როგორ დავძლიოთ შიში და გადავდგათ ნაბიჯი რაიმეს დასაწყებად – ცნობილი ადამიანების რჩევები

0

გთავაზობთ შთამაგონებელ აზრებს ცნობილი ავტორების, მსახიობებისა თუ მხატვრების, რომელიც დაგაფიქრებთ, დრო არის უარი თქვათ შიშზე და დაიწყოთ მოქმედება.

სტივენ პრესფილდი „ხელოვნების ომი“

„თუ თქვენი ხელ-ფეხი შიშისაგან შეკრულია, ეს კარგის ნიშანია.  რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, შიში,  ისე როგორც  საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა ერთ-ერთი ინდიკატორია. ის გვეუბნება, რა გვაქვს გასაკეთებელი. შიშის ხარისხი უტოლდება, ათანაბრებს წინააღმდეგობის ძალას. ამიტომ, რაც უფრო დიდია შიშის შეგრძნება კონკრეტული საქმის მიმართ, უფრო მეტად გვჭირდება დარწმუნება რომ საქმე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი სულის ზრდისათვის.

სეთ გოდინი

რაც ჩვენ გვჭირდება რომ გავაკეთოთ, არის ვკითხოთ საკუთარ თავს: “რა არის ის მცირე რამ, რისი ოსტატურად გაკეთებაც შემიძლია და რა არის ის, რისი გაკეთებისაც ყველაზე მეტად მეშინია, თუნდაც მცირე რაოდენობის ადამიანების წინაშე, რა არის ის, რაც მასწავლის, როგორ ვიცეკვო შიშთან?  მას შემდეგ, რაც დავხელოვნდებით ამაში, ჩვენ გავაანალიზებთ, ეს არ არის ფატალური.  და ის არ არის აზრობრივად გასაანალიზებელი – ვცხოვრობდეთ რაიმეთი, რაც არ იყო საბედისწერო. და ეს იდეა არის ის რაც ასე მნიშვნელოვანია, რადგან შენ შეგიძლია გააკეთო კიდევ უფრო მეტი.  

თინა ესმეკერი

“როდესაც ფიქრობთ, რაიმეს გაკეთებაზე და ეს ძალიან საშიში გეჩვენებათ, როცა ეს საქმე ჰგავს შეგრძნებას, თითქოს დიდი ლომი გელოდებოდეთ ფინიშის ხაზთან… თითქოს ლომი ღრიალებდეს და სასტიკად მძვინვარე თქვენს ნაკუწებად ქცევას ლამობდეთ, ნუ დაფიქრდებით, გაიქეცით მისკენ… წინ ლომისკენ !“

ჰიუ ლორი

“ვფიქრობ, საშინელი შეგრძნებაა, იჯდე და ელოდო, როდის იქნები მზად. თითქმის არავინ არასდროს არის მზად რაიმეს გასაკეთებლად. ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამ, როგორც მზადყოფნა რაიმესათვის. არსებობს მხოლოდ „აქ“ და „ახლა“. დაახლოებით ასეთ რამეს ვგულისხმობ: მე, თავდაჯერებით გეუბნებით თქვენ, რომ მზად ვარ წავიდე ისეთ ექსტრემალურ სპორტში, როგორიცაა სიმაღლიდან ხტომა, სინამდვილეში მე ეს არ შემიძლია და არც არასდროს მიცდია. რისკის მოყვარული შეშლილი არ გეგონოთ, უბრალოდ ვფიქრობ, „ახლა“  შესანიშნავი დროა რაიმეს გასაკეთებლად.”

ფრიდრიხ ნიცშეს – „ძალაუფლების ნება“

„ადამიანებისთვის, რომლებიც რამდენადმე მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის, ვისურვებდი ტანჯვას, განადგურებას, ავადმყოფობას, ყოველგვარ საფრთხეს. ვუსურვებდი მათ, განიცადონ უკიდურესი უპატივცემულობა,  დაიტანჯონ თავდაჯერებულობის ნაკლებობითა და მოსალოდნელი მარცხის უხერხულობის შეგრძნებით.  მე არ ვუთანაგრძნობ მათ, იმიტომ რომ ისეთ რაიმეს ვუსურვებ, რასაც შეუძლია დაადასტუროს დღევანდელი დღე…  რაც მათ გააძლიერებს.“

კრისტინა როსეტი

“შეიძლება იყოს რაიმე იმაზე უფრო დამანაღვლიანებელი, ვიდრე დაუსრულებელი საქმე?

რა თქმა უნდა, შეიძლება… დაუსრულებელ საქმეზე საშინელი ის საქმეა, რომელიც არც კი დაწყებულა „

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply