როგორ დავაღწიოთ დეპრესიას თავი და ვიყოთ ყოველთვის იმედებით სავსე !

0

     როდესაც  დეპრესიაში ხარ,ვერავინ შესძლებს უმკურნალოს შენს სულს.ვერავინ ჩამოგიჯდება თავთან და ვერავინ გეტყვის – ესეც გაივლის.ეს ჯადოქრობა თავად უნდა გააკეთო, თავად უნდა დააყენო საკუთარი თავი ფეხზე.

     ზიხარ და უყურებ, როგორ ეცემა ხეებს ფოთლები და ფიქრობ – რომ არ გინდოდა, მაგრამ მაინც მოვიდა დეპრესია,რომ ისევ  დაიწყო სულის ახალი თავგადასავალი. დიახ,შენს ცუდ განწყობას ზოგჯერ, ასეც კი უნდა მიუდგე ადამიანი. ზოგჯერ, უნდა შეივსო ჭიქა ბოკალი და უბრალოდ დაფიქრდე, რა გაიძულებს   ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. როგორ ხდება,რომ ასეთ მშვენიერ ქვეყანაში,  სილამაზეს  ვეღარ ამჩნევ. როცა ცუდად ხარ ადამიანებს არ შეუძლიათ შენი დაცვა,შენი ფეხზე დაყენება.არც წიგნებს შეუძლიათ უკეთესად იგრძნო თავი.არც ლამაზ მუსიკას, რადგან თითოეულ მელოდიაში შენი განწყობის შესაბამისად სევდიან ნოტებს აღმოაჩენ მხოლოდ. უბრალოდ,როდესაც ცუდად ხარ, უნდა გახსოვდეს, რომ არსებობენ ქვეყნად ადამიანები,რომლებთაც   ძალიან,ძალიან მაგრად უყვარხარ.უნდა გახსოვდეს, არსებობს შენს ტკივილებზე დაწერილი წიგნი და უბრალოდ, სამყაროში არსებობს ადამიანი,რომელიც ლამაზ მუსიკას წერს შენთვის. უნდა გახსოვდეს,რომ ზამთრის მოწყენილი ხეები გაზაფხულზე ისევ შეიმოსებიან მწვანედ და რომ ყველაფერი,ყველაფერი გაივლის – ნაცრისფერი დღეებიც და დაკემსილი სამოსელიც გამთლიანდება აუცილებლად.ისე კი ზამთრაში ხეები სრულებითაც არ არიან მოწყენილნი,უბრალოდ ისინი წელიწადის ყოველ სეზონზე თავისებურ პეიზაჟებს ქმნიან.

მთავარი არ არის ყოველთვის კარგად იყო,მაგრამ კარგად ყოფნისთვის ბრძოლა კი ყოველთვის მთავარია.რამდენჯერ ჩამიქნევია ხელი,რამდენჯერ  მიფიქრია, რომ ჩემს სანუკვარ ოცნებებს ვერასდროს შევასხამ ფრთებს.რამდენი მარცხი მიგემია.ამის გამო კი  მეც მქონია დეპრესია,განცდა, რომელიც ადამიანს შიგნიდან ანადგურებს. ჩვენ კი, თუ მოვინდომებთ,აუცილებლად გამოვაძევებთ ცუდ განწყობას და ცუდ ფიქრებს  ჩვენი გონებიდან.  ზოგჯერ უნდა განმარტოვდე და იფიქრო იმის შესახებ,თუ რისი გაკეთება შეგიძლია მომავალაში. ახალ–ახალი იდეები უნდა შექმნა,მათ უნდა მიენდო. უბრალოდ, ზოგჯერ, უნდა განმარტოვდე და დაითვალო ღრუბლები,რომლებიც გგონია,რომ სადღაც “ჯანდაბაში” მიფრინავენ. უბრალოდ უნდა იფიქრო,რომ ჯანდაბა არ არსებობს და ღრუბლებს ღმერთი ცის ერთი უბნიდან მეორე უბნისკენ მიაქანებს. ლამაზად ფიქრი გვეხმარება დავინახოთ სილამაზე ყოველდღიურ წვრილმანებში. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, ვიცი გულის სიღრმეში ჩვენ ყველას გვინდა გაფრენა შორს,რადგან სულის სიღრმეებს საზღვარი არა აქვთ.მაგრამ გახსოვდეს, რომ ამის დროც მოვა.ისეთიც გახდები,როგორიც გინდა რომ იყო! შენ ხომ სწორედ ამიტომ უყურებ ყოველ საღამოს თვითმფრინავებს,რომლებიც სადღაც უსასრულოდ შორს მიფრინავენ? შენ ხომ სწორედ ამიტომ აგრძელებ ოცნებას? ოცნებები კი იმისათვის არსებობენ, რომ ჩვენს აწყმოდ იქცნენ და ჩვენი ცხოვრება გაალამაზონ.ამიტომ ადამიანი აუცილებლად ჩაწვდება თავისი სულის სიღრმეებს და ერთ დღესაც მიხვდება, რომ დეპრესიას მოქმედება სჯობს,რომ  უფლება არ გაქვს უსიცოცხლო გერქვას,თუნდაც დროებით.რადგან შენ უკვე მრავალჯერ გსმენია,რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის და ეს, ნამდვილად ასეა. თუ გინდა ცხოვრება ნაყოფიერად გაატარო,უნდა იბრძოლო. ადამიანი ხომ  უამრავ ბრძოლას გადაიტანს საკუთარ თავთან და  ადრე თუ გვიან მიხვდება,რომ ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანი,  ბრძოლაა უკეთესი ცხოვრებისათვის.ჭიქა ბოკალით კი, ყოველთვის ჯობია გამარჯვება და წარმატება ავღნიშნოთ და უბრალოდ კმაყოფილები ვიყოთ საკუთარი მიღწევებით !

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.