როგორ გამოვხატოთ მადლიერება

0

,,მადლობა.’’

რამდენად ხშირად ამბობთ ამ მოკლე და სასიამოვნო სიტყვას?

მადლიერების გამოხატვა ყველასთვის ერთნაირად მარტივი არ არის. ზოგს ძალიან სიამოვნებს და ხშირად ამბობს, ზოგს კი უბრალოდ არ გამოსდის.

 გთავაზობთ YEC-ის ახალგაზრდა წარმომადგენლების პასუხებს კითხვაზე – ,,როგორ გამოხატავთ მადლიერებას თანამშრომლების მიმართ?’’

– მადლიერება მოულოდნელად გამოხატეთ. როდესაც მადლობა მოულოდნელია, ის გაცილებით უფრო სასიამოვნოა. ზოგადად, ,,მადლობის’’ თქმაზე გულწრფელი, კონკრეტული ქმედების აღიარებაა. მე ჩემი გუნდის წევრებს მეილზე ვუგზავნი შეტყობინებას , რომლშიც ვწერ: ,, მადლობა კონკრეტული საქმისთვის, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ და თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ”. როდესაც რაღაც მოსალოდნელია, მას იშვიათად თუ აფასებენ. ჩემმა თანამშრომლებმა იციან, რომ მათი უდიდესი მხარდამჭერი ვარ და ვზრუნავ მათზე.

– გაუგზავნეთ პერსონალური წერილები. მივხვდი, რომ პერსონალური წერილებისთვის გამოყოფილი დრო დაკარგული არ არის. ხანდახან წამახალისებელი აქტივობებიც საჭიროა იმისთვის, რომ გუნდმა დაფასება იგრძნოს. ეს მნიშვნელოვანია. ამისათვის, ჩვენ მათ მოულოდნელ პრემიებს ვუნიშნავთ.

– ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება თანამშრომლების მიმართ გაწეული სამსახურისთვის. თუმცა ეცადეთ, ეს საქმით დაამტკიცოთ. მიეცით უფლება აკეთონ რაც სჭირდებათ: მოქნილი გრაფიკი, კარგი ანაზღაურება.

– პარასკევის ლანჩი – თითქოს მარტივია, თუმცა ეს პრაქტიკა საქართველოში თითქმის არ არსებობს. ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი კი ყვება, რომ: “ჩვენ ყოველ პარასკევს ვუკვეთავთ სადილს კომპანიისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველანი ვწყვეტთ სამუშაოს, ვიკრიბებით, ერთად ვისვენებთ და მივირთმევთ სამხარს. ეს არის საუკეთესო გზა, გავიცნოთ ერთმანეთი და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი ურთიერთობები.

– ხშირად უთხარით თქვენს თანამშრომლებს, რამდენად აფსებთ მათ შრომას. არაფერია ამაზე სასიამოვნო. სათქმელს ყოველთვის ფულით ნუ შეცვლით. გქონდეთ ადამიანური საუბრები.

– მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მოტივაციისა და წარმატების განსაზღვრება ინდივიდუალურია. ზოგისთვის მოტივაცია ფულია, ზოგისთვის კი წარმატებით დასრულებული პროექტი. მე უპირატესობას ერთი ერთზე საუბრებს ვანიჭებ, ასე უკეთ ვხვდები მათ ხასიათს, ინტერესებსა და საჭიროებებს. ასე უკეთ ვხვდები, როგორ გამოვხატო მადლიერება.

– ყველას უყვარს საქებარი სიტყვების მოსმენა, არ აქვს მნიშვნელობა ისინი საკმარისად თავდაჯერებული არიან თუ არა. ნუ ეტყვით, გამოხატეთ. ადამიანებს მატერიალური საჩუქრები უყვართ. დაუნიშნეთ პრემიები, კორპორატიული საღამოები და შემთხვევითი საჩუქრები. ამით თქვენ შესანიშნავად გამოხატავთ მადლიერებას.

– თანამშრომლები თავს დაფასებულად მაშინ გრძნობენ, როდესაც შეფასებას ვთხვოვ და შემდეგ, მათ შენიშვნებზე ვრეაგირებ. ჩვენ ყოველკვიურეული შეფასებების სისტემა შევიმუშავეთ. ეს შესაძლოა ძალიან მარტივი არ არის, თუმცა ნამდვილად ამართლებს.

– დღიურ რუტინას მადლიერებაც შემატეთ. ჩვენ ყოველდღიურად ვიტოვებთ 15 წუთს იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ღირებულებები განვსაზღვროთ. შემდეგ კი ვაღიარებთ მათ, ვინც ამას საქმით გვიჩვენებს.

– ხანდახან ყველაზე მარტივი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. რა ჯობია ადამიანის თვალებში ყურებასა და მადლიერების გამოხატვას? მე ასევე ხელნაწერ წერილებს ვგზავნი. გარდა ამისა, WEVU პლატფორმას საშუალებით, უწყვეტი კავშირები გვაქვს. ეს ერთმანეთისთვის ყოველდღიური შეფასებების გაგზავნაში გვეხმარება.

მოამზადა სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply