეს მტკივნეული საკითხი ისევ მოსაგვარებელია, მაგრამ თუ შენში ლიდერი კედლების გამონგრევას ლამობს, აუცილებლად მოახერხებ, ფოკუსირება მოახდინო ამ საკითხზე და ერთხელ და სამუდამოდ ისწავლო ყველა შენს ხელთ არსებული რესურსი ეფექტიანად გამოიყენო, რასაც ძალიან კოხტად და დალაგებულად ვასწავლი ჩემს გუნდს!

იცი, თავის დროზე, მეც ვაღიარე, რომ უბრალოდ არ მინდოდა დამენახა ის ბრწყინვალება, რასაც მთავაზობს სამყარო, ცხოვრება რომ თავში კარგად ჩაგცხებს, ბოლოსდაბოლოს ადგები, მიხვდები და აღიარებ :))))) ), ხოლო თუ ვერ მიხვდები, იქამდე გარტყმევინებს თავს, მანამ მაინც იმავე დასკვნამდე არ მიხვალ. უბრალოდ ჩვენი არჩევანია – დავიგრძელოთ გზა თუ არა…

შესაძლებლობების “ამოცნობას” უმადურობა უსქელეს კედელს უშენებს წინ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს ოპოზიციაში ჩავუდგეთ, დავასახელოთ ათასნაირი ხელისშემშლელი მიზეზი და გარემოება და ეს, უდავოდ, ხელისშემშლელი ჩანდეს, მაგრამ შენი არჩევანია – მოიკუნტები კუთხეში თუ გადაწყვეტ მოაგვარო… როგორც კი ლიდერულ არჩევანს გააკეთებ, გაიზრდება შენი თვითშეფასება და უცნაური მაგიით, გამოსავალი თავად გამოჩნდება…

სიტუაცია არ არის პრობლემა, ესაა უბრალო მოცემულობა, რომელსაც უნდა შეხედო შემფასებლური და არა დასკვნებისგამკეთებლური თვალით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც გარკვეული რესურსი ხელთ და ჩვენი მიზანია მოვახერხოთ არსებული რესურსების ეფექტური გამოყენება, რაც ეტაპობრივად, უფრო დიდ მასშტაბებზე გაგვიყვანს…

არ გავა ბევრი დრო და სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, როგორ მოვახერხე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სრულიად ასოციალურმა და ჩაკეტილმა ადამიანმა ამდენი არაჩვეულებრივი მეგობრისა და ადამიანის ნდობის დამსახურება და კეთილგანყობილი გარემოცვის შემოკრება?! ან როგორ ვახერხებ, რომ ნდობა, ინტერესი და შემოთავაზებების რაოდენობა სულ უფრო იზრდება?! თუ ვინმეს მიღწევა ჯერ კიდევ შემთხვევითობა გგონია, ე.ი. ჯერ არ ხარ წარმატებისთვის, რადგან წარმატება “შემთხვევით” არ მიდის არავისთან… წარმატების უკან დგას ძალიან დიდი შრომა, დაღვრილი ოფლი, ცრემლი, დახარჯული დრო და ენერგია, ხოლო შემდეგ გამოდიან პატარა ადამიანები და ამბობენ: “მას გაუმართლა!” და ამას, განა, იმიტომ აკეთებენ, რომ არ იციან, რა ჯაფა უნდა წარმატების მიღწევას? იციან!!! უბრალოდ, თუ იტყვიან, რომ “მან თავისი შრომით, დამსახურებულად მიიღო წარმატება”, ავტომატურად აღიარებენ თავიანთი ხელმოცარულობის მიზეზს! ანუ, როგორც ეს ფრაზა ღაღადებს: “ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს”!

გინდა გაჩუქო “შესაძლებლობების მაგნიტი?”

“ნეტავ, ასე მოხდეს!”, “ნეტავ, დამელაპარაკოს!”, “ნეტავ, მოგვარდეს!”, “ნეტავ, ვინმემ წარადგინოს ჩემი იდეა და მე მოვიპოვო აღიარება!” და სხვა მრავალი ფრაზა, რაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტის დეფიციტზე მიუთითებს…

ესაა ინიციატივა!

ინიციატივის გამოვლენის უნარი შენი “ტურბო ძრავია” წარმატებისკენ, ეს უნარი დაგეხმარება ახალი ადამიანების შეძენაში, ახალი ურთიერთობების წამოწყებაში, თვითპრეზენტაციაში, კონფლიქტებისა და გაურკვევლობის მოგვარებაში, შესაძლებლობების შექმნაში, საკუთარი გავლენის წრის გაფართოებაში, ლიდერული უნარების გამოვლენასა და განვითარებაში…

ესაა უნარი, რომელიც ძალიან ძალიან მაკლდა, როდესაც ღიმილიანი, მაგრამ ჩუმი ვიყავი და ველოდებოდი, ოდესმე ვინმე როდის ამოიღებდა ხმას და იტყოდა იმას, რისი თქმაც მინდოდა მე! ძალიან ხშიად სანანებლად გამიხდა ის, რომ არ ვთქვი საჭირო დროს, საჭირო ადგილას ის, რასაც ვფიქრობდი და რომ მეთქვა, შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები…

ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით, 6 წლის წინ), ოფისის რომელიღაც კუთხეში ნაპოლეონ ჰილის “წარმატების კანონში” თავჩარგული ვიჯექი… ეს კადრი დღესაც თვალწინ მიდგას… სწორედ, იმ მომენტში ვკითხულობდი თავს “ინიციატივა და ლიდერობა” და იშვიათად მახსენდება რაიმე, რასაც ასეთი ზეგავლენა მოეხდინოს… იმავე მომენტში გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ გამხდარიყო ეს უნარი ჩემი პიროვნების განუყოფელი ნაწილი! რადიკალური ცვლილებები, ცხადია, ერთ დღეში (და არც ერთ წელიწადში!) არ მომხდარა, თუმცა დროთა განმავლობაში ფაქტი შეიცვალა – ჩემ გარშემო უფრო ძლიერმა ადამიანებმა დაიწყეს გამოჩენა, შემდეგ დავაკვირდი, რომ ეტაპობრივად ჩემი გარემოცვა სრულიად შეიცვალა, თითქოს რაღაც “ჯადოსნური” პრინციპით, ყოველ ეტაპზე სულ უფრო განსაკუთრებული ადამიანები ხვდებიან ჩემს გარემოცვაში, სულ უფრო კეთილგანწყობილი, სანდო, ძლიერი, მუდმივი განვითარების პროცესში!

ეს გამართლება არაა! ეს უბრალოდ, დამოკიდებულების შეცვლაა – აზრების შეცვლას მოჰყვება დამოკიდებულების შეცვლა, დამოკიდებულების შეცვლას მოყვება მოვლენების შეცვლა და მოვა შედეგი… სასწაულები ხდება მათთვის, ვინც მზადაა მათი დანახვისა და რწმენისათვის! შესაძლებლობა ყვავილივითაა, ზოგჯერ უნდა ადროვო გაფურჩქვნა, მაგრამ არ მიიყვანო ჭკნობამდე – დროულად მოწყვიტე!

ამიტომ, დღეს ჩემს გუნდს ყოველთვის შთავაგონებ ინიციატივაზე, სიტუაციის განსხვავებულ ხედვაზე, ორიგინალური წარმოსახვის უნარისკენ და ყოველდღიურად ვხედავ მათში ცვლილებებს.

ზოგჯერ ხდება, როცა გინდა და გრძნობ, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყო ცხოვრებაში და ამავე დროს ვერ უშვებ ძველს… შენი ასეთი ქცევა არ აძლევს საშუალებას ახალსა და კეთილს – შემოვიდეს შენს ცხოვრებაში…
რაც მეტად გაწელავ ცვლილებებს შენს ცხოვრებაში, მით მტკივნეული იქნება ტრანსფორმაცია შენთვის! ის რაც არ არის შენი, ჯაჭვით რომ დააბა, მაინც გაგექცევა, ხოლო ის, რაც შენია, წიხლით რომ გააგდო – არ წავა!

აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე, ნიშნავს – დაზოგო დრო! ამ დროს შენ არ ელოდები, როდის მოიფიქრებს ვინმე რამეს ან რაღაც როდის შეიცვლება, არამედ თავად ხდები ცვლილებების ლიდერი! ადამიანები იწყებენ შენს შემჩნევას, პატივისცემას, მოსმენას, ისინი მოგყვებიან! შენ გაქვს შესაძლებლობა დაეხმარო მათ, ვისი დახმარებაც ასე გინდოდა, ანუგეშო ისინი, ვისი დამშვიდებაც ოდესმე გინატრია, მაგრამ თუ შენ ელოდები “რაღაცას”, იმ “რაღაცას”, რომელიც არ მოგვარდება “თავისით”, ყავა მოიმარაგე – დიდხანს მოგიწევს ლოდინი!

მინდა, რომ გაგიმართლდეს იმედები, ჩემო მეგობარო, მაგრამ იმედებს შენც უნდა გაუმართლო! იღბალი, რატომღაც, მათთან მოდის, ვინც მეტს იბრძვის და მეტს შრომობს…

მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ხელიდან გაშვებულ შანსს წლობით მისტირის და უმადურობის ასეთი გამოხატულებით ახალ, უფრო მაგარ შესაძლებლობებსაც უშვებს ხელს!

თუ რაღაც მთავრდება – ე.ი. უუუფრო მაგარი რამ უნდა დაიწყოს!!!

აკეთე შენი გასაკეთებელი და შედეგს ნუ ელოდები ახლავე – მიეცი დროს ცოტა დრო!!!

ძლიერი ადამიანები ეძებენ შესაძლებლობებს, ხოლო უძლიერესები – თავად ქმნიან მათ!!!

იმედია, დაგაფიქრებს ეს პოსტი და თუკი ხვალიდან შენ დაიწყებ იმის კეთებას, რასაც უკვე მერამდენე წელია სხვისგან ელოდები – ჩავთვლი, რომ კიდევ ერთი სიკეთე გავაკეთე! დამეხმარე სიკეთის კეთებაში – გაძლიერდი!!!

P.S. დაფიქრდი, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები: ვისგანაც გარბის შესაძლებლობა, ვინც ეძებს, თუ ქმნის?!

P.P.S. გინდა გახსნა შენი ლიდერული უნარები უფრო მეტად და თავად ისწავლო შესაძლებლობების შექმნა?! გამოიჩინე ინიციატივა!

სიყვარულითა და ბრდღვიალა ინიციატივით,
თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply