როგორ დავამყაროთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის?

0
 ავტორი: ნაიჯელ მარში – მწერალი,მისი ბესთსელერი წიგნის სახელია: ” მსუქანი, 40 წლის და სამსახურიდან განთავისუფლებული (ერთი კაცის გულწფელი,სახალისო და შთამაგონებელი ისტორია,რომელმაც იპოვნა საკუთარი თავი,როდესაც სამსახურიდან გაანთავისუფლეს.)
თარგმანი: 4motivi.com
მსურდა, ამ უბრალო თხოვნით დამეწყო: “წამით შეჩერდით და დააკვირდით თქვენს სისუსტეებს და დაფიქრდით თქვენს უაზრო და უვარგის ცხოვრებაზე.”
ეს იყო რჩევა,რომელიც წმინდა ბენედიქტმა მისცა თავის მიმდევრებს მე–5 საუკუნეში და საკითხი, რომელზეც 40 წლის ასაკში დავფიქრდი.იმ წუთამდე ერთ კლასიკურ კორპორატიულ მუშას წარმოვადგენდი – ბევრს ვჭამდი და ვსვამდი, ვმუშაობდი მძიმედ და ოჯახს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი. ამ დღიდან, გადავწვიტე ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შემეცვალა. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ გადავწვიტე დამებალანსებინა დრო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. მუშაობას შევწვიტე და პრაქტიკულად, ერთი წელი სახლში გავატარე ოჯახთან და 4 პატარა შვილთან ერთად.. რაც ამ ერთი წლის განმავლობაში შევისწავლე სამუშაოსა ოჯახურ ურთიერთობებს შორის არსებული ბალანსის შესახებ ისაა,რომ აღმოვაჩინე,თუ რა ადვილია იქონიო ბალანსი ცხოვრებასა და სამუშაოს შორის, მაშინ როცა სამსახური არ გაქვს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.არც ისე კარგი გზაა,მითუმეტეს როცა დანაზოგიც გითავდება.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი სამუშაოს და მას შემდეგ 7 წელი გავატარე სამუშაოსა და ცხოვრებას შორის არსებული ბალანსის შესწავლაში. მაქვს ოთხი მნიშვნელოვანი აღმოჩენა,რომელთა გაზიარებასაც დღეს შევეცდები.
 
პირველი: თუ საზოგადოებას სურს სერიოზულად სურს ამ საკითხთან მიმართებაში წინსვლა, მაშინ კარგი დაფიქრებაც გვმართებს. ცუდი ისაა,რომ ბევრი ადამიანი ამ საკითხის შესახებ უამრავ სისულელეს ამბობს. და ყველა ამგვარი დისკუსიის უკან ,რომელიც დროის მოქნილობას, თავისუფალ დღეებს, დეკრეტებსა და შვებულებებს შეეხება, ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხი იმალება: არცერთი სამსახური და კარიერული არჩევანი არ იძლევა იმის საშუალებას,რომ ბოლომდე და სრულყოფილად ჩაერთოთ ახალგაზრდა ოჯახის ყოველდღიურ საქმიანობაში. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში პირველი ნაბიჯი იმ რეალობის სწორად გაცნობიერებაა,რომელშიც იმყოფები.დღეს იმ საზოგადოების რეალობა,რომელშიც ვცხოვრობთ ის ათასობით ადამიანია,რომელიც წყნარი და სასოწარკვეთილი ცხოვრების რიტმით ცხოვრობს. ბევრს შრომობს,ასრულებს სამუშაოს,რომელიც ეზიზღება და იქ მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობს.მხოლოდ ხელფასი ამ პრობლემას ვერ გადაგვიჭრის..
მეორე რაზეც მსურს საუბარი ისაა,რომ საჭიროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ და გავაანალიზოთ,რომ მთავრობები და კორპორაციები ამ პრობლემას ვერ გადაგვიჭრიან. არ შეიძლება გამოსავალი სხვაგან ვეძებოთ.დროა გავაანალიზოთ,რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ გვეკისრება, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ საკუთარ ცხოვრებას კონტროლი და გეზი უკეთესი მომავლისაკენ ავიღოთ. თუ თავად არ დავგეგმავთ საკუთარ ცხოვრებას სხვა გააკეთებს ამას და დიდი შანსია იმისა,რომ არ მოგვეწონება მათი დაგეგმილი.ეს ცალსახად მნიშვნელოვანია – ნუ მოაქცევთ თქვენი ცხოვრების ხარისხს კომერციული კორპორაციების ხელში. ახლა მე უბრალოდ ცუდ კომპანიებზე კი არ ვსაუბრობ,არამედ „ადამიანის სულის სასაკლაოებზე“ როგორც მე მათ ვუწოდებ – ყველა კომპანიაზე ასეთია. კომერციული კომპანიები იმისათვის არიან შექმნილნი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ თქვენგან.ეს მათ ბუნებაში და დე–ენ–ემ–შია. ამასვე აკეთებენ კარგი და გულისხმიერი კომპანიებიც. ერთის მხრივ კარგია, ბავშვა მოვლის საშუალებების სამუშაო ოფისში დანახვა, ნამდვილად კარგი ტენდენციაა,თუმცა ეს თავისთავში იმასაც ხომ გულისხმობს,რომ უფრო მეტ დროს ატარებთ სისხლისმსმელ ოფისში. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი იმ საზღვრების დაწესებასა და დარღვევაზე,რომლებიც გვსურს გვქონდეს ცხოვრებაში.
 
მესამე: საჭიროა უკეთ შევარჩიოთ კრიტერიუმები, რომელთაც ჩვენი ცხოვრებისეული ბალანსის შესაფასებლად ვირჩევთ. ვიდრე სამსახურს დავუბრუნდებოდი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, დავჯექი სახლში და დეტალურად აღვწერე,თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო იდეალურად დაბალანსებული დღე, რომელზედაც ვოცნებობდი.
ასეთი გამომივიდა (ცოტა იუმორისტული კუთხით ვიტყვი): დილით დასვენებული ვიღვიძებ, კარგი ღამის ძილის შემდეგ. მაქვს სექსი. ვასეირნებ ძაღლს, მაქვს საუზმე მეუღლესთან და შვილებთან ერთად.კვლავ სექსი. მიმყავს ბავშვები სკოლაში,რომელიც ჩემი სამსახურის გზაზე მდებარეობს.შემდეგ ვმუშაობ 3 საათი. ლანჩის დროს სპორტულ თამაშს ვთამაშობ მეგობართან ერთად,შემდეგ ისევ ვმუშაობ 3 საათი. საღამოს ვხვდები მეგობრებს ბარში და ვსვამთ. შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვვახშობ მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ნახევარი საათი მედიტაციას ვეწევი. მაქვს სექსი.ვასეირნებ ძაღლს. კვლავ სექსი და მივდივარ დასაძინებლად. როგორ ფიქრობთ,რამდენად ხშირად მაქვს ასეთი დღე?
საჭიროა მეტად რეალისტები ვიყოთ.ყველაფერს ერთ დღეში ვერ მოასწრებთ. მართალია, შეძლებისდაგვარად უნდა განვავრცოთ ჩვენი დღის გეგმა,რომლის მიხედვითად ცხოვრებისუელ ბალანსს განვსაზღვრავთ,თუმცა ისეც არ უნდა მოგვივიდეს,რომ ისევ ნაცნობ ხაფანგში მოვექცეთ: “ჩემი ცხოვრება მაშინ დაიწყება,როდესაც პენსიაზე გავალ, როცა შვილები სახლიდან წავლენ, როდესაც ცოლი მიმატოვებს, ჯანრმთელობა მიღალატებს, აღარ დამრჩება აღარც მეგობრები და არც ინტერესები.” როცა ვმუშაობთ, დღე ძალიან პატარაა „პენსიაზე გასვლის“ შემდეგ კი ძალიან დიდი. თუმცა სადღაც აუცილებლად უნდა არსებობდეს შუალედი,რომელიც აუცილებლად უნდა ვიპოვნოთ.
 
და მეოთხე დაკვირვება: ბალანსიც დაბალანსებული გზით უნდა ვაწარმოოთ. გასულ წელს ჩემმა მეგობარმა მინახულა და მითხრა: “ნაიჯელ,წავიკითხე შენი წიგნი და მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრება აბსოლიტურად დაუბალანსებელია.სამსახურზე ვარ დამოკიდებული – 10 საათი ვმუშაობ დღეში და მხოლოდ 2 საათი მაქვს თავისუფალი. ურთიერთობებში არაფერი გამომდის,ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი დარჩა სამუშაოს გარდა. ასე რომ გადავწყვიტე,ვარჯიში დავიწყო და ყველაფერი დავალაგო.” დაცინვა არ მსურს, მაგრამ 10 საათის განმავლობაში ოფისში გამხდარი წრუწუნასავით ჯდომა ბალანსი არაა. კარგია ფიზიკური ვარჯიში,თუმცა ცხოვრებაში უამრავი სხვა მხარეც არსებობს: ინტელექტუალური, ემოციური, სულიერი მხარეები. და ბალანსი,რომ დავამყაროთ,ჩემი აზრით საჭიროა,რომ ყველა ეს სფერო დავაბალანსოთ – და არა მხოლოდ მუცლის კუნთის ვარჯიშებით შემოვიფარგლოთ.
ეს შეიძლება რთულიცაა.იმიტომ,რომ ადამიანები იტყვიან ხოლმე: “საკუთარი თავისთვის არ მრჩება დრო და თქვენ გსურთ ტაძარში ვიარო და დედას დავურეკო?” და მე მესმის,ნამდვილად მესმის როგორი რთულია ასე მოიქცე. მაგრამ რამოდენიმე წლის წინათ ერთი ინციდენტი მოხდა,რომელმაც გულში იმედი და რწმენა ჩამისახა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული იყო და დამირეკა: “ნაიჯელ,შეგიძლია ჩვენი უმცროსი ვაჟი სკოლიდან გამოიყვანო?” მას არ ეცალა და საღამოს სხვა ადგილას მიჰყავდა დანარჩენი 3 შვილი. შუადღით სამსახურიდან ერთი საათით ადრე გამოვედი,ჰარი სკოლიდან გამოვიყვანე.იქვე პარკში წავედით,საქანელებზე დავსხედით და რაღაც სულელური თამაშები ვითამაშეთ. შემდეგ იქვე გორაკზე ავისეირნეთ, ადგილობრივ კაფეში პიცა ვჭამეთ, შემდეგ კი ნელი სეირნობით ქვემოთ დავეშვით და სახლში წავედით. სახლში რომ მივედით, დავბანე,ბეტნმენის პიჟამო ჩავაცვი და წავუკითხე ერთი თავი რონალდ დალის წიგნიდან “ჯეიმსი და გინანტური ატამი”. კითხვა,რომ დავასრულე ლოგინში ჩავაწვინე, შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი: “ღამე მშვიდობისა მეგობარო” და ოთახიდან გამოვდიოდი, როდესაც მისი ხმა მომესმა: “მამა”. ოთახში შევბრუნდი. “გისმენ შვილო?“ “ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში” – მითხრა მან. არადა თითქოს განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია: არც დისნეილენდში მყავდა და არც ფლეისთეიშენი მიყიდია მისთვის.
იმის თქმა მსურდა,რომ პატარ–პატარა წვილმანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. ცხოვრებისეული ბალანსი არ გულისხმობს დრამატულ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. ვგულისხმობ იმას,რომ სწორად გაკეთებული პატარა ინვესტიციების წყალობით შეგიძლიათ რადიკალურად გარდაქმნათ თქვენი ურთიერთობებისა და ცხოვრების ხარისხი.
და უფრო მეტიც, ვფიქრობ,რომ ამას საზოგადოების შეცვლაც შეუძლია.თუ საკმარისად ბევრი ადამიანი გააკეთებს ამას,ჩვენ შეგვეძლება შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული წარმატების სულელური გაგება,რომ ის ადამიანი იმარჯვებს,რომელსაც ბევრი ფული აქვს, იმ მარტივი და დაბალანსებული განსაზღვრებით,რომ წარმატება ღირსეულად განვლილ ცხოვრებას ნიშნავს. ეს არის იდეა,რომელიც გავრცელების ღირსია.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply