როგორ გავხდეთ ხელმოცარული?

0
“ცუდია თუ წარუმატებლობებს გაკვეთილები არ მოაქვთო”. წერს ერთ-ერთ წიგნში ჯიმ რონი და ასეთ კითხვებს სვამს:
|
“თუ შემთხვევით შეხვდებოდით 40 წლის ადამიანს, რომელიც საშინლად არეული ცხოვრებით ცხოვრობს, აიღებდით კი წიგნაკს და კალამს და მთელს დღეს მის გამოკითხვაში გაატარებდით? გაიგებდით როგორ შეიძლება ჯანმრთელ და გონიერ ადამიანს ცხოვრება დაულაგებელი ჰქონდეს? დაინტერესდებოდით რას აკეთებდა, რას კითხულობდა, რას ჭამდა, ვისთან ატარებდა დროს, რას აკეთებდა თავისუფალ დროს, რა სატელევიზიო პროგრამებს უყურებდა, რა გაზეთებს კითხულობდა. გაატარებდით მასთან დროს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგეგოთ? იქნებოდა კი ეს ინფორმაცია ღირებული?”
“გაიგეთ და ნუ გააკეთებთ ამ ყველაფერს” – გვირჩევს საბოლოოდ ჯიმ რონი.
ჩემის აზრით, მშვენიერი სტრატეგიაა.
მაშ ასე, როგორ გავხდეთ ხელმოცარული?
მიჰყევით ცხოვრების დინებას. თავს ნუ შეიწუხებთ მიზნებსა და გეგმებზე, დაგეგმვასა და მომზადებაზე. რა საჭიროა ამდენი თავის ტკივილი? უბრალოდ გაიღვიძეთ ყოველ დილით და შემდეგ გადაწყვიტეთ რა აკეთოთ.
ეძებეთ კომფორტი. ზრდა და განვითარება დიდ შრომას, ბრძოლასა და სტრესს მოითხოვს. თავი შორს დაიჭირეთ მათგან.
გახდით ცინიკოსი. უფრო ადვილია იყო ცინიკოსი, ვიდრე მტკიცედ გწამდეს რამის. თუ რამის გჯერა, შესაბამისად გიწევს კიდეც გააკეთო ის. შეცდომების ძიება უფრო ადვილია, შემდეგ კი თავისუფლად შეგვიძლია გავიცინოთ და თავისუფლებას მივეცეთ.
შეიბრალეთ საკუთარი თავი. რა საჭიროა ზედმეტი სიამაყე და მხნეობა. უბრალოდ შეიბრალეთ საკუთარი თავი – ასე უფრო მარტივი იქნება.
თავი აარიდეთ დამარცხებას. არაფერი გააკეთო საუკეთესო გზაა, რომ ტკივილი და იმედგაცრუება ავიცილოთ თავიდან.
“დაიკიდეთ”. უბრალოდ მოეშვით და არაფერ მნიშვნელოვანზე არ იფიქროთ. კარიერა, ოჯახი და ურთიერთობები მსხვერპლს ითხოვენ. რატომ უნდა აკეთოთ ის, რაც მათ სჭირდებათ, რატომ უნდა უსმინოთ იმას, რაც არ გსურთ?
გახდით “უდანაშაულო”. რა თქვენი ბრალია? რატომ უნდა დაიდანაშაულოთ საკუთარი თავი, როცა ქვეყნად არსებობს უამრავი ადამიანი და სიტუაცია, რომელთაც შეგიძლიათ საკუთარი შეცდომები მიაწეროთ? სხვა თუ არაფერი  გულზე მაინც მოგეშვებათ.
გახდით უშეცდომო. თუ არასოდეს გადადგამთ ნაბიჯს და არც პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, შეცდომასაც არასოდეს დაუშვებთ.
ნუ უსმენთ, ჯიუტად დაიცავით საკუთარი მოსაზრება. თქვენი შეხედულება და მოსაზრება ყველაზე აღმატებულია. აუცილებელი დაიცვათ იგი. არავის მისცეთ ნება არ დაეთანხმოს თქვენს მოსაზრებას. ეცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვათ და გამოავლინოთ საკუთარი თავი.
ელოდეთ დამარცხებას. წინასწარ განეწყვეთ დამარცხებისთვის, მალევე დანებდით და შექმნილი წნეხი უმალ გაქრება.
ნუ გასწევთ რისკს. ნუ იმოქმედებთ, დაიცავით საკუთარი თავი, არავის ენდოთ, არავინ შეიყვაროთ, პირველ ნაბიჯს ნუ გადადგამთ, ნურც მეორეს, მესამეზე კი ბევრი იფიქრეთ. ააშენეთ კედელი თქვენს ირგვლივ – ასე ბევრად უსაფრთხოდ იქნებით.
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply