Connect with us

მოტივაცია

როგორ გახდა „პრადა“ ეშმაკის საყვარელი სამოსი?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ჯოჯოხეთში“ – ერთი შეხედვით გოგონების უმეტესობისთვის სასურველ სამუშაო ადგილას, რომელსაც „ეშმაკი“ საკუთარი კანონებით მართავს. დიახ, ზუსტად ასეა წარმოდგენილი მაღალი მოდის გლამურული სამყარო ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“.

ძნელი წარმოსაგენია, მაგრამ ფილმში, რომელშიც ყველზე მეტი ბრენდული სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარია გამოყენებული კოსტიუმებისთვის 35 მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 100 000 დოლარი იყო გამოყოფილი, არადა პერსონაჟების გარდერობის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აცდა. საქმე იმაშია, რომ ფილმის დიზაინერს სხვადასხვა პროდუქცია უბრალოდ ათხოვეს წამყვანმა ბრენდებმა.

„ეშმაკს აცვია პრადა“ ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის შექმნილი. ავტორი – ლორენ ვაისბერგერი ერთ დროს ამერიკული „ვოგის“ მთავარი რედაქტორის, ანნა ვენტურის ასისტენტი იყო, ამიტომ ამბობენ, რომ მან წიგნში საკუთარი მწარე სამსახურეობრივი გამოცდილება ასახა და მერილ სტრიპის გმირი მირანდა სწორედ ანნას პროტოტიპია.

ვენტურის გაღიზიანებას მოერიდა მრავალი ცნობილი ბრენდი, როდესაც ფილმში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე თქვა უარი, მაგრამ მალევე ენ ჰეთუეის გმირის ჩაცმულობაზე ზრუნვის სურვილი „შანელმა“ გამოთქვა, ემილი ბლანტის პერსონაჟს ძირითადად ვივიენ ვესტვუდის სამოსი მოსავს, კოსტიუმების შექმნაში ჩაერთნენ „კელვინ კლაინი“, „დონა კარანი“ და „დოლჩე და გაბანა“, „ეშმაკი“ კი უმეტესად, რა თქმა უნდა, „პრადას“ ატარებს.

მოდით ფილმის განხილვა კინოკრიტიკოსებს მივანდოთ, მე კი მანამდე, სანამ „ეშმაკის სამფლობელოში“ სამოტივაცო ელემენტების ძებნას დავიწყებ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

1. მერილ სტრიპმა მთელი თავისი გარდერობი, რომელიც ფილმის გადაღებისას იქნა გამოყენებული, საქველმოქმედო ფონდებს შეწირა.

2. ასევე მერილმა ენ ჰეთუეის გადასაღებ მოედანზე შეხვედრისთანავე უთხრა : „შენ საუკეთესო ხარ შენი როლისთვის, მოხარული ვარ, რომ ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ ეს ბოლო კარგი რამ არის რასაც გეუბნები!“

3. მერილ სტრიპის ქალიშვილი ფილმში ეპიზოდურ როლში გადაიღეს, თუმცა სცენა ამოჭრეს და იგი ფილმის საბოლოო, დასრულებულ ვერსიაში ვერ მოხვდა.

4. „ჰარი პოტერის“ წიგნის ყდა, რომელიც ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, ონლაინ აუქციონზე 586.000 დოლარად გაიყიდა.

5. წიგნის ავტორი ლორენ ვაისბერგერი თავადაც ჩნდება ფილმში, როგორც მირანდას ტყუპების ძიძა.

ახლა კი დაპირებული სამოტივაციო ნაწილი

არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ თუ რიგითი მაყურებლის როლიდან გამოვალთ და ფილმს მხოლოდ გართობის მიზნით არ შევხედავთ, შეიძლება იგი ცხოვრებისეულ მაგალითადაც გამოგვადგეს.

1. თქვენ უბრალოდ ვალდებულნი ხართ იცნობდეთ თქვენს სფეროში საჭირო, გავლენიან ხალხს.

2. როცა საქმე ცუდად მიდის, წუწუნი და მარცხის სხვაზე გადაბრალება მდგომარეობას ვერ შეგიმსუბუქებთ.

3. წინასწარ უნდა იცოდეთ რა დავალების მოცემა სურს თქვენს უფროსს. მას ერთი ნაბიჯით უნდა უსწრებდეთ.

4. თქვენ ხართ ის რასაც ჭამთ, რაც გაცვიათ, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ როგორ გამოიყურებით.

5. და ბოლოს, ბრწყინვალე სამუშაო სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად ბედნიერს გაგხდით, მაგრამ თუ მაინცდამაინც ენდივით თავის გადადებას გადაწყვეტთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში! J

გაზიარება:

მომღერალი, ტელე-ჟურნალისტი და პიარ მენეჯერი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: მოტივაცია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ