Connect with us

წარმატება

როგორ გავხდეთ წარმატებული ბავშვის მშობელი

ბავშვის აღზრდის საკითხში მშობლის ფუნდამენტურ როლზე ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები ერთსულოვნები არიან, მშობლებს გენეტიკური მემკვიდრეობის გადაცემის გარდა, იმ უნიკალური თვისებების განვითარებაც ევალება, რომელიც ბავშვს მათგანვე ერგო მემკვიდრეობით. ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩადან“ ქალბატონი ანიკოსი არ იყოს, ყველა ადამიანში ხომ განსაკუთრებული პოტენციალი იმალება: “სული? – სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ინთავალისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ლიტერატურაში… ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი დიდია, ზოგი უფრო პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის”.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციალი გახსნან, მისცენ საშუალება თავისი ნამდვილი საქმე, საკეთებელი იპოვოს და ამის ხარჯზე მომავალში მიაღწიოს წარმატებას?!

ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა. ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა, ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა: პატარა წრე – ეს არის ის, რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი, დიდი წრე არის ის რაც ვიცი ახლა. წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება. ყველაფერი, რაც ცოდნის წრის გარშემოა, არის უცოდინრობა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან, მით მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს. როგორც ანაქსიმენეს ახსნიდან ვიგებთ, ცოდნასა და უცოდინრობას შორის არსებობს შემდეგი სახის დამოკიდებულება: რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა კონკრეტული თემის გარშემო, მით უკეთ აცნობიერებს იმას, რა არ იცის. არსებული ცოდნა მას აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რა ინფორმაციას ფლობს და კიდევ რა სჭირდება, იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს. ის იწყებს ცოდნის არეალის გაფართოვებას, ცოდნისაკენ სწრაფვის პროცესში კი ხდება საკუთარ თავში აღმოჩენების გაკეთება და „ბოთლიდან გათავისუფლება“.

იმისათვის რომ ბავშვი „უცოდინარობის თავდაჯერებულობაში“ არ აღმოჩნდეს, საჭიროა ცოდნისაკენ სწრაფვის სურვილი გავუღვივოთ, შევაყვაროთ სწავლა. ამისთვის სამი მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

პირველი ნაბიჯი
„როგორც არ უნდა გავზარდოთ შვილი, ის მაინც ჩვენ დაგვემგვანება, ამიტომ ჯობია ჯერ საკუთარი თავი აღვზარდოთ“ – ეს ნიშნავს პირადი მაგალითის მიცემას. წარმოიდგინეთ დივანზე წამოგორებული მშობელი, რომელიც ტელეფონში იქექება, ან ტელესერიალს უყურებს და პარალელურად ბავშვს აძლევს მითითებას, რომ წიგნი წაიკითხოს. წარმოიდგინეთ? რამდენად დამაჯერებელია? და თუ თქვენ არ გჯერათ, რატომ ფიქრობთ რომ ბავშვი დაიჯერებს? მნიშნელოვანია, რომ ბავშვი კი არ დაემორჩილოს როგორც მასზე ძლიერს, არამედ დაუჯეროს, როგორც მისთვის საიმედოსა და სანდოს.

მეორე ნაბიჯი
ხშირათ ბავშვები სწავლობენ მაგრამ შესაბამისი შედეგი არ აქვთ, ვერ ღებულობენ კარგ ნიშანს, არ აქვთ საკითხის მყარად ცოდნის განცდა და ა.შ. ეს მაშინ ხდება როდესაც ბავშვები სრულ ძალისხმევას არ დებენ მეცადინეობის პროცესში.

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იმის საილუტრაციოდ, თუ რა შედეგი გვაქვს მაშინ, როდესაც საკითხში სრულ ძალისხმევას არ ვდებთ მათემატიკური ფორმულა შემოგთავაზეს. დავალებას ნორმალურად შესრულება აღვნიშნოთ ციფრით 1. თუ დავალებას ჩვეულებრივზე უკეთესად შევასრულებთ ანუ 1.01-ზე და ავიყვანოთ მას 365-ე ხარისხში (წლის განმავლობაში დღეების რაოდენობა) შედეგი იქნება მაღალი(37.8). მაგრამ თუ დავალებას ჩველებრივ ან ჩველებრივზე უარესად გავაკეთებ მაშინ შედეგი თითქმის 0-ის(0.03) ტოლი იქნება.

თუ კი დავემხარებით ბავშვს საქმეში სრული ძალისხმევა ჩადოს, ის მიიღებს მაღალ შედეგს და უფრო მოტივირებული ისწავლის.

მესამე ნაბიჯი
ჩვენს ცნობიერებაში მყარად არის გამჯდარი აზრი, რომ „ძალა ერთობაშია“. თუმცა კი, კვლევები ადასტურებს, რომ საკითხს ასე ცალსახად არ უნდა შევხედოთ. 1983 წელს ფრანგმა მეცნიერმა მაქს რინგელმანმა კოლეჯის სტუნდეტებზე კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტები შემდეგში მდგომარეობდა: ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებს სთხოვდნენ სიმძიმეების აწევას. ყოველი მათგანისთვის აფიქსირებდნენ მაქსიმალურ მასას, რომლის აწევაც მათ ცადეს. ამის შემდეგ ჯგუფებად ყოფდნენ ამ ადამიანებს: თავიდან ორ-ორი ადამიანი იყო თითოეულში, შემდეგ ოთხი, შემდეგ კი – რვა.

მოლოდინი ნათელი იყო: თუ ერთ ადამიანს შეეძლო, პირობითად, 100 კილოგრამის აწევა, მაშინ ორს ერთად 200-ის ან უფრო მეტის აწევა უნდა შეძლებოდა. მითი იმის შესახებ, რომ ჯგუფური მუშაობით უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი (ანუ თითოეული წევრის შედეგების ჯამის) არ გამართლდა. ორი ადამიანი ერთობლივად მუშობისას, თითოეული თავისი შესაძლებლობის 93%-ს ამჟღავნებდა, რვა კი – მხოლოდ 49%-ს.
იგივე ცდა სხვა დავალებებზეც შეამოწმეს. მაგალითად, თოკის გადაქაჩვაზე. შედეგი კი იგივე მიიღეს – რაც უფრო ზრდიდნენ ჯგუფში წევრების რაოდენობას, მით უფრო იკლებდა მათი მუშაობის ხარისხი.

მიზეზი გასაგები იყო. როდესაც მხოლოდ საკუთრი თავის იმედზეა ადამიანი, თავის მაქსიმუმს ამჟღავნებს. გუნდური მუშაბისას კი ძალიან მარტივია საკუთარი ძალების ეკონომია. ზუსტად ისე, როდესაც სოფლის დღესასწაულზე თითოეულ ოჯახს არყით სავსე სათლი უნდა მიეტანა. საბოლოოდ ერთი კასრი სუფთა წყალი დახვდათ: თითოეულმა ოჯახმა წყალი გამოიტანა არყის ნაცვლად, იმ იმედით, რომ მთლიან კარსრში ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა მათი ეშმაკობა.

იგივე ხდება, როდესაც ბავშვს გვერდით ვუზივართ და ვცდილობთ „ვამეცადინოთ“. ის ჩვენს იმედზეა და ნაკლებად ძაბავს გონებას. ამის ნაცვლად საჭიროა მივცეთ დავალება და თავისუფლება, დაე დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გამოწვევას, შევეშველოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც წინ დაუძლეველი წინააღმდეგობა დახვდება და ნუ შეგვეშინდება იმისი, რომ შეეშლება, არასწორი გზით წავა. წაქცევის შემდეგ წამოდგომის პროცესში, არასწორი გზიდან მობრუნების გზების ძიებაში იზრდება ბავშვი და მისი შესაძლებლობები.

ბავშვის სწორედ განვითარების პროცესი ურთულესი საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი გვიან დავიწყებთ სწორი მეთოდებით მოქმედებას, მაგრამ ეს იმდენად მნიშნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხისთვის გამოყოფილი საათი დიდ ინვესტიციად იქცევა მშობლისათვის, ყველა ვერ მოცლილი წუთი კი საბედისწერო შეცდომად.

ავტორი: ილია ნიკაჭაძე

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

"ოთხი მოტივი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

Loading Facebook Comments ...

1 Comment

  1. Pingback: როგორ გავხდეთ წარმატებული ბავშვის მშობელი | Adam's Media

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: წარმატება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ