როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში?!

0

რატომ იპყრობთ ბავშვებს შიშის გრძნობა?! რა ფარული გზავნილები შეიძებ ჰქონდეს უარყოფითი პერსონაჟების მიმართ შიშს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში ზღაპრის მეშვეობით?!

ზოგადად, რატომ ეშინია ბავშვს, ალბათ, ძალიან გავრცელებული შეკითხვაა მშობლებს შორის. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრა შევეცდებით, მეტნაკლებად ყველა კუთხიდან განვიხილო თემა. მიზები, შესაძლოა, 3 ჯგუფად დავყოთ:

ასაკობრივი შიში რომელიც სპეციფიკურად დამახასიათებელი კონკრეტული ასაკისთვის. მაგ 2-4 ლის ასაკში, ეს შეიძლება იყოს სიბნელის, სიმაღლის, წყლის, მწერების, ცხოველების შიში. 4-5 წლის ასაკობრივ შიშად ითვლება კატასტროფის, მიწისძვრის, სტიქიური უბედურებების შიში. ცოტათი მოზრდილ, 6-8 წლის ასაკში, ბავშვი სიკვდილის შეუქცევადობას აცნობიერებს და სწორედ ამიტომ აქტუალურია საკუთარი, ან ახლობელი ადამიანის სიკვდილის შიში. თუ ბავში აღნიშნულ ასაკობრივ პერიოდში სწორედ ამ შიშებს ავლენს, განსაკუთრებული შფოთვის საფუძველი მშობლებს არ აქვთ.

მიბაძვით გაჩენილი შიშიროდესაც მშობელი, ან ბავშვთან დაახლოებული პირი ავლენს შფოთვითი ქცევის მოდელს, ბავშვიც ბაძავს მას და სწავლობს შიშს.

შიში, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული მოვლენის გამო. ეს შეიძება იყოს ოჯახური კონფლიქტი, სკოლაში მომხდარი უთანხმოება და ა.შ.

საინტერესოა, რისი თქმა უნდა ბავშვის არაცნობიერს მაშინ, როდესაც მას ეშინია. რა „მიზნით“ ეშინია ბავშვს, რა არის ის ფარული შეტყობინებები, რომელსაც შიში თავის თავში შეიცავს. ზოგადად, შიში პროდუქტიული ემოცია, მდგომარეობ. შიშით ბავში სწავლობს სიფრთხილეს, ხოლო განცდილი „გადახარშული“ შიში ფსიქიკური სიმწიფის მაჩვენებელია.

ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც 3-6 წლის ბავშვებს ჰკითხეს, რომელი ზღაპრის გმირის ეშინოდათ ყველაზე ძალიან. აღმოჩნდა, რომ ოჯახებში, სადაც მშვიდი ატმოსფეროა, ნაკლებდ ვლინდება შიში უარყოფითი პერსონაჟის მიმართ, და პირიქით, რაც უფრო დაძაბულია სიტუაცია ოჯახში, მით მეტია შიშის დონე. აქედან გამომდინარე, უარყოფითი პერსონაჟის მიმართ შიში, შეიძლება, უკავშირდებოდეს დასჯის, გაუცხოების, მიტოვების შიშს. საინტერესო მომენტია შიშსა და ზღაპრის პერსონაჟებს შორის კავშირი. არაცნობიერად, „ ბოროტ დედინაცვალს“ ბავშვი უკავშირებს დედის ან ბებიის სახეს, ხოლო „შავი ხელი“ „გობლინი“ „გუდიანი კაცი“ მამის ან ბაბუის ხატი. შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახში მთთან ურთიერთობას.

კონკრეტული რჩევები შიშთან გამკლავებისთვის:

მაგალითად, თუ ბავშვს აქვს დაძინების შიში, რომელიც სიბნელის შიშით არის გამოწვეული, რადგან იქ შეიძლება ცხოვრობდნენ ურჩხულები, საშიში ცხოველები, მშობელს შეუძლია დარჩეს მასთან გარკვეული პერიოდი, ჰკითხოს როგორ გამოიყურებ ურჩხული, რომელი სამყაროდან და რისთვის მოვიდა, შეუძია თუ არა ადამიანთან მეგობრობა, რისი თქმა სურს ბავშვისთვის? ამ კითხვევბის მეშვეობით, ბავშვს საშუალება მიეცემა, ოდნავ უკეთ წარმოიდგინოს, რისი ეშინია, გახდეს უფრო ინფორმირებული საკუთარ შიშთან მიმართებაში. შიში სხვა არაფერია, თუ არა ინფორმაციის ნაკლებობა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ ბავშვების განცდების მიმართ, დაინახონ, რა ემართება ბავშვს და არ შეუწყონ ხელი შიშის გაძლიერებას.

შიშის დაძლევის ეფექტური მეთოდია ზღაპრის მოყოლა, რომელიც იქნება რაღაც კონკრეტული სიუჟეტის მატარებელი. გთავაზობთ 3 ასპექტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ზღაპრის შედგენის დროს :

ზღაპარი აუცილებლად უნდა ასახავდეს აქტუალურ პრობლემას. რაც უფრო დიდია ასაკი, მით ნაკლები უნდა იყოს მსგავსება პერსონაჟსა და ბავშვს შორის.

ზღაპარი უნდა შეიცავდეს მოქმედების მოდელს, რომლის დასრულების შემდეგ, შეგვეძლება გარკვეულ რესურსზე საუბარი. ზღაპრის დასრულების შემდგომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ქცევის ახალი მოდელის, ახალი დასკვნისა და ხედვის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

სასურველი ეფექტის მქონე ზღაპრის შესაქმნელდ, საჭიროა ე.წ. 5-აბზაციანი სქემის დაცვა:

ა) 9 მთასა და 9 ზღვას იქეთ ცხოვრობდნენ დასაწყისი.

ბ) და, აი, ერთხელ – აქ ვყვებით კონკრეტულად პრობლემაზე, რომელთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ მეტაფორულად, არაპირდაპირ.

გ) აქედან გამომდინარე – პრობლემის გამო როგორ იცვლება პერსონაჟის ცხოვრება.

დ) კულმინაცია რას აკეთებს გმირი პრობლემის გადასაჭრელად.

ე) ზღაპრის დასასრული აუცილებლად პოზიტიური.

ეს რაც შეეხება შიშსა და მასთან გამკლავების კონკრეტლ რჩევას.

თერაპიული ზღაპრების მაგალითებს და ზოგადად, ინფორმაციას ზღაპრით თეპარიასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში წარმოგიდგენთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი, დანტე ალიგიერის საქართველოს კომიტეტის არტ თერაპევტი.

Leave A Reply