როგორ გავხდი ჟურნალ “ოთხი მოტივის ” პუბლიცისტი

0

   მას შემდე, რაც ინტერნეტ სივრცეში აღმოვაჩინე ჟურნალი „4 მოტივი”რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ჟურნალში გამოქვეყნებულმა სამოტივაციო წერილებმა, ოპტიმისტურმა პუბლიკაციებმა დროთა განვალობაში შეცვალა ჩემი ცნობიერება. სევდიანი გოგონა გაქრა და მე გავხდი ოპტიმიზმით სავსე ადამიანი.ჟურნალის მთავარი მიზანი კი დღემდე უცვლელია – დაეხმაროს ადამიანებს ბედნიერების და წარმატების მიღწევაში.

    რადგან პროფესიით ჟურნალისტი ვარ,დავიწყე ფიქრი იმის შესახებ,თუ როგორი მოტივაცია იქნებოდა ჩემთვის, ჟურნალში გამოქვეყნებული მსგავსი შინაარსის პუბლიკაციები დამეწერა და საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა მკითხველებისთვის.რამდენიმე პუბლიკაცია გავაგზავნე ჟურნალის მეილზე და სწორედ იმ პერიოდში გავიცანი მთავარი რედაქტორი თემო ბერიშვილი, რომელიც ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა და არასდროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჩემი წერილები. ერთ დღეს კი ჟურნალის მენეჯერი  –  თაკო მეფარიშვილი დამიკავშირდა და მითხრა, თუ ვიაქტიურებდი და კიდევ უფრო შთამაგონებელ ისტორიებს დავწერდი, სისტემატურად გამოქვეყნდებოდა ჟურნალის გვერდზე ჩემი პუბლიკაციები. ეს უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის.უზომოდ გახარებული ვიყავი. მთელი ღამე არ მიძინია.მიხაროდა,თუმცა ოდნავ შევშინდი კიდეც,რადგან 6 თვის პატარა მყავდა , შესაძლებელი იყო სამუშაოსთვის ვერ გამერთმია თავი,თუმცა გათენდა თუ არა,მაშინათვე შევუდექი წერას.

  დავალება უდიდესი ცხოვრებისეული გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის.როდესაც თავისუფალ დროს გამოვნახავდი,მაშინათვე  ვიწყებდი წერას.არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა იმას,რომ დაღლილი და გამოუძინებელი ვიყავი.ზოგჯერ შუა ღამისას ვწერდი.ზოგჯერ დილით ადრე ვიღვიძებდი და ვმუშაობდი.იყო შემთხვევა,როდესაც ჩემს შვილთან ერთად ვიჯექი მანეჟში – პატარა თამაშობდა,მე კი ვწერდი.სასეირნოდ,როდესაც გავდიოდით ბაღში,ბლოკნოტში ვიწერდი აზრებს,რომლებიც პოსტის შესახებ მომდიოდა თავში. მე არასდროს მითქვამს,რომ არ შემეძლო.არასდროს მიპოვია მიზეზი,რომ გადამედო საქმე,რომელიც მიყვარდა,მიუხედავად იმის რომ უამრავი დაბრკოლება შემხვდა  მიზნისკენ მიმავალ გზაზე.მაგრამ ყოველი ახალი სტატია,რომელიც ჩემი სახელით ქვეყნდებოდა,უდიდეს მოტივაციას მაძლევდა.ჩემს პატარას,რომ დავაძინებდი,რამდენიმე წუთით ჩავთვლებდი,მაგრამ მაშინათვე ვფხიზლდებოდი და ვაგრძელებდი მუშაობას.სახლიდან ვამზადებდი პუბლიკაციებს და ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე ვგზავნიდი.ახალბედა დედები,რომლებიც დამხმარეს გარეშე ზრდიან პატარებს,დამეთანხმებიან ,როგორი რთულია ერთდროულად ახალშობილის მოვლა,საოჯახო საქმეების კეთება  და საყვარელ საქმეზე მუშაობა.

     მაგრამ არაფერი იყო ჩემთვის შეუძლებელი,რადგან მიყვარდა საქმე,რომელსაც შევეჭიდე.შევძელი და გავხდი ჟუნალის პუბლიცისტი,რადგან ვგიჟდებოდი იმ საქმის გამო, ,რომელსაც ვაკეთებდი.მიყვარდა ჟურნალი „4 მოტივი“,რომელსაც დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.ვიცოდი,ჩემს შვილს ჭირდებოდა დედა,რომელსაც საოჯახო საქმეების გარდა,საზოგადოებრივ საქმიანობაშიც შეეძლო მიეღწია წარმატებისთვის.შემდეგ,როდესაც ჩემი შვილი წამოიზარდა,მაგიდის ქვეშ თამაშობდა და მელოდებოდა,როდის დავასრულებდი წერას.მე სწრაფად ვწერდი,შემდეგ გულში ვიხუტებდი და მივდიოდით სასეირნოდ.

შემოდგომის ყვითელი ფოთლები ეცემოდნენ ციდან ძირს,თუ უბერავდა ქარი და მოწყენილები იყვნენ სახლის წინ  ხეები.ციმციმებდნენ შუა ღამისას ცაზე ვარსკვლავები,თუ გვაცხუნებდა ზაფხულში თაკარა მზე – წელიწადის ნებისმიერ დროს მე ოპტიმიზმით ვიყავი სავსე.ჩემი სტატიებით ვამბობდი სათქმელს,რომელსაც გულით ვატარებდი.უამრავი საინტერესო თემა აღმოვაჩინე ჩემს გარშემო, ჩემში და ჩემს ირგვლივ ადამიანებში.

  ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალის რედაქციას,რომ მომცა შანსი მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე და გავმხდარვიყავი ნამდვილი ოპტიმისტი.მინდა ჩემი წერილით კიდევ ერთხელ მოვუწოდო მკითხველებს – არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი,იშრომონ  ყოველდღე და საკუთარი თვალით ნახავენ,როგორ ხდება ოცნება,რომელიც მთელი   მთელი გულით  გვიყვარს !

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply