როგორ განვთავისუფლდეთ წარსული ტკივილისა და მოგონებებისგან

0

“ისწავლეთ გაშვება,მასშია ბედნიერების საიდუმლო”- ბუდა.

გაშვება, დავიწყება საკმაოდ რთულია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ან ჩვენთვის ძვირფასს რამეს ეხება.

ყველა ლამაზი მოგონება,საოცრად გატარებული წამები….

როგორ უნდა გაუშვა კაცმა ასე მარტივად?!

“მე უბრალოდ არ შემიძლია” გეცნობა?!

და რომ შეგვიძლია.

და ზუსტად ამას გაჩვენებ ამ სტატიაში, როგორ გაუშვა წარსული მარტივად შენი ცხოვრებიდან.

აქ გაჩვენებ ერთ სპეციალურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც ყველანაირ ცუდ გრძნობას/წარსულ ურთიერთობას და ყოფილ შეყვარებულს ან თუნდაც ნეგატიურ ფიქრებს დაემშვიდობები.სწრაფად და უმტკივნეულოდ.

და საუკეთესო ისაა, რომ

ეს მეთოდი მარტივია და უცბად მოქმედებს.შენ შეგიძლია წაკითხვისთანავე მოსინჯო და თავად დარწმუნდე ამ მეთოდის ეფექტურობაში.

დამიჯერე, მე თუ შევძელი წარსულისგან განთავისუფლება , შეძლებ შენც.რადგან მე მუდმივად წარსულში ვრჩებოდი და უკვე წარსულ რაღაცეებს მივტიროდი, წლობით!ჩემდა საბედნიეროდ, მივაგენი ერთ ხრიკს, რომელსაც ახლა გაგანდობ.

გაშვება ძალიან მარტივია

ბევრი ადამიანის პრობლემა იმ რწმენაშია, რომ ისინი ფიქრობენ, რომ გაშვება რთულია.
“მე უბრალოდ არ შემიძლია მისი დავიწყება(ან ამ საქციელის) დავიწყება.”

ამას თან ერთვის ისიც , რომ ხშირად არ გვინდა გაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თავს გარეგნულად ამაში ვარწმუნებთ.

ხშირად ვიტოვებთ მოგონების სახით იმ რაღაცას თუ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ გულშივე ვიცით, რომ ჩვენთვისვე უკეთესი იქნებოდა მათი დავიწყება.

და ასე ვქანაობთ გაშვებასა და წარსულში ჩარჩენას შორის.

ეს მდგომარეობა , რომ გვნებს და ენერგიას გაცლის, ამის ახსნა შენთვის ნამდვილად არ მჭირდება.

ამასთანავე გაშვება ძალიან მარტივია იმ მეთოდით, რომელსაც ახლა გაჩვენებ…..

ვისწავლოთ წარსულის გაშვება

მზად ხარ ჩემო ინტერნეტმეგობარო?!

მაშინ დავიწყოთ!

გაგანდობ ჩემს საიდუმლო მეთოდს, რომელიც მე მეხმარება წარსული ურთიერთობების,ნეგატიური ფიქრების და დარდების გაშვებაში.

და როგორც უკვე გითხარი, ეს მეთოდი მუშაობს ყველა სიტუაციაში,ყველა ასაკში…

ერთადერთი წინაპირობა ისაა, რომ, ეს სავარჯიშო გულით უნდა გააკეთო და არა გონებით.

რას ვგულისხმობ ამით?!

იმას, რომ ამ პროცესში მეტი ყურადღება იმას უნდა დაუთმო, რას გეუბნება შენი გული,ინტუიცია და არა გონება.

რატომ?!

რადგან შენი გონება არის სწორედ მიზეზი მთელი შენი გაშვების პრობლემის.

ყველაფერი გასაგებია?!

მაშინ დავიწყეთ!

მომზადება:დაჯექი მოხერხებულად გინდ იატაკზე გინდ სკამზე.გასწორდი და 3ჯერ ღრმად ჩაისუნთქე მუცელში.განიტვირთე.შეეცადე გაუშვა დაძაბულობა შენი სხეულიდან, რომელიც ზურგიდან გაწვება.

შეგიძლია თვალები ან დახუჭო ან ღიად დატოვო.მე მაგალითად, კონცეტრაციაში თვალების დახუჭვა მეხმარება.

ამ პროცესში შეეცადე გაიხსენო ის ადამიანი ან ის რაღაცა , რომლის გაშვებაც გინდა.წარმოიდგინე ეს ყველაფერი, რაც შეიძლება დეტალურად.თავში კიდევ ერთხელ გაათამაშე კინო.და ამის შემდეგ იგრძენი ის გრძნობა, რომელიც ამ მოგონებას ახლავს თან.(ეს შეიძლება იყოს ტკივილი, რომ ეს აღარაა, ბედნიერება ან თუნდაც დანაშაულის გრძნობა)

გაშვება 3 ნაბიჯში:

1.ნაბიჯი პირველი:შემიძლია ამ გრძნობის ხელახლა შეგრძნება?!

როცა მოგონება მოვა, დაუსვი შენს თავს კითხვა.შემიძლია ვიგრძნო ან გავაცოცხლო ეს მოგონება?შეიგრძენი მოგონება და მასთან დაკავშირებულ ფიქრებს ადევნე თვალი.რა რეაქციას იწვევს ეს ყოველივე შენში?შეგიძლია ამ მოგონების გაცოცხლება , ხელახალი შეგრძნება?

არა აქვს მნიშვნელობა კის თუ არას უპასუხებ..ან თუნდაც არ ვიცი, ალბათ, სულერთია…უბრალოდ დაუსვი შენს თავს ეს კითხვა და უპასუხე….

და აქ გვჭირდება შენი ინტუიცია:უპასუხე ამ კითხვას არა გონებით, არამედ გულით/ინტუიციით…

შემიძლია ეს გრძნობა, ეს მოგონება მივიღო…თუ მასზე ფიქრიც კი მაშინებს….დასვი, დასვი იქამდე ეს კითხვა, სანამ რამე პასუხს არ მიიღებ…

და მთავარი არ აღელდე!

ნაბიჯი2: შემიძლია ის ყველა ფიქრი, რეაქცია მივიღო, რომელიც ამ მოგონებას თან ახლავს?!

ამ პროცესში შენი სხეული დიდი ალბათობით წინააღმდეგობას გაგიწევს…
შეგიძლია მიიღო ეს წინააღმდეგობა, შეგიძლია მიიღო ის მტანჯველი ფიქრები?!

ადევნე შენს რეაქციებს დეტალურად თვალი.

ნაბიჯი 3:შემიძლია ეს ყველაფერი გავუშვა?!

გაშვება წარმოიდგინე, როგორც ცხელი ქვაბი, რომელიც გწვავს და ხელიდან უბრალოდ აგდებ, რადგან მეტი აღარ შეგიძლია.

შეგიძლია გაუშვა?!გრძნობ ამ ტკივილს?!

თუ ამ კითხვაზე ხოთი უპასუხებ, მაშინ კითხე შენს თავს:როდის?!და თუ არათი არაა პრობლემა….გაიმეორე ეს პროცესი იქამდე, სანამ ამ მოგონებით გამოწვეული ტკივილი ან წინააღმდეგობა იმდენად დიდი არ იქნება, რომ უბრალოდ გაუშვა, გააგდო ხელიდან…

არა აქვს მნიშვნელობა, რას უპასუხებ…მეთოდი მუშაობს…მთავარია არ შეეცადო, გონებით გონივრული პასუხების ძებნას, არამედ გულით უპასუხო.

ამ პროცესში არ არსებობს:სწორი ან არასწორი პასუხი.შენმა გულმა იცის რა არის შენთვის კარგი თუ ცუდი.

როგორ მუშაობს ზუსტად ეს მეთოდი?

როცა კითხვებს დეტალურად დასვავ, უფრო გაიხსნები შინაგანად და ამ მოგონებას წინააღმდეგობას აღარ გაუწევ.რასაც წინააღმდეგობას ვუწევთ ის უფრო და უფრო მეტად უკან ბრუნდება.და როცა გრძნობას მიიღებთ, ბევრად მარტივი გახდება მისგან გამომშვიდობება.

და რატომაა ასე?!

რადგან რაც გვაწუხებს მასზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე იმაზე რაც არ გვაწუხებს, რასაც ვიღებთ, რომ ეს ასეა…

შეეცადეთ ის ფიქრები ან წინააღმდეგობები გონებით არ გადააკეთოთ და არც ახსნა განმარტება მოუძებნოთ…

ამ პროცესში მოდის ხოლმე შემდეგი განცდები/ფიქრები:

“მე არ მინდა ეს კიდევ ერთხელ განვიცადო“
“ამ ყველაფრის გახსენება არასწორია”
“უნდა განვთავისუფლდე როგორმე ამ ადამიანისგან/მოგონებისგან-მვნებს ეს!”
“ეს გრძნობა როგორმე უნდა შევცვალო”

არა მეგობარო,არაფერი უნდა შეცვალო.მიიღე ისეთი, როგორიც არის.ცუდი გრძნობები არ არსებობს, ისინი გვაჩვენებენ უბრალოდ რა გვჭირდება და რა გვაწუხებს.და გრძნობები სხეულის რეაქციაა ჩვენს ფიქრებზე.

მიიღე ისინი, მიიღე ეს წინააღმდეგობა, როგორც შენი ნაწილი.
და შემდეგ უპასუხე კითხვებს, იქამდე სანამ ამ გრძნობისგან არ განსთავისუფლდები.

რჩევები და მინიშნებები:

ბევრი ადამიანის პრობლემა ისაა, რომ მათ ღრმად სჯერათ, რომ თუ ისინი მოგონების ცუდ მხარეებს გაუშვებენ, მათ კარგი, ლამაზი მოგონებებიც დაავიწყდებათ.(განსაკუთრებით მაშინ, როცა წარსულ ურთიერთობას ან სიყვარულს ეხება ხოლმე საქმე.)

და რომ საწინააღმდეგო ხდება:რაც უფრო განთავისუფლდები მოგონების ცუდი მხარეებიდან, მით უფრო მეტი ადგილი დარჩება კარგი მოგონებებისთვის.(თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მიხვდები, როცა თავადვე ცდი ამ მეთოდს)

ასე, რომ:ცადე ეს მეთოდი, გაუშვი შენი ნეგატიური გრძნობები და დაელოდე რა მოხდება?!

როცა ამ მეთოდის შესახებ გავიგე, უაზროდ დიდი შიში მქონდა, რომ ყველაფერს კარგს თან გავაყოლებდი.

რა გავაკეთე შემდეგ;

ჩემ თავს ვუთხარი, რომ ერთი კვირა ვცდიდი, ყველა ცუდი გრძნობის გაშვებას და ვნახავდი, რა მოყვებოდა.და თუ მივხვდებოდი, რომ ეს მეთოდი არაფერში მეხმარებოდა,შემეძლო ჩემს ტკივილს უკან დავბრუნებოდი და ისევ ძველი სისტემით გამეგრძელებინა წარსულში ცხოვრება.

მარტივია არა?!

ცადე რამდენიმე დღე ეს მეთოდი და თუ პროგრესს ვერ დაინახავ, დაუბრუნდი უკან შენს ძველ სისტემას. დასაკარგი არაფერია.

მე კი გისურვებ წარმატებულ გაშვების პროცესს!

შემდეგ შეხვედრამდე!

ავტორი:ანი არეშიძე.

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply